კოალიცია „ინფორმაციის სანდოობის“ წევრი ორგანიზაციის, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI), საქართველოში რუსული კაპიტალის შესახებ კვლევის პრეზენტაცია.
კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ საქართველოში რუსული მსხვილი კომპანიები წარმოდგენილნი არიან კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების, საბანკო სექტორსა და მობილური ოპერატორების სფეროებში.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა კავშირები მსხვილ რუსულ კომპანიებთან და ინდივიდებთან, მაგალითად, როსტელეკომი, გაზპრომი და მიხაილ ფრიდმანი. რუსულ ბიზნესებში მყოფი პირები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველთა სიებში და გამარტივებული წესით იგებენ სახელმწიფო ტენდერებს.
კავშირგაბმულობა
„ვიონი“ საქართველო, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე – მიხაილ ფრიდმანი/ალფა ჯგუფია, საქართველოში „მობიტელის” სახელით 2007 წელს შემოვიდა და დააფუძნა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინი“. კომპანიამ, 2017 წელს შეიცვალა „მობიტელის” სახელი და ის „ვიონი საქართველო” გახდა.
აღსანიშნავია, მიხეილ ფრიდმანი ევროკავშირმა 2 მარტს პუტინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მოტივით დაასანქცირა. ფრიდმანს ფინანსებთან წვდომა, გადაადგილება და ევროკავშირის ტერიტორიაზე საქმიანობა შეუზღუდა.
ფიქსირებული ტელეფონი და ინტერნეტის სფეროში განსაკუთრებით საყურადღებოა პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრის, ფრიდონ ინჯიას მფლობელობაში არსებული კავშირგაბმულობის კომპანიები: „ახალი ქსელები“, „სისტემ ნეტი“, „ფოპნეტი“, „CGC“.
ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-ს. 2021 წლის ნოემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, ამ სერვისს საქართველოში 241,742 ადამიანი იყენებს. ინჯიას კომპანიები ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის 6.2%-საც იკავებს. საერთო ჯამში ამ ბაზარზე სულ 940,727 აბონენტია. ინჯია და მისი ოჯახის წევრები, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან. ინჯია, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა მოგვიანებით კი ცალკე პარტია „ევროპული სოციალისტები“ დაარსა.
მაუწყებლობა
მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას, 2015 წელს რეგისტრირებული ტელეკომპანია R.B.G. (რ.ბ.ჯ.) რომლის მფლობელები, რუსეთის მოქალაქე ოლგა მილიევა (90%) და საქართველოს მოქალაქე ირაკლი ადამია (10%) არიან. ტელევიზია ბაზარზე „1 გასართობი არხის“ სახელითაა ცნობილი და ეთერში, ძირითადად, რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORT) გადაცემების ქართულ თარგმანს უშვებს.
საბანკო სექტორი
საბანკო სექტორში წარმოდგენილი რუსული ბანკია VTB. ეროვნული ბანკისთვის 2021 წელს წარდგენილი მონაცემებით, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას” 97.38%-ს ფლობს რუსული „ვეტებე ბანკი”(Vetebe Bank), 1.47%-ს კი შპს „ლაკარპა ენტერპრაიზის ლიმიტედი”. ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეა რუსეთის ფედერაცია 59.34%-ით. 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების საპასუხოდ, „სბერბანკი” და „ვითიბი ბანკი“ საერთაშორისო სანქციებით დაიბლოკა.
სამთო მინერალების მოპოვება
საქართველოში კარგად ცნობილი კომპანიები, RMG Gold და RMG Copper, ოქროს მოპოვების უფლების გარდა, ასევე ფლობენ 6 დამატებით ლიცენზიას: კვარცის, მინერალური წყლების და ხრეშის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, RMG Gold-თან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია, შპს RMG Auramine ფლობს ოქროსა (2016-2041) და მტკნარი წყლის (2019-2039) მოპოვების ლიცენზიებს. კომპანიის გამოქვეყნებული აუდიტის დოკუმენტების მიხედვით, 2019 წლის სექტემბრიდან მისი ძირითადი საქმიანობაა ოქროს, თუთიის, ტყვიისა და სპილენძის შემცველი წიაღისეულის მოპოვებაა. მოპოვებული წიაღისეული იყიდება RMG Copper-ზე.
კიდევ ერთი კომპანია შპს „კაპიტალ ჯგუფის” – 50% საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქე ფრიდონ ქათამაძეს ეკუთვნის. კომპანიას, ოქროს მოპოვების ლიცენზია 2019 წელს, 25 წლით აქვს მიღებულია. ქათამაძე მჭიდროდ იყო დაკავშირებული პროექტთან, რომელიც ითვალისწინებდა ხელოვნური კუნძულის მშენებლობას ბათუმის ცენტრში; საქართველოს მთავრობამ მას 90 ჰექტარი, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა.
შპს „მეგა ჰოლდინგი” (ყოფილი სახელწოდებით თბილ ცემენტ ჯგუფი) (ხრეშის მოპოვების ლიცენზიით 2020-2025), ვაჟა მანაშეროვის (17%), რუსუდან წითლანაძე (19.6%), მიხეილ დათიკაშვილი (12.25%), გიორგი ნონიკაშვილი (1.15%) და შპს „ივერია პრო-ს” (50%) მფლობელობაშია. ორი ქართველი აქციონერი, ვაჟა მანაშეროვი და გიორგი ნონიკაშვილი, ამავე დროს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან არიან.
2017 წელს, ვაჟა მანაშეროვმა და გიორგი ნონიკაშვილმა ქართულ ოცნებას ფიზიკური პირებისთვის დასაშვები მაქსიმალური თანხა, 60,000-60,000 ლარი შესწირეს.
მინერალური წყლები
„ბორჯომის“, გარდა რომელიც მიხეილ ფრიდმანის საკუთრებაშია, რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქეს იაკოვ გვიჩიას ეკუთვნის შპს „მინერალური წყალი საირმე“. იაკოვ გვიჩიას მტკნარი წყლის 3 ლიცენზია 2010 წელს – 20 წლის ვადით აქვს მიღებული. მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიებს კი 2011-დან 2036-წლამდე ფლობს. რაც შეეხება გაზიან მინერალურ წყლის, მისი ლიცენზია 2019 წელს 10 წლითაა გაცემული.
შპს “მიქსორი” კიდევ ერთი კომპანიაა, რომელიც მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიას ფლობს. ერთ-ერთი მეწილე Keystone Investments-ის მფლობელები გიორგი პერტაია და რუსი ბიზნესმენი თემურ ანჩაბაძე არიან. გიორგი პერტაია საქართველოს სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და „ქართუ ბანკის“ ყოფილი წევრია. რუსეთში ანჩაბაძე Logistics and Construction of European Gas Pipelines (LSEG) ფლობს, რომელიც გაზპრომის სტრატეგიული პარტნიორია. LSEG სამხრეთის დინების ნავთობსადენის მშენებლობაში იყო ჩართული.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ინფორმირებული იყოს თუ რამდენად მოწყვლადია ქართული ბიზნესი რუსული გავლენების მიმართ. აღნიშნული აქტორები, განსაკუთრებით კავშირგაბმულობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, პირდაპირ საფრთხეს უქმნიან საქართველო ევროატლანტიკურ და ევროპულ მომავალს.