შრომის ფასი საქართველოში

ნინო ჩიმაკაძე

უკვე თითქმის წელიწადია, საქართველოს შრომის ბაზარზე დამსაქმებლები კადრების დეფიციტზე ალაპარაკდნენ. თვე არ გავა, რომელიმე მედიაში მსგავსი შინაარსის ფრაზები არ შეგხვდეთ: „კადრებს სანთლით ვეძებთ“, „თანამშრომლებს ვერ ვპოულობთ“, „დირექტორს უფრო მარტივად იპოვი, ვიდრე მიმტანს“, „მომსახურე პერსონალის პოვნა ფანტასტიკის სფერო გახდა“.

პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სტუმარმასპინძლობის სექტორში დგას, თუმცა ცვლილებები სერვისისა და ლოჯისტიკის სფეროშიც შეინიშნება. კომპანიები ეძებენ მიმტანებს, მზარეულებს, მძღოლებს, გადამზიდავებს, დაცვის თანამშრომლებს, კონსულტანტებს, მაგრამ ხშირად ვერ პოულობენ მათ, განსაკუთრებით უჭირთ სტაბილური და, მით უმეტეს, კვალიფიციური კადრების პოვნა.

პოსტპანდემიურ რეალობაში სამუშაო კულტურა და მოთხოვნამიწოდების სისტემა, გარკვეულწილად, მთელ მსოფლიოში შეიცვალა. ადამიანების ნაწილმა დისტანციური, არაფიქსირებული გრაფიკის სამსახური ნახა და ძველ რეალობაში დაბრუნების შემდეგაც აღარ მოუნდა დილიდან საღამომდე, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ რუტინული შრომა. ბევრს ანაზღაურება არ აკმაყოფილებდა ან სამუშაო გარემო არ მოსწონდა და გადაწყვიტა, ესგადატვირთვისპერიოდი უკეთესის საძებნელად გამოეყენებინა. ზოგმა საერთოდ გადააფასა არსებული რეალობა, ახალი უნარები აითვისა და პროფილი შეიცვალა, ბევრიც სხვა ქვეყანაში წავიდა სამუშაოდ.

აშშის შრომის სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, 2021 წელს 47 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ნებაყოფლობით დატოვა სამსახური, რაც სამუშაო ადგილიდან თანამშრომლების უპრეცედენტო მასობრივი გადინება იყო მთელი ათწლეულების განმავლობაში. ამ მოვლენას სახელიც დაარქვეს – Great Resignation.

სამსახურის ცვლილების, რელოკაციისა და კადრების გადინების ტენდენცია ევროპაშიც შესამჩნევია, თუმცა უფრო ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე ამერიკაში. როგორც ჩანს, ამაზე ისიც მოქმედებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სოციალური სახელმწიფოს პრინციპები შედარებით უკეთესადაა დაცული: უფრო გამართულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემები და რიგ შტატებთან შედარებით მაღალია მინიმალური ხელფასიც.

საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ შიდა როტაციის მაჩვენებლებზე საუბარი რთულია, თუმცა კადრების პრობლემა მაინც კარგად ასახავს ზოგად სურათს. განსხვავება ისაა, რომ სამსახურიდან წასვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნიდანაც მიდის, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ნორმალური სამსახურის შოვნა საკმაოდ რთულია. ამ მხრივ, საყურადღებოა გასული წლის ემიგრაციის სტატისტიკა: 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან უცხოეთში წასული მოქალაქეების რაოდენობა 100 ათასს აღწევდა, რაც 34 პროცენტით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს. ბოლო წლების მაჩვენებლებით, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში შრომითი მიგრაციის ახალი, 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი ტალღა დაიწყო.

საკადრო კრიზისს, ისევე, როგორც მიგრაციას, საქართველოში ყველაზე მეტად დაბალი ანაზღაურება და რთული საყოფაცხოვრებო პირობები განაპირობებს. პრობლემის სიმწვავე განსაკუთრებით თვალშისაცემი პოსტპანდემიური ინფლაციისა და გაზრდილი ფასების შემდეგ გახდა. ადამიანებს, უბრალოდ, აღარაფერში ჰყოფნით ანაზღაურება და ცდილობენ, უკეთესი ალტერნატივა მოძებნონ, რომ ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნან. 

ჩვენი რესპონდენტები გვიყვებიან, თუ რამ აიძულა ქვეყნის დატოვება და რა პირობებში უწევთ საქართველოში მუშაობა. ზოგიერთი რესპონდენტის სახელი შეცვლილია მათივე უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის გამო.

ისტორიები

39 წლის ელენე ზუსტად ერთი წლის წინ წავიდა ამერიკაში სამუშაოდ. არალეგალურად გადაკვეთა მექსიკაამერიკის საზღვარი და ამერიკელ მესაზღვრეებთან თავშესაფარი მოითხოვა. ელენე ორი მოზარდის მარტოხელა დედაა, ბავშვები პენსიონერ მშობლებთან დატოვა, სესხი აიღო და უკეთესი მომავლის იმედით, საკმაოდ რისკიან გზას დაადგა. საზღვარზე, საემიგრაციოში 4 დღე გააჩერეს, სადაც სხვა თავშესაფრის მაძიებლებთან ერთად კარავში მოუწია გაჩერება. იქიდან ტექსასის საემიგრაციოში გადაიყვანეს, სადაც ასევე 4 დღე დაყო. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან უმრავლესობას ბევრად მეტ ხანს უწევს ხოლმე ლოდინი. მისი წასვლის მიზეზი და მოტივაცია, რა თქმა უნდა, აქ არსებული გაუსაძლისი პირობები იყო.

