ამერიკული საიფორმაციო პოტრტალი operawire აქვეყნებს სტატიას, რომელშიც აღნიშნულია: „სასამართლოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებით „მეტროპოლიტენ ოპერას“ დაევალა ცნობილ საოპერო მომღერალს, ანა ნეტრებკოს 200 ათასი დოლარი გადაუხადოს გასულ წელს გაუქმებული სპექტაკლების გამო, როდესაც მეტროპოლიტენის გენერალურმა დირექტორმა პიტერ გელბმა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის ომის მხარდამჭერ არსტისტებს კონტრაქტები გაუუქმა“.
სასამართლოს არბიტრმა თებერვლის ბოლოს გამოტანილ გადაწყვეტილებაში (რომელიც ოფიციალურად აქამდე არ იყო გამოქვეყნებული) დაადგინა, რომ „მეტროპოლიტენი“ ვალდებულია კომპენსაცია გადაუხადოს ანა ნეტრებკოს გაუქმებული 13 სპექტაკლის გამო. რომელთა შორისაა – ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსი“ და „ბედისწერის ძალა“ 2022 წელს და უმბერტო ჯორდანოს „ანდრე შენიე“ მომდევნო სეზონში.
არბიტრის თქმით, სახელშეკრულებო შეთანხმება, რომელიც ემყარება პრინციპს „გადაიხადე ან ითამაშე“ (pay or play) მოითხოვს, რომ დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს შემსრულებელს მაშინაც, თუ მოგვიანებით გადაწყვეტს მასთან რაიმე მიზეზით კონტრაქტის გაწყვეტას.
მეტროპოლიტენოს დირექცია ამტკიცებდა, რომ ნეტრებკოს არ ჰქონდა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, რადგან მან არ დაგმო რუსეთის ხელისუფლების მოქმედება უკრაინაში შეჭრის გამო და გარდა ამისა, მას არ გაუკეთებია საპროტესტო განცხადება პუტინის წინააღმდეგ. რის გამოც, ნეტრებკომ დაარღვია „მეტროპიტენის“ ქცევის კოდექსის პუნქტი.
გარდა ამისა, გელბის განცხადებით, ნეტრებკო ღიად უჭერდა მხარს ვლადიმერ პუტინს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული 2022 წლის თებერვლამდე და მხოლოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაემიჯნა მის განცხადებებს. სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ მალე მომღერალს რუსეთშიც გაუუქმეს კონტრაქტები და „მოღალატედ“ გამოაცხდეს.
არბიტრმა ჰოვარდ ედელმანმა აღნიშნა: „ეჭვგარეშეა, რომ ის პუტინის მხარდამჭერი იყო, რისი უფლებაც ჰქონდა. რასაკვირველია, პუტინთან მისი კავშირი არ იყო მორალური და ღირსეული, თუმცა ეს გადაცდომა არ უნდა ასახულიყო მის კონტრაქტზე“.
აღსანიშნავია, რომ ანა ნეტრებკომ თავდაპირველად მოითხოვა დამატებითი 400,000 დოლარი (ჰონორარის სახით) მომავალ სეზონებში მონაწილეობისთვის. მაგრამ „მეტროპოლიტენთან“ ოფიციალურ შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამ ჰონორარში შედიოდა მთავარი პარტიების შესრულება პუჩინის „მანონ ლესკოსა“ და „ტოსკაში“, ასევე ვერდის „მაკბეტსა” და ჩაიკოვსკის „პიკის ქალში“. ამავე დროს, მას 30 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა არასათანადო და არაკორექტული კომენტარის გამოქვეყნებისთვის „მეტროპოლიტენ ოპერის“ მისამართით,
Met-მა არ გააკეთა კომენტარი ამ გადაწყვეტილების სპეციფიკაზე, მაგრამ დაიცვა გადაწყვეტილება ნეტრებკოს სპექტაკლების გაუქმების შესახებ.
ბატონმა პიტერ გელბმა აღნიშნა: „ჩვენ არ მივიჩნიეთ მორალურად, რომ გადავუხადოთ ნეტრებკოს პუტინთან მისი მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით. გასაგებია, რომ „მეტისთვის“ ეს დიდი არტისტული დანაკარგია, მაგრამ Met და მისი აუდიტორიის უმრავლესობა გაუძლებს მის არყოფნას“.
ანა ნეტრებკოს წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ არ უპასუხეს „ნიუ–იორკ თაიმსის“ თხოვნას კომენტარზე, თუმცა სემ უილერმა – მუსიკოსთა გილდიის აღმასრულებელმა დირექტორმა, შეაქო ნეტრებკოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ „ეს პრეცედენტი ხელს შეუწყობს ხელოვანთა უფლებების დაცვას“.
…“ გადაიხადე ან ითამაშე“- არის ჩვენი კოლექტიური მოლაპარაკების და ხელშეკრულებების საფუძველი მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ამ დებულებას“. ამავე დროს, „მეტროპოლიტენ ოპერა“ განაგრძობს მოლაპარაკებას სხვა რუს შემსრულებლებთან, რომლებიც აგრძელებენ პუტინის მხარდამჭერ ვალერი გერგიევთან ერთად გამოსვლას. ასეთია მაგალითად, „მეტროპოლიტენში“ დადგმული „ლოენგრინის“ სოლისტი, ცნობილი ბარიტონი, ევგენი ნიკიტინი, რომელიც ცნობილია თავისი ანტისემისტური ტატუებითითა და პოზიციით. გარდა ამისა, ის ხშირად მონაწილეობდა გამარჯვების დღის, 9 მაისის აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე მოსკოვში, ხოლო პუტინი მას ყოველთვის იყენებდა პროპაგანდისტად და საკუთარი ხელისუფლების გასაძლიერებლად.
ამდენად, ანა ნეტრებკოსა და დიდი ალბათობით, ევგენი ნიკიტინსაც უკვე 2023 წელს მაყურებელი „მეტროპოლიტენის“ სცენაზე იხილავს. მანამდე კი სასამართლო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, სახელგანთქმულ საოპერო თეატრს ნეტრებკოსთვის 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს… და ეს მაშინ, როცა თავად ამერიკის სასამართლომ და ცხადია, მაყურებელმაც კარგად იცის, რომ ანა ნეტრებკოს პუტინისა და ომის „დაგმობა“ მხოლოდ შელახული საერთაშორისო იმიჯისა და მსუყე კომპენსაციის მისაღებად სჭირდება.
ნეტრებკოს ევროპულ თეატრებშიც ამბიციური ზრახვები აქვს. ის ახლაც ხშირად მღერის ვენასა და ბერლინში და აპირებს მილანის „ლა სკალას“ 2023-24 წლების საოპერო სეზონი გახსნას დეკემბერში. ასევე მონაწილეობა მიიღოს „არენა დი ვერონას“ საზაფხულო სცენაზე გამართულ „აიდას“ წარმოდგენებში. 2023 წელს სახელოვანი საფესტივალო სცენა დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.