ჯგუფური პორტრეტი ეკასთან ერთად

დავით ბუხრიკიძე

ნინო კასრაძის კიდევ ერთი როლი ნუცა ალექსიმესხიშვილის ახალ ფილმშისად ხარ?“.

პოლიტიკური ამბების სიშლეგესა თუ მრავალდღიანი საპროტესტო აქციების არითმიაში თითქმის ჩაიკარგა და აღარ არსებობს ახალი ქართული ფილმების პრემიერები. თუმცა ეს გასაკვირი არც არის. თეატრის მსახიობები, რეჟისორები, სცენოგრაფები და ცალკე კინემატოგრაფისტები, დიდი ხანია ხელისუფლების პოლიტიკის გამო ბოიკოტის რეჟიმში ცხოვრობენ და შესაბამისად, არტ-ცხოვრების რიტმი მოშლილია.

ისე მოხდა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, კინოთეატრამირანშინუცა ალექსიმესხიშვილის ფილმის არაფორმალური კინოპრემიერასად ხარ?“, მხოლოდ კერძო საუბრებისა და შიდაკინემატოგრაფიული გარჩევების ამარა დარჩა. ამიტომ, ვეცდები ეს ინფორმაციული სიცარიელე  სუბიექტური ხედვით მაინც შევავსო.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია თავად ნუცა ალექსიმესხიშვილის სცენარი, რომელიც ბევრ რამეზე ერთბაშად მეტყველებსახალი პოლიტიკური დროის ქვედინებასა და თანამდევ ყოფით ნევროზებზე, დამოუკიდებელი ქალის აქტიურ სოციალურ ფუნქციაზე, სახელოვანი ოჯახის ირონიად ქცეულ შლეიფზე, ქართველ დედასა და შვილს შორის მყარი ურთიერთობის მითის ნგრევაზე, გაუცხოებულ დაგადაკარგულკაცებზე, რომლებიც დროიდან ამოვარდნილი არიან; 50 წელს გადაცილებული ქალების მარტოობაზე; სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა თუ ნათესავების ცხოვრებაზე, რომლებიც განუწყვეტლივ იჭრებიან სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში

სად ხარ?“ მსახიობ ნინო კასრაძისა და რეჟისორ ნუცა ალექსიმესხიშვილის მესამე და ალბათ, ყველაზე გამორჩეული, სიღრმისეული თანამშრომლობის ეტაპია. ვისაც ახსოვს ნუცას ფილმებიბედნიერებადაკრედიტის ლიმიტი“, მათთვის  ფილმისად ხარ?“, ბევრი რამით უფრო სავსე და ფსიქოლოგიური სიღრმით დატვირთული იქნება.

რეჟისორთან და სატელევიზიო პროდიუსერთან, რეზო შატაკიშვილთან ინტერვიუში ნუცა ალექსიმესხიშვილი კარგად ხნის მსახიობთან თანამშრომლობის მნიშვნელობას:

ნინო კასრაძე არის ნამდვილი კინომსახიობი, ისევე როგორც  გამორჩეული თეატრალური მსახიობი. ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის გადამწყვეტია, სივრცის როგორი შეგრძნება აქვს მსახიობს კამერის წინ. კინო მარტო შეგრძნების თამაში არაა, კინოში ხშირად გადამწყვეტი ხდება ნახევარი ნაბიჯით მარჯვნივ თუ მარცხნივ მოძრაობა. ამ ნახევარ ნაბიჯში იკითხება კინომსახიობის ოსტატობა თუ ხელოვნება. 

არ ვიცი, სად და როდის შეიძინა ეს ყველაფერი ნინომ, მაგრამ  კინომსახიობის თანდაყოლილი უნარები აქვს. გარდა ამისა, მაოცებს მისი წარმოუდგენელი ამტანობა, ყურადღების  საოცარი კონცენტრაცია კამერასთან და სისადავე ურთიერთობაში. მას შეუძლია 12 საათის განმავლობაში ქუსლებიანი ფეხსაცმლით იყოს, მუდმივად გადაღების  მოლოდინში იცხოვროს და არასოდეს დაიღალოს!“.

ფილმში ნინო კასრაძე (ეკა) 50 წელს გადაცილებულ, მარტოხელა დედას თამაშობს, რომელსაც ტრადიციული და ნომენკლატურული აღზრდა ბევრ რამეს ავალდებულებს: თითქმის მაზოხისტური ვნებით შთაგონებულ დედობას, რომელიც უკვე ზრდასრულ და დამოუკიდებელ შვილს (სანდრო სამხარაძე) ბარებშიც დასდევს; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (ის მაკლერია, განუწყვეტლივ დარბის და მობილურსაა მიშტერებული); დასთან (ბაია დვალიშვილი) საკმაოდ მყიფე ურთიერთობების როგორღაც შენარჩუნებას; უცხოეთიდან მოულოდნელად დაბრუნებული ყოფილი ქმრის (ოტო სოლომონ გორთამაშვილი) ეგზოტიკურ საცოლესთან სავალდებულო ემპათიას;  გარდაცვლილი მამის, ოდესღაც სახელოვანი მოფარიკავის ხსოვნისადმი პატივის მიგებას (განსაკუთრებული ირონიით გამოირჩევა ეპიზოდი, როდესაც ქალაქის ხელმძღვანელობა მამის სახელობის პატარა ქუჩას სადღაც საზეიმოდ გახსნის); ბინის გამქირავებლების ნაირგვარ აკვიატებებთან და სიგიჟეებთან გამკლავებას

