ომისა და სიყვარულის შემდეგ

დავით ბუხრიკიძე

ბერლინისდოიჩე თეატრშინინო ხარატიშვილის პიესის – „პენთესილეა: რეკვიემი“ – მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

ქართველი მწერლისა და დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის შემოქმედების მნიშვნელობასა და გავლენას თანამედროვე გერმანულ თეატრზე მალე კიდევ ერთი წარმოდგენა დაადასტურებს: 23, 24, 27 და 28 თებერვალს ბერლინისდოიჩე თეატრშიგაიმართება მისი ახალი პიესის, „პენთესილეა: რეკვიემის“ (Penthesilea:Ein Requiem) საპრემიერო წარმოდგენები. რეჟისორი თავად ნინო ხარატიშვილია, ხოლო ტექსტი ქართულად მაია ფანჯიკიძემ თარგმნა.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი ორენოვანი იქნება. მასში გერმანელი და  ქართველი მსახიობები მონაწილეობენ. ეს არის ბერძნული მითოლოგიის  თემაზე შექმნილი კიდევ ერთი პიესა, რომელსაც 2023 წლის გაზაფხულზე, სახელოვანბერლინერ ანსამბლშიდადგმული სპექტაკლის – ფედრა ცეცხლის ალში“ – შემდეგ, მაყურებელი კიდევ ერთ ცნობილ გერმანულ თეატრში იხილავს.

ტროას კედლებთან დაბანაკებულ ბერძენთა რაზმებს მოულოდნელად ამაზონელი მეომარი ქალები დახვდებიან. მათი დედოფალი პენთესილეა ბერძენთა გმირს, აქილევსს ეძებს, რომელთანაც შებრძოლება სურს და  რომლის მიმართაც ფარული სიყვარული ამოძრავებს. დაუსრულებელი ომისა და მკვლელობებისგან ორივე გამოფიტულია, მაგრამ ომი გარკვეულ როლებსა და ვალდებულებებს გულისხმობს. აუცილებელია გმირების როლების შენარჩუნება, რადგან გრძნობა ომში სისუსტეს ნიშნავს. სწორედ ასე გაგრძელდება სიყვარულისა და სიკვდილის დაუნდობელი თამაში, ვიდრე ყველაფერი ირგვლივ არ განადგურდება და ბრძოლის ველი დახოცილებით არ აივსება.

მთავარ როლებს ეკა ნიჟარაძე (პენთესილეა), ალმუტ ცილხერი (მთხრობელი), ანანო მახარაძე (ალკიბია), მანუელ ჰარდერი (აქილევსი), იენს კოხი (თერზიტესი) შეასრულებენ. მხატვრობა და სცენოგრაფია იულია ნოვიკოვას ეკუთვნის, რომელთანაც ნინო ხარატიშვილი რამდენიმე წელია თანამშრომლობს. თბილისში, სამეფო უბნის თეატრში გასულ წელს დადგმულ სპექტაკლშიფედრა ცეცხლის ალში“, სცენოგრაფი სწორედ იულია ნოვიკოვა იყო. „პენთესილეასთვისკოსტიუმები გუნა მაიერმა შექმნა; ვიდეოარტიზაზა რუსაძე (ბერლინში მცხოვრები ქართველი კინორეჟისორი), ქორეოგრაფიავარა პონსე. სპექტაკლში გამოყენებულია ცოცხალი მუსიკა (ნესტან ბაგრატიონდავითაშვილი).

  • 1d99846f-01f7-4921-b4c2-f78d16e6a060

  • 3e1e8cb6-e23d-4604-aaf6-b31238d05cab

  • 7f6f2d32-c096-40fb-8d2c-df13f1c9153a

  • 2204f22e-390f-4aef-bcdf-80489eb0befe

  • 78e47e23-40c8-4b2f-8085-bd996d604e11








  • 01
    /




კრიტიკოსები გარკვეულ პარალელს ხედავენ ხარატიშვილის ახალ პიესასა და გერმანელი მწერლისა და კლასიკოსი დრამატურგის, ჰენრიხ ფონ კლაისტისპენთესილეას“ (1807) შორის, რომელიც გერმანული რომანტიკული დრამის გამორჩეული ნიმუშია. გარდა ამისა, დაუსრულებელი ომისა და გამანადგურებელი სიყვარულის ვნება ევროპისთვის მტკივნეულ უკრაინის ომსაც ერითმება. ამდენად, 2024 წლის თებერვლის ბოლოს დაგეგმილი პრემიერა პროფესიონალთა და თეატრის  მოყვარულთა დიდ ინტერესს იწვევს. 

მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი თანამედროვე გერმანიის ერთერთი ყველაზე ცნობილი დრამატურგია. მისი ინტროსპექცული რომანები და პიესები („მერვე სიცოცხლე, ბრილკას“, „კატა და გენერალი”, „უკმარი სინათლე“, „ლივ შტაინი“, „მსახურთა შემოდგომა“, „ფედრა ცეცხლის ალში“) ევროპის უკიდურეს ზღვარზე მყოფი ქვეყნისსაქართველოს ისტორიასა და რუსეთთან მის ლამის მუდმივ საომარ მდგომარეობას ხშირად მტკივნეული ქვეტექსტებით ასახავს. გარდა ამისა, მისთვის მნიშვნელოვანია ანტიკური მითის ახლებური გააზრება, ინტერპრეტაცია და ამ მითების შეჯახება თანამედროვე ევროპულ რეალობასთან. 

ნინო ხარატიშვილი: „პანდემიის შემდეგ მივხვდი, როგორ მომენატრა თეატრი, ხალხთან ურთიერთობა, მკითხველთან შეხვედრაამის გამო ძალიან გამიჭირდა. ყველაზე მეტად ეს თბილისში, „ფედრასდადგმის დროს ვიგრძენი. ისეთი ხალისითა და შემართებით მივდიოდი ყოველდღე რეპეტიციაზე, თითქოს პირველად ვდგამდი სპექტაკლს. რაც გერმანიაში დავბრუნდი, გაცილებით გამოცოცხლებული დამხვდა ყველაფერი. თან მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ საცხოვრებლად ბერლინში გადმოვედი ჰამბურგში გატარებული მრავალი წლის შემდეგ. ამჟამად ვთანამშრომლობ ისეთ ისტორიული მნიშვნელობის თეატრებთან, როგორებიცააბერლინერ ანსამბლიდადოიჩე თეატრი“.