ნაწილი 1 - რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის ისტორიის და რუსული დეზინფორმაციის შესახებ

პუბლიკა

ვიწყებთ პოდკასტების სერიასისტორიის მცველებისგან“ / from “History Keepers”: რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის ისტორიის შესახებ (ქართული სუბტიტრებით). 

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) პროექტისსოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვისფარგლებში ხორციელდება აქტივობები სერიით „History Keepers / ისტორიის მცველები / вартовий історії“. ერთერთი აქტივობა მოიცავს უკრაინის ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას და დეზინფორმაციის შემცირებას

დეზინფორმაცია (რომელიც შესაძლოა მეტწილად სიმართლითაც იყოს შეფუთული) უფრო მეტად მოქმედებს იმ თემებზე, რომლებზეც ცოტა რამ, ან არაფერი ვიცით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია ახალი ვირუსზე, კრიპტოვალუტაზე, ისტორიულ მოვლენაზე. დეზინფორმაცია მოქმედებს ემოციებსა და ჯანმრთელობაზეც. იმისთვის, რომ ადამიანის ტვინმა დეზინფორმაცია სწორად გადაამუშავოს და შეამციროს მისი მავნე ზემოქმედება, პირველ რიგში, აუცილებელია იცოდეს მეტი იმ თემების შესახებ, რომლებსაც მანიპულაციისთვის ამზადებენ. მეტი ინფორმირებულობაამცირებს დეზინფორმაციის ეფექტს. იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ რუსეთის მხრიდან წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს გაყალბებული ისტორიის ტირაჟირებას, აუცილებელია, გავიგოთ მეტი ფაქტი უკრაინის ისტორიის შესახებ… 

ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცისრებული პროფესორი ოლენა შევჩენკო პოდკასტების სერიაშიისტორიის მცველებისგანმოგიყვებათ მნიშვნელოვან ფაქტებს უკრაინის ისტორიის შესახებ. ასევე, მიჰყევით ბმულს და გაიგეთ მეტი უკრაინის ისტორიის შესახებ.

პროექტისოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვისდა აქტივობები სერიით „History Keepers / ისტორიის მცველები / вартовий історії“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.

პოდკასტების სერია შედგება ოთხი ეპიზოდისგან. გამოგვყევით და გაიგეთ მეტი უკრაინის ისტორიის და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ.

შესავალი/INTRO  

 
ოლენა შევჩენკო, კიევის ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: ჩვენ ვცხოვრობთ რთულ, მაგრამ ამავე დროს საინტერესო დროში. ჩვენ ვართ მოწმენი საერთაშორისო ურთიერთობების სერიოზული ცვლილებებისა როგორც ქვეყნებს შორის, ასევე თითოეული ადამიანის ცნობიერების დონეზე. ასეთ პირობებში  ჟურნალისტის როლი განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია, რადგან ჟურნალისტს აქვს დიდი  სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. იმაზე, თუ როგორ წარადგენს ჟურნალისტი ინფორმაციას, დამოკიდებულია ყოველი ადამიანის ცნობიერება და ქცევა. ჟურნალისტი უშვებს იმ ინფორმაციულ ჯაჭვს, რომელსაც ეწოდება ინფორმირება, ურთიერთობა/კომუნიკაცია და მოქმედება/ქცევა.

2022 წლის 24 თებერვალი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დასაწყისი უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან დაიწყო ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და მოახდინა აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილის ანექსირება. ამ დროის განმავლობაში, უკვე 8 წელია, უკრაინამ გააცნობიერა რუსეთის საინფორმაციო მანქანის და რუსული პროპაგანდის მთელი ძალა, მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ ვისწავლეთ პროპაგანდის იდენტიფიცირება და მის წინააღმდეგ ბრძოლა.