2013 წლიდან მარკეტებში ვმუშაობდი. ჯერ კონსულტანტი ვიყავი, მერე მოლარე. ბევრი ადგილი გამოვიცვალე. თავიდან ღამის ცვლაში ვიყავი და დღეგამოშვებით ვმუშაობდი. ხელფასი 150 ლარი მქონდა. მერე დღის ცვლაში გადავედი სრული დატვირთვითკვირაში მხოლოდ ერთი დღე ვისვენებდი, ხელფასი კი 300 ლარი იყო. ამის შემდეგ მოლარედ ვმუშაობდი მარკეტუნივერსამში“. იქაც კვირაში 1 დღე ვისვენებდით და 350 ლარს ვიღებდი. პანდემიის დროს წამოვედი.“

ამის შემდეგ ელენემ უბნის საცხობში იმუშავა მცხობლადდილის 7 საათზე მიდიოდა და ღამის 11 საათამდე უწევდა ყოფნა. მთელი დღე ფეხზე იდგა და ფიზიკურად შრომობდა. დღეში 30 ლარს იღებდა და თუ რამე გაუფუჭდებოდა, თანხას აკლებდნენ: ერთ დღეს მთელი სინი დამეწვა და იმ დღეს ხელფასი საერთოდ  ვერ ავიღე. 2 თვე გავძელი. მეტი ფიზიკურად ვეღარ შევძელი. მახსოვს, თანამშრომლები, რომლებიც წლები მუშაობდნენ იქ, ფეხებსა და ხელებზე პერიოდულად სპეციალურ ნემსებს იკეთებდნენ, რომ ტკივილი და დაღლილობა არ ეგრძნოთ და ანთებითი პროცესები ჩაექროთ. ამდენი საათი ასეთი დატვირთვა ძალიან რთული იყო.“ –იხსენებს ელენე. 

ახლა ის ნიუ იორკშია და ერთერთ ოჯახში ბავშვს უვლის. 6 დღე მათთან ცხოვრობს, ერთი დღე კი ისვენებს. ანაზღაურება კვირაში 800 დოლარი აქვს. თანხის მოგროვებასაც ახერხებს და ოჯახისთვის გამოგზავნასაც, თუმცა მათგან შორს ყოფნა და უცხო ადამიანებთან დროის უდიდესი ნაწილის გატარება მაინც უჭირს: მართალია, კარგი ოჯახი შემხვდა, პირობები ნორმალურია. თან აქ ჩემი ნათესავებიც არიან სამუშაოდ ჩამოსულები და მარტო არ ვარ, მაგრამ მაინც რთულია. ერთი სული მაქვს, როდის მოვა ის 1 დღე, რომ დავისვენო. ცალკე ამბავია ბავშვების თემა და მათზე მუდმივად ფიქრი. სამომავლოდ არ ვიცი, რას ვიზამ, თუ მოვახერხე, შეიძლება, ისინიც წამოვიყვანო, თუმცა უკან დაბრუნებაც მინდა. სულ აქ დარჩენას არ ვგეგმავ. იქნებ, ისე მოვახერხო, რომ რაღაც თანხა დავაგროვო და საქართველოში პატარა ბიზნესი დავიწყო.“

ამერიკაში სამუშაოდ წავიდა 35 წლის ზაზაც, რომელიც მანამდე თბილისის სხვადასხვა კერძო ობიექტში მუშაობდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე. სრული სამუშაო გრაფიკით მისი მაქსიმალური ანაზღაურება ამ პოზიციაზე 800-900 ლარი იყო. პანდემიის მერე გადაწყვიტა, ყველა გზა ეცადა, რომ როგორმე ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინა. არაფერში არ მყოფნიდა ხელფასი. მეუღლე და პატარა ბავშვი მყავს. უამრავი რამე გვჭირდება. ზაზაც ნიუ იორკშია. მასაც არალეგალური გზით, მექსიკის საზღვრიდან მოუწია გადასვლა და რამდენიმე კვირა ლოდინი. უკვე 7 თვეა, ამერიკაშია და ერთერთ გადაზიდვის კომპანიაში მანქანას ემსახურება. მისი ერთი კვირის შემოსავალი რამდენჯერმე აღემატება აქაურ ყოველთვიურ ხელფასს, რაც საქართველოში ფულის გამოგზავნასთან ერთად მცირე დანაზოგის საშუალებასაც აძლევს, თუმცა მასაც ელენესავით, ალბათ, წლები მოუწევს ოჯახისგან შორს ყოფნა და მუშაობა, რომ უკან დაბრუნებისას გარკვეული ფინანსური გარანტიები ჰქონდეს და ცხოვრება მოიწყოს.