მოკლედ, ეკას დრო არ რჩება პირადი ცხოვრებისთვის, თუმცა გაფლანგული დრო თუ ეგზიტენციური სიცარიელე ფილმში მრავალჯერ გამეორებულ შეკითხვას მასაც უსვამსსად ხარ? და მართლაც, სადაა ბოლოს და ბოლოს ეკა? რა სურს მას და რა შეუძლია რომ შეცვალოს? ფილმის ბოლომდე ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ – არაფერი, ვიდრე დაღლილი და ყველაფრით მობეზრებული, ფინალში ყოფილი ქმრის თანდასწრებით შვილს არგაგზავნილი, შენახული  წერილების დასტას არ წაუკითხავსდა  იქვე საქორწინო ბეჭედს არ მოიხსნის. ფილმიც სწორედ იქ მთავრდება, სადაც ეკა ძველი ცხოვრების შლეიფს თავს დააღწევს და ახალ ცხოვრებას იწყებს. 

რაც შეეხება ფილმის კულტუროლოგიურკინემატოგრაფიულ შლეიფს, ის გაცილებით გრძელი და მრავალფეროვანია. პირველ რიგში, ესაა ფრანგული კინო, რომლის გაელვება და შეხსენება თქვენს გამოცდილებსა და ფანტაზიაზეცაა დამოკიდებული. მაგალითად, როდესაც ეკა ჯაზურის კომპოზიციების თანხლებით თბილისის ქუჩებში დახეტიალობს, ბევრს გაახსენდება ღამის კადრები ლუი მალის ფილმიდანეშაფოტის ლიფტი“. ისევე როგორც, ფილმის კომპოზიტორი, რეზო კიკნაძე იმპროვიზებულად, ახლებურად და ოდნავ ირონიულად ციტირებს მაილს დევისის მუსიკას ამავე კინოფილმიდან. 

სადღაც ფილმის შუაში ფხიზლად იგრძნობთ ლუის ბუნუელის ირონიასა და სიურრეალიზმსაც. განსაკუთრებით იმ ეპიზოდში, როდესდაც ქალაქის ხელმძღვანელობისადმი გამართულ ვახშამზე, ეკას ყოფილი ქმარი, ლევანი (ამ ეპიზოდში განსაკუთრებით კარგია ოტო სოლომონ გორთამაშვილი) გიტარით ხელში შემოიჭრება და მთელ ამ ფსევდონომენკლატურულ გარემოს ბოლომდე გააშარჟებს. საერთოდაც, ფრანგული კინოს გავლენა ბუნებრივი და გასაგებია, რადგან ნუცა ალექსიმესხიშვილი თავის დროზე პარიზის კინოსკოლა La Femis-ში სწავლობდა. 

ფილმში არის, ასე ვთქვათ, კინემატოგრაფიულდედაშვილური გადაძახილიც. ერთერთ ეპიზოდში ნუცა პირდაპირ ციტირებს ლანა ღოღობერიძის ფილმსრამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. ქალბატონ ლანას ფილმში მარტოხელა ქალის ეპიზოდში ბერტა ხაფავა მონაწილეობს, ხოლო ფილმშისად ხარ?“ ამ პაწაწინა როლში შესანიშნავია მსახიობი თამრიკო მამულაშვილი. 

გარდა კინემატოგრაფიული კავშირებისა, საინტერესოა ფილმის სიუჟეტური ხაზების პარალელებიც ლიტერატურასა თუ დრამატურგიაში. ერთერთ ეპიზოდში ეკა მიდის თეატრში, ნაცნობთან (მალხაზ ქვრივიშვილი), სადაც რეპეტიციაზე ჰენრიკ იბსენის პიესასნორასთამაშობენ, ხოლო ნორას მონოლოგს ანანო მახარაძე კითხულობს. ამავე დროს, ფილმის სიუჟეტური კონსტრუქცია წააგავს ჰაინრიხ ბიოლის რომანსჯგუფური პორტრეტი ქალთან ერთად“. რომანში ყველაფერი ლენი პფაიფერის ირგვლივ ლაგდება, ისევე როგორც ნუცას მთელი ფილმი სწორედ ჯგუფური სოციალურკულტუროლოგიური პორტრეტია ეკასთან ერთად, რომელიც ცდილობს ამჯგუფურდა სავალდებულო სოციალურ წარსულს გაექცესდა სწორედ მაშინ იღებს ნანატრ და ინდივიდუალურ თავისუფლებას, როცაჯგუფურ პორტრეტსთავს დააღწევს.

იბსენის პიესის ფინალში ნორა ნანატრ თავისუფლებას მაინც მიიღებს და სახლიდან მიდის. საინტერესოა, ეყოფა თუ არა ძალა ეკას თუნდაცთავისუფლების ფანტომის  მისაღებადდა აქაც, ბოლოშიც, მოულოდნელად გამარჯობა, ბატონო ლუის ბუნუელ!