უკრაინისთვის, ისე, როგორც საქართველოსთვის, რუსეთი აგრესორია და მისი ქმედებები აისახება ამ ქვეყნების მოსახლეობაზე, ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე, მომსახურების ფორმაზე და ასევე მათ ენაზე. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაშიც და საქართველოშიც რუსული ენისადმი დამოკიდებულება მკვეთრად გაუარესდა. შემცირდა რუსულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების რაოდენობაც, მაგრამ ჩვენთვის, აკადემური საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ვინც სწავლობს რუსეთს, რუსეთის პოლიტიკას, რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკას, საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის, რომლებიც წერენ და სპეციალიზდებიან რუსეთის თემატიკაზე, ასევე იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც სწორედ საერთაშორისო ჟურნალისტიკა აირჩიეს, ვფიქრობ, ეს შეხვედრები საინტერესო და სასიკეთო იქნება, რადგან ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა ვიცოდეთ და ვგრძნობდეთ მოწინააღმდეგის ენას, მეორე მხრივ  კი, ყველა პირველწყარო, რომელსაც ვიყენებთ, რუსულ ენაზეა. ამდენად, ჩვენი შეხვედრები რუსულ ენაზე წარიმართება და ვიმედოვნებ, ის საინტერესოც იქნება და სასარგებლოც

რაზე ვისაუბრებთ ჩვენი პოდკასტების საშუალებით?

პირველ რიგში ჩვენ განვიხილავთ ზეწოლის რომელი ინსტრუმენტები გამოიყენება საერთაშორისო ურთიერთობებში და ამ ინსტრუმენტებიდან რომელს იყენებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ.

მოვისმენთროგორ ქმნის რუსეთი ჰიბრიდულ ისტორიას, როგორ ცვლის უკრაინის რეალურ ისტორიას და ითვისებს უკრაინელ პოლიტიკურ მოღვაწეებს.

ჩვენ თქვენთან ერთად დავაკვირდებით, როგორ ტრანსფორმირდა რუსეთის პროპაგანდა მრავალსერიან სერიალად, როგორ იქცა ინფორმაცია რუსეთუკრაინის ომში მესამე ძალად და რა საინფორმაციო პოლიტიკას აწარმოებს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

ჩვენი პოდკასტების სერია შედგება ოთხი ეპიზოდისგან. გამოგვყევით და გაიგეთ მეტი უკრაინის ისტორიის და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ

აკრძალულია მასალის კოპირება, რეპროდუცირება ან გავრცელება კომერციული მიზნებისთვის მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს მასალა მომზადდაისტორიის მცველებისსერიის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსოლიდარული ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვისფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ცენტრი და ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

პირველი ნაწილი: რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის ისტორიის და რუსული დეზინფორმაციის შესახებ

 

ოლენა შევჩენკო, კიევის ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: დღეს ჩვენ განვიხილავთ, ზეწოლის რა ინსტრუმენტები არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში და რომელ მათგანს იყენებს რუსეთი უკრაინაზე გავლენს მოსახდენად

ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში საკმაო რაოდენობით არსებობს ასეთი ინსტრუმენტები, მათ შორისაა პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საინფორმაციო და ჰუმანიტარული ინსტრუმენტები. მოდით, ვნახოთ, როგორ იყენებს თითოეულ ამ ინსტრუმენტს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ.

დავიწყოთ პოლიტიკური ზეწოლით. ჩვენ გვახსოვს, რომ პირველი მცდელობადაებრუნებინა უკრაინა თავისი გავლენის ქვეშ, რუსეთს ჰქონდა 1991 წლის 2 დეკემბრიდანუკრაინის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებიდანკვირაზე ნაკლებ დროშისაქმე ეხება ბელოვეჟის შეთანხმებას, რომლის შედეგადაც ხელი მოეწერა დოკუმენტს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (საბჭოთა კავშირის), როგორც  ქვეყნის, დაშლის შესახებ და დააფიქსირეს ახალი სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებისდამოუკიდებელ  სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნა. მაგრამ უნდა ვიყოთ ისტორულად კორექტული და ვთქვათ, რომ უკრაინა არასოდეს ყოფილა დსთ სრულფასოვანი წევრი, რადგან უმაღლესმა რადამ ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება არ მოახდინა. მთელი ეს დრო – 2018 წლამდე, სანამ უკრაინა არ გამოვიდა დსთ ყველა ორგანოდან, ის იყო მხოლოდ ასოცირებული წევრი.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ, 1991 წელს მსოფლიოს რუკაზე გამოსახა 15 ახალი რესპუბლიკა, მათ შორის, უკრაინაც. ყველა ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის ერთერთი პრიორიტეტია კეთილმეზობლური ურთიერთობები მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან, რასაც უნდა მოჰყვეს ამ პარტნიორობის დადასტურებათანამშრომლობის დოკუმენტური გაფორმებაშეთანხმება მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის შესახებ. ასეთი შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის დაიდო მხოლოდ 1997 წელს. ამის მიზეზი იყო ის, რომ რუსეთს არ უნდოდა, ან უფრო –  წელავდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის საკითხს იქამდე, სანამ არ მიაღწევდა მისთვის საჭირო და პრინციპული საკითხების დარეგულირებას, კონკრეტულად საქმე ეხებოდა რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვარს, ასევე შეთანხმებას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სტატუსისა და პირობების შესახებ.

