რა არის ბიფლაზიმი? — ბიფლაზიმი სხეულში მიმდინარე ანთებითი პროცესების, ამით გამოწვეული ტკივილისა და შეშუპების უებარი წამალია. იგი III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია, რომელიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.ბიფლაზიმის ერთ კოლოფში წამლის 2 ფირფიტაა, თითოეულში კი 10 აბია.
როგორ მიიღება? — ბიფლაზიმი ორალური გზით მიიღება. გარსის მქონე ეს აბები ორგანიზმში პირის ღრუდან უნდა მოხვდეს, ჭიქა წყლის დახმარებით. მისი დაღეჭვა საჭირო არაა, არამედ პირდაპირ იყლაპება. როგორც წესი, ექიმები პაციენტებს დღეში სამჯერ 1-2 აბს უნიშნავენ, მაგრამ საჭიროების მიხედვით შესაძლებელია, სპეციალისტმა დოზები შეცვალოს. თვითნებური მკურნალობა რეკომენდებული არაა.
რისგან შედგება? — ბიფლაზიმში ორი მთავარი აქტიური კომპონენტი გვხვდება: ქიმოტრიფსინი და ტრიფსინი. დამხმარე ნივთიერებებია: აეროსილი, დექსტრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, აცეტონი, ცელაცეფატი, დიეთილფტალატი და სეპისპერსი ცისფერი K1009.
როდის გამოიყენება? — ეს პრეპარატი ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ ანთებას, მის თანმდევ ტკივილსა და შეშუპებას ებრძვის, ამიტომ სხვადასხვა სამედიცინო პრობლემისას გამოიყენება. მათ შორის:
- ტრავმის მიღების, ოპერაციის შემდგომი შეშუპების ან ჰემატომების, დაჭიმულობისა და მოტეხილობისას;
- ფარინგიტის, ლარინგიტის, სინუსიტის, ოტიტისა და ევსტაქიიტის დროს;
- თვალის დაზიანების ან თვალის მიმდებარედ გამოვლენილი სისხლჩაქცევისას;
- ბრონქებსა და ფილტვებში მიმდინარე ანთებისას;
- კბილის ამოღების, პერიონდიტის, ღრძილის ანთების ან ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციისას;
- მასტიტის, პერინეალური შეშუპებისა და მცირე მენჯის ღრუში მდებარე ორგანოების ანთებისას.
როგორ მოქმედებს? — ბიფლაზიმი ანთებით პროცესებსა და შეშუპებას ქიმოტრიფსინისა და ტრიფსინის მეშვეობით ეწინააღმდეგება, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტებია. ისინი რამდენიმე სახის პრობლემას ებრძვის:
- ორგანიზმის შემადგენელ ქსოვილებსა და ღრუ ადგილებში ანთებითი პროცესებისთვის დამახასიათებელი სითხის, ექსუდატის, დაგროვებისას ეს კომპონენტები ერთობლივად მოქმედებს. ამის წყალობით, პრობლემურ კერაში ცირკულაცია უმჯობესდება და ექსუდატი განიდევნება;
- ქიმოტრიფსინისა და ტრიფსინის სინერგიული მოქმედებით ანთებით პროცესებთან ასოცირებული პეპტიდური კავშირები იშლება;
- ბიფლაზიმი ცილებსა და პეპტიდებს ხლეჩს, რასაც პროტეოლოზი ეწოდება;
- აქტიური კომპონენტები სხეულიდან ანთების გამო დაზიანებულ ან მკვდარ უჯრედებსაც აშორებს, რითაც შეხორცების პროცესი უმჯობესდება.
სად შეიწოვება? — ბიფლაზიმის ტაბლეტები გასტრორეზისტენტულია. ისინი სხეულში მოხვედრის შემდეგ ნაწლავში იხსნება და მხოლოდ იქ შეიწოვება. შედეგად, მასში არსებული აქტიური კომპონენტები ანთების კერას აცხრობს.
როგორი უკუჩვენებები აქვს? — ბიფლაზიმს სერიოზული უკუჩვენებები არ ახასიათებს. შესაძლებელია, ზოგიერთ პაციენტს ამ პრეპარატში შემავალი ქიმოტრიფსინისა და ტრიფსინის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა გამოუვლინდეს. ასევე, იშვიათად: ალერგიული რეაქცია, მუცლის ტკივილი, დიარეა და შებერილობა.
თუკი ადამიანს მკურნალობის დროს ინფექციაც აქვს, ბიფლაზიმთან ერთად ანტიბიოტიკის მიღებაა რეკომენდებული. ეს მედიკამენტი ანთების კერაში ანტიბიოტიკების გახსნას აუმჯობესებს, ყველაზე კარგი შედეგები კი ყელ-ყურ ცხვირის მიმდებარედ, ფილტვებში, ბ