ემიგრაციაში ბედის საძებნელად წასულ ათიათასობით მოქალაქესთან ერთად უამრავი ადამიანი რჩება საქართველოში და ადგილობრივ შრომის ბაზარზე უწევთ თავის გადარჩენა. მიუხედავად ხელფასის მცირედით მომატებისა, განსაკუთრებით პრობლემური დღესაც სერვისის სფეროა. ამას ემატება სხვადასხვა ობიექტისა და კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც დალაგებადასუფთავების სამუშაოებს ასრულებენ, მათ შორის, დიდ კომპანიებშიც. მათი ხელფასი ხშირად 300-400 ლარს არ აღემატება. 

დღეს ქსელური სუპერმარკეტების კონსულტანტებისა და მოლარეების საშუალო ანაზღაურება საათში დაახლოებით 3-4 ლარია. გრაფიკი დღეში 9-დან 12 საათამდე მერყეობს და თვიური ანაზღაურებაც ამის მიხედვით გამოდის. მაგალითად, „სპარში“ 9-საათიანი გრაფიკით და კვირაში ერთი დღე დასვენებით მოლარეკონსულტანტის ხელფასი, საშუალოდ, 750 ლარია, დღეში 12 საათი მუშაობის შემთხვევაში კი – 900. დაახლოებით მსგავსი პირობებიანიკორაში“, „ევროპროდუქტში“, „კარფურსადაგუდვილში“, თუმცა ზოგ მარკეტში კონსულტანტებისა და მოლარეების ხელფასი 500-700 ლარს არ აღემატება.

იგივე სიტუაციაა სააფთიაქო ქსელებშიც, სადაც ფარმაცევტებისა და კონსულტანტების საშუალო ხელფასი 600-700 ლარია. სამუშაო გრაფიკი კი სრული და ხშირად კანონით დადგენილ მაქსიმალურ 48 საათსაც სცდება. ეს იმ დროს, როცა ფარმაცევტული ბიზნესის შემოსავალი ერთერთი ყველაზე მაღალია საქართველოში. მაგალითად, 2021 წელს პსპს წმინდა მოგება 61 მილიონი ლარი იყო, „ავერსისკი – 82 მილიონი. ამ აფთიაქებს ქვეყნის მასშტაბით, საშუალოდ, 300 ფილიალი აქვთ. თითოეულ ფილიალში, მაქსიმუმ, 10 თანამშრომელია, რომელთაც ასეთი დაბალი ანაზღაურება აქვთ. გამოდის, რომ კომპანიის მფლობელებს მოგებიდან 2 მილიონი რომ გამოეყოთ და ხელფასებზე დაეხარჯათ, 3000-მდე თანამშრომელს ანაზღაურება თითქმის გაუორმაგდებოდა.

დაბალ ანაზღაურებასთან ერთად ხშირად პრობლემურია სამუშაო გარემოც. მაგალითად, სუპერმარკეტსპარში“, განსაკუთრებით თუ ფილიალი პატარაა, კონსულტანტები მოლარეებიც არიან, დამლაგებლებიც და მაღაზიაში მოსული პროდუქციის მტვირთავებიც. დასაქმებულთა უმეტესობა ახალგაზრდა ქალია და დიდი ყუთების საწყობში ტარება მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. 

26 წლის ანა ერთერთ ასეთ მარკეტში მუშაობს კვირაში 54 საათი (დღეში 9 საათი, კვირაში ერთი დღე დასვენება). ხელფასი 700 ლარი აქვს. მის ოფიციალურ მოვალეობაში მოლარეობა და კონსულტანტობა შედის, თუმცა მას და მის თანამშრომლებს ხშირად უწევთ ყუთებით შემოსული პროდუქტის საწყობში ჩატანა, რადგან მაღაზიას ცალკე მტვირთავი არ ჰყავს. ანა ამბობს, რომ ბოლო თვეებია, პერიოდულად ხერხემლის ტკივილი აწუხებს, თუმცა ამაზე პრეტენზია რომ გამოთქვა, პასუხი მენეჯმენტის მხრიდან ის იყო, რომ ყველა ასე აკეთებს და სხვა საშუალება ამ ეტაპზე არ აქვთ. გარდა ამისა, კონსულტანტები აქ დამლაგებლის როლსაც ითავსებენ, რადგან მათ ფილიალში არც დამლაგებელი ჰყავთ.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიათა ქსელსუფთა სახლში“. მაღაზიის საწყობები, სადაც სარეცხი ფხვნილები, ქიმიური საწმენდი საშუალებები და სხვა ნივთიერებები ინახება, არ ნიავდება, რადგან უმეტესობაში არ არის დამონტაჟებული ვენტილაციის სისტემა. ამ დროს თანამშრომლებს ხშირად უწევთ იქ ყოფნა პროდუქციის დახარისხებისა და დახლზე გამოტანის მიზნით. ამის გამო ბევრი უჩივის თავის ტკივილს, ალერგიას და გულისრევის შეგრძნებას.

დაბალი ანაზღაურების, რთული სამუშაო