შეთანხმება სახელმწიფო საზღვრის, უფრო კონკრეტულად, მისი სახმელეთო საზღვრის შესახებ (შენიშვნისთვის: რუსეთსა და უკრაინას შორის  საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო, 2 000 კილომეტრს უტოლდება), მიღწეულ იქნა 2003 წელს. საზღვაო საზღვარის დარეგულირება კიდევ დიდხანს ვერ მოხდა.

კიდევ რა პოლიტიკური ზეწოლის ინსტუმენტი გამოიყენა რუსეთმა? აქ უნდა გავიხსენოთ ორი უკრაინულიმაიდანი“ – 2004 და 2014 წლის რევოლუციები. ჩვენ გვახსოვს, რომ 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის საბაბი გახდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, როცა მეორე ტურში გავიდა ორი საპრეზიდენტო კანდიდატივიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც ცნობილი იყო თავისი პრორუსული განწყობებით, და ვიქტორ იუშენკოპროდასავლური, დემოკრატიული პოლიტიკოსი. არჩევნების შედეგების პირველადმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ გამარჯვება მოიპოვა ვიქტორ იანუკოვიჩმა. უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგობა და სურვილიარ დაბრუნებულიყო რუსული გავლენების ქვეშ, გახდა სტიმული იმისა, რომ უკრაინელი ხალხი  მაიდანზე გამოვიდა. ჩვენ გვახსოვს საინტერესო კაზუსი, რომელიც მაშინ მოხდა. კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა მეორე ტურის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ორჯერ დაურეკა იანუკოვიჩს და მიულოცა გამარჯვება

რა გახდა 2014 წლის რევოლუციის მიზეზი? მიზეზი იყო ის, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე. უკრაინელი ხალხი, რომელიც უკვე იზიარებდა დემოკრატიულ ღირებულებებს და მხარს უჭერდა უკრაინის ევროინტეგრაციის პოლიტიკას, არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და გამოვიდამაიდანზე“. 

ცალკე უნდა გამოიყოს რუსეთის მხრიდან გამოყენებული ორი, უკრაინისთვის საკმაოდ მგრძნობიარე, პოლიტიკური ინსტრუმენტი: 1) „გოლოდომორი“ – 1932-33 წლების მასობრივი შიმშილობა უკრაინაში, რომელიც გახდა პრეზიდენტ ვიქტორი იუშენკოს ჰუმანიტარული    პოლიტიკის ცენტრალური თემა. ჩვენ გვახსოვს, რომ 2006 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელმაც 1932-33 წლებისგოლოდომორი(უკრაინული სიტყვების ერთობლიობა ჰოლოდი – „შიმშილიდა მორ – „ჭირი“, ერთიანობაში – „შიმშილით მოკვდინება“) აღიარა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი. ამავე დროს, ამ პერიოდში გაიხსნა უშიშროების სამსახურის საარქივო დოკუმენტაცია და ცნობილი გახდა, რომ  სხვადასხვა შეფასებით, „ჰოლოდომორისდროს უკრაინაში შიმშილით გარდაიცვალა 4 –დან 8 მილიონამდე ადამიანი.

გოლოდომორი“, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი, მსოფლიოს 19-მა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის, აშშ და საქართველომ. „გოლოდომორისთემა განიხილეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე და ევროპარლამენტის სხდომაზე, მაგრამ რუსეთის პოზიცია მუდმივად უცვლელი რჩებოდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომგოლოდომორიმხოლოდ კომუნისტური რეჟიმის დანაშაული იყო და არა ეთნიკური გენოციდი. 2010 წელს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდა. მისი რიტორიკა და პოზიცია სრულად იმეორებდა რუსეთის  რიტორიკასგოლოდომორთანდაკავშირებით.

