კინემატოგრაფი თითქმის პოლიტიკური სახით

დავით ბუხრიკიძე

საქართველოს კინოინსტიტუტის წარმომადგენლებმა ბერლინის 75-ე კინოფესტივალზე ცენზურის, აკრძალვისა და დიქტატურის შესახებ ისაუბრესკინოთეატრარსენალის“ დიდ დარბაზში შეკრებილმა კინემატოგრაფისტებმა 17 იანვარს პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც ცნობილი გამოცემები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. 

ბერლინის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 13-იდან 23 თებერვლამდე მიმდინარეობს, 2025 წლის პირველი და გამორჩეული კინემატოგრაფიული მოვლენაა მსოფლიოში. ცხადია, „ბერლინალე პალასტისწითელ ხალიჩაზეც ყოველდღე ვარსკვლავთცვენაატილდა სვინტონით დაწყებული (რომელსაც მთელი შემოქმედებისათვის სპეციალურიოქროს დათვიწინასწარ გადაეცა), ჯესიკა ჩესტეინით, მარიონ კოტიარით, ჰანა შიგულათი, ეთან ჰოუკით დამთავრებული 

თუმცა ქართული კინოსათვის მნიშვნელოვანი ამბავი ბერლინალეზე მაინც საერთაშორისო გამოცემა SCREEN-ში გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება, საქართველოს კინოინსტიტუტის შესახებ (ჟურნალისტი ჯეფრი მაკნაბი). ასევე, მნიშვნელოვანია დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის შესახებ გამოქვეყნებული დეტალური ინფორმაცია და მისი ფოტოები. 

ქართული კინოინსტიტუტის წარმომადგენლებმა (დავით ვაშაძემ, ნუცა ალექსიმესხიშვილმა, ნანა ექვთიმიშვილმა,  თამარ ტატიშვილმა, თეკლა მაჭავარიანმა, დავით დავითიანმა)  ბერლინალეზე, ეროვნული კინოცენტრის სტენდთან ერთგვარი აქციაც გამართეს. აქვე წარადგინეს ჟურნალ  Screen Intrnational-ის მეორე ნომერი, რომლის პირველ და მეორე გვერდებზე აღწერილია ანდრო ჭიჭინაძის პროექტები, რომლებიც ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ისიც აღნიშნეს, რომ ანდრო ჭიჭინაძე სინამდვილეში თბილისში გამართულ პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო  ისჯება.

როცა სიმართლე შენს მხარეზეა, მაშინ გეძლევა ძალა“, – განაცხადა ერთერთ სასამართლო პროცესზე თავად ანდრო ჭიჭინაძემ და ეს სიტყვები როგორც ქართულ სტენდთან გამართული აქციის, ისეარსენალშიჩატარებული პრესკონფერენციის მთავარ ლაიტმოტივად იქცა.

ქართული კინოინსტიტუტის ხელმძღვანელობამ, რეჟისორებმა და პროდიუსერებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს ევროპული კინოინტიტუტისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც მომავალი თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტებისა და დამოუკიდებელი კინოს წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ერთერთი და უმთავრესი ცხადია, დაფინანსების მოძიება იყოდა რადგან დაფინანსებაზე ჩამოვარდა სიტყვა, აღვნიშნავთ, რომ 2025 წელს ქართული კინოინსტიტუტის ევროპულ კინომარკეტზე დასწრება, სტენდ „მარტინ გრუპიუს ბაუსცნობილ სივრცეში და პრესკონფერენციაარსენალში“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისადაკოკაკოლა ბოთლერს ჯორჯიასმხარდაჭერით მოხერხდა.

ქართული კინოს ინსტიტუტი (GFI) მეორედ ესწრება ევროპული კინოს მარკეტზე გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებს (EFM) და ბერლინალეს საორგანიზაციო კომიტეტისთვის გაგზავნილი წერილის ერთერთი ხელმომწერია, რომელშიც ხაზგასმულია, რომსაქართველოს ხელისუფლებამ კინოინდუსტრიის არაერთ პროფესიონალს სცემა, აწამა და უკანონოდ დააკავა“. დაზარალებულთა შორის არიან მსახიობები: გიორგი ნაკაშიძე (რომელმაც მთავარი როლი შეასრულაოსკარზენომინირებულ ფილმშიმანდარინები“ და ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც მონაწილეობს ფილმებში:ცივი ღრუბლები“, „სასტუმრო თეირანი“ დაგანსვენებული სამურაი“.

საქართველოს კინოინსტიტუტის წარმომადგენლებმაარსენალში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იმის შესახებაც ისაუბრეს, რომ შემოქმედებითი თავისუფლება კინოში თითქმის აღკვეთილია და საპროტესტო აქციებსა და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს  ფუნდამენტური უფლებები ჩამორთმეული აქვთ; რომ ქართული კინო ამჟამად უპრეცედენტო მასშტაბის პოლიტიკურ რეპრესიებს განიცდის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას და პრესკონფერენციას უძღვებოდა ბარბარა ვურმი – პროგრამაფორუმისსამხატვრო ხელმძღვანელი 2023 წლიდან. გასულ 2024 წელს სწორედ მისი აქტიური მხარდაჭერით მოხვდა ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმიდედაშვილი, ანუ ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“, ბერლინალესფორუმისპროგრამაში. 

კინორეჟისორებს აღელვებთ, რომ დაფინანსების ან ადმინისტრაციული მხარდაჭერის გარეშე მათ აღარაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და ევროპულ თუ სხვა საერთაშორისო ფონდებთან, ძირითადად, ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად იბრძვიან: „საქართველოს კინოცენტრს არ გამოუცხადებია გრანტების ან ერთობლივი პროდუქციის დაფინანსების მოთხოვნა, ეს კი ნიშნავს, რომ ახალი პროექტები არ ფინანსდება“, – ეს რეჟისორებისა და პროდიუსერების საერთო მოსაზრებაა.

ერთადერთი ქართული ფილმი, რომელიც წელს ბერლინალეზე ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა („ფორუმი“), არის თიკო კობიაშვილის დოკუმენტური ფილმიშინაგანი გაზაფხულის ყვავილობა“, რომელიც გადაღებულია თბილისში, გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს. 40-წუთიან ფილმს, რომელიც ხელისუფლების მიერუცხოური გავლენის აგენტებისკანონის მიღების ფონზე გამართულ აქციებს ასახავს, ორჯერ უჩვებენ კინოთეატრარსენალში“.