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე პოლიტიკური ზეწოლის შემდეგი ინსტრუმენტი იყო ყირიმის სტატუსის განსაზღვრა. უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდანვე რუსეთი ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავდა იმისთვის, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობაში ანტიუკრაინული განწყობები ჩამოეყალიბებინა. ერთერთი ასეთი მაგალითია ნარატივითითქოს ყირიმი 1954 წელს უკანონოდ გადაეცა უკრაინას. არსებობს უამრავი კვლევა, რომელმაც შეისწავლა ყირიმის უკრაინისთვის გადაცემის პროცედურები და შესაბამისი დოკუმენტები. ეს კვლევები ადასტურებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინისთვის გადაცემის პროცედურის ყველა იურიდიული ნორმა და დებულება დაცული იყო.

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან, უკრაინამ გაწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები

ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინაზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტების  მრავალფეროვან სპექტრს იყენებდა

ახლა ვნახოთ, ეკონომიკური ზეწოლის რა ინსტრუმენტებს იყენებდა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ. დღეს ყველას ესმის ბუნებრივი აირის ბრძოლის (“Газовая война”) თაობაზე, რომლითაც რუსეთი მსოფლიოს და ევროპას აშანტაჟებს, მაგრამ სანამ ამ საკითხს მიმოვიხილავთ, უნდა გავიხსენოთ ეკონომიკური პროექტი, რომლის მიზანიც იყო უკრაინის ჩათრევა რუსეთის ეკონომიკური გავლენის ზონაშიეს არის პროექტიერთიანი ეკონომიკური სივრცე“, რომელიც გულისხმობდა ერთიანი საბაჟო კავშირის და ერთიანი ვალუტის შემოღებას, მაგრამ ეს პროექტი ჩავარდა, რადგან 2008 წელს უკრაინამ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი მიიღო და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი (ВТО) გახდა. ამით ავტომატურად შეუძლებელი ხდებოდა მისი მონაწილეობა ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნაში

სანამბუნებრივი აირის ომზეგადავალთ, უნდა აღვნიშნოთ, რატომაა მნიშვნელოვანი ენერგომატარებლები უკრაინის ეკონომიკისთვის. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დროს უკრაინა იყო ერთერთი ყველაზე განვითარებული ინდუსტრული რესპუბლიკა. უკრაინის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა სამხედროსამრეწველო და ენერგეტიკული კომპლექსები, სამთომეტალურგია, მძიმე მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა და სხვ. ენერგომატარებლების ღირებულება გამოკვეთდა უკრაინაში წარმოებული საქონლის კონკურენტუნარიანობას როგორც საშინაო, ისე საგარეო ბაზარზე. ბუნებრივი აირის ღირებულება უკრაინისთვის 2005 წლის ბოლომდე იყო 1000 კუბურ მეტრზე 50 დოლარი, მაგრამ 2006 წლიდან (მკვლევრების ნაწილი ამბობს, რომ ეს იყო რუსეთის შურისძიება უკრაინაზე ევროპული არჩევანის გამო) ბუნებრივი აირის ღირებულება, ფაქტობრივად, 2-ჯერ გაიზარდა

შემდეგში ჩვენ გვახსოვს შეთანხმება, რომელიც იულია ტიმოშენკომ 2009 წელს გააფორმა. ამ შეთანხმების მიხედვით დადგინდა ახალი, უკრაინისთვის არამომგებიანი ფორმულა ბუნებრივ აირზე. სწორედ ამ შეთანხმების შედეგები გახდა შემდგომ იულია ტიმოშენკოს საქმეში სასამართლო  განხილვის საფუძველი

2010 წელს მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ცნობილია, როგორც ხარკოვის შეთანხმება. ამ დროს დიმიტრი მედვედევმა და ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, გააფორმეს ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში განლაგების ვადის გაზრდის სანაცვლოდ, უკრაინას  ბუნებრივ აირზე გადასახადი შეუმცირდა.

2014 წელი უკრაინისთვის მძიმეა არა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ იქნა ყირიმის ნახევარკუნძული და უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიის ნაწილი, არამედ იმის გამოც, რომ ოკუპირებულ ზონაში აღმოჩნდა  ბევრი დიდი სამრეწველო ობიექტი. მეორე მხრივ, უკრაინამ, კონკრეტულად Нафтогаз України – მოახერხა და მოიგო სტოკჰოლმის არბიტრაჟი რუსეთის Газпром-ის წინააღმდეგ. უკრაინამ შეძლო გაზის მიწოდების დივერსიფიცირება და 2015 წლიდან  ბუნებრივ აირს რუსეთიდან არ ყიდულობს

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბუნებრივი აირის შანტაჟი და ენერგომატარებლების გამოყენება უკრაინაზე ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტად რუსეთმა არა 2005 წლიდან, არამედ უფრო ადრიდან დაიწყო – 1993 წელს ხელმოწერილ იქნა მასანდროვსკის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსეთი თანხმდებოდა განკარგულებაში მიეღო შავი ზღვის საზღვაო ფლოტის უკრაინული ნაწილი ენერგომატარებლებზე უკრაინის ვალის საფასურად

ბუნებრივი აირის ომიარ არის ერთადერთი ეკონომიკური შეზღუდვა, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა. სხვადასხვა შეფასებით, 2013 წლიდან უკრაინელი მწარმოებლების მიმართ  რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა 130-ზე მეტი შეზღუდვა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ავტომანქანების სარკინიგზო ტრანსპორტირების შეზღუდვა იმ უკრაინელი ექსპორტიორებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ აზიის ბაზარზე. სხვადასხვა ანალიზით, მხოლოდ 2016 წელს, რუსეთის სავაჭრო აგრესიის გამო, უკრაინის პირდაპირმა ფინანსურმა დანაკარგებმა მილიარდი დოლარი შედგინა

თავის მხრივ, უკრაინაც აწესებდა რუსეთის წინააღმდეგ გარკვეულ შეზღუდვებს. მაგალითად, შემოღებული იქნა ემბარგო საკმაოდ ბევრი დასახელების რუსულ პროდუქტზე

რაც შეეხება უკრაინაზე რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტებსვხედავთ, რომ ისინი გამოიყენებოდა და განსაკუთრებით მგრძნობიარე იყო უკრაინის ეკონომიკისთვის. ეს აძლევს საბაბს მკვლევართა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერთა ნაწილს, გააკეთონ განცხადებები, რომ უკრაინამ არასწორი არჩევანი გააკეთა ევროინტეგრაციისკენ და რომ რუსეთის ბაზარი არის ყველაზე დიდი ბაზარი უკრაინული პროდუქციისთვის. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ დიახ, 2011 წლამდე რუსეთსა და უკრაინას შორის ტვირთბრუნვა დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა და რუსეთი იყო ყველაზე დიდი ბაზარი უკრაინული პროდუქციისთვის, მაგრამ რუსეთუკრაინას შორის ბუნებრივი აირის, ყველის თუ სხვა საკონდიტრო ნაწარმისომებმა“, რუსეთის მხრიდან უკრაინის ეკონომიკის შეზღუდვებმა, ტვირთბრუნვა ამ ორ ქვეყანას შორის შეამცირა და 2019 წლისთვის ის მხოლოდ 10 მილიარდი დოლარი იყო, რაც 5-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

ამ ხნის განმავლობაში უკრაინელმა ექსპორტიორებმა მოახერხეს ორიენტირება დასავლურ ბაზარზე და დღეისათვის უკრაინისთვის სწორედ ევროკავშირის ბაზარი არის პრიორიტეტული

რაც შეხება სამხედრო ზეწოლას, ჩვენ უკვე ვახსენეთ 2022 წლის 24 თებერვლის პირდაპირი აგრესია, 2014 წლის ყირიმის ანექსია და დონეცკისა და ლუგანსკის  ნაწილის ოკუპაცია, მაგრამ აქ უნდა ვახსენოთ 1990-იანი წლები, როცა უკრაინა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა ატომურ იარაღზე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პოტენციალი მაშინ ფასდებოდა როგორც, ატომური შეიარაღების თვალსაზრისით, მსოფლიოში მესამე ქვეყანა. ჩვენ გვახსოვს ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც უნდა ყოფილიყო უკრაინის დაცვის გარანტი და, ბედის ირონიით, ატომურ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ, უკრაინის უსაფრთხოების ერთერთი გარანტიორი ქვეყანა მაშინ  რუსეთი გახდა

დღეს უკვე ვახსენეთ რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი  – შავი ზღვის ფლოტი. ამ საკითხზე შეთანხმება 1997 წელს, ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებისგან დამოუკიდებლად, ცალკე იქნა ხელმოწერილი.

რატომ ვუთმობთ ამდენ დროს შავი ზღვის ფლოტის საკითხს? იმიტომ, რომ ფლოტი არ არის ყურე, სადაც დგანან სამხედრო ხომალდები და წყალქვეშა გემები, სინამდვილეში ეს არის უდიდესი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს გამოსაცდელ ცენტრებს, აეროდრომებს, სანატორიუმებს, საწყობებს, კავშირგაბმულობის  სადგურებს, სანაპირო ინფრასტრუქტურას…  რაც მთავარია, ეს არის სხვა ქვეყნის 20 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელიც  უკრაინის ტერიტორიაზე დგას.

ზეწოლის ინსტრუმენტების შემდეგი ჯგუფი არის საინფორმაციო ზეწოლა. ჩვენ ამ მიმართულებით უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ შემდეგ პოდკასტზე. ახლა ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ საინფორმაციო ზეწოლის იდეოლოგიური საფუძვლები და ზოგადად რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკა უკრაინის მიმართ გახდა რუსული სამყაროს იდეოლოგია, ხოლო ზეწოლის ინსტრუმენტები მოიცავს ფართო სპექტრს, მათ შორის დეზინფორმაციას, კიბერშეტევებს, მეხუთე კოლონის მუშობას და ..

კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, ესაა ჰუმანიტარული ზეწოლა. ეს ფორმა განსაკუთრებით გამოვლინდა 24 თებერვლის ფართომასშტაბიანი აგრესიის დროს. გახსოვთ, ალბათ, როგორ ადევნებდა თვალს მთელი მსოფლიო, როცა ოკუპირებული მარიუპოლიდან ბარჟებით გაჰქონდათ ლითონი და ლითონის პროდუქცია. ჩვენ გვახსოვს ასევე, რომ ოკუპირებული ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს მხრიდან რუსეთს გაჰქონდა მარცვლეული და ზეთი. აგრესიის დროს ნადგურდებოდა ნათესები, სასოფლოსამეურნეო ტექნიკა. დაახლოებითი მონაცემებით, ზაფხულის პერიოდისთვის რუსეთის მიერ მილიარდი დოლარის სასოფლოსამეურნეო პროდუქცია და მეტალი იქნა უკრაინიდან გატანილი (მოპარული).

ძალიან მტკივნეული იყო უკრაინისთვის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის ტრიტორიაზე მოსახლეობის ძალადობრივი გაყვანა ანუ დეპორტაცია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან ივნისის შუა პერიოდამდე, რუსეთის ტერიტორიაზე ძალადობით გაყვანილ იქნა დაახლოებით მილიონ სამასი ათასი (1 300 000) უკრაინელი. მაგრამ თუ გადავხედავთ რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების ღია მონაცემებს, მხედველობაში მაქვს საინფორმაციო სააგენტოები: tass.ru; ria.ru და სხვები, ისინი აცხადებენ, რომ დეპორტირებულია 2 მილიონამდე უკრაინელი, მათ შორის 300 000 ბავშვი.

ამდენად, ჩვენ მიმოვიხილეთ, რომელი ინსტრუმენტები არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში და აქედან რომელს იყენებდა და იყენებს რუსეთი უკრაინაზე ზეწოლისთვის

თუ თქვენ გააანალიზებთ ამ საკითხს, იპოვით რუსეთის მიერ ამავე ინსტრუმენტების გამოყენების მაგალითებს საქართველოსთან მიმართებაშიც, მაგრამ დღემდე არც უკრაინა და არც საქართველო არ ნებდება, ამიტომაც:

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!

აკრძალულია მასალის კოპირება, რეპროდუცირება ან გავრცელება კომერციული მიზნებისთვის მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს მასალა მომზადდაისტორიის მცველებისსერიის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსოლიდარული ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვისფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ცენტრი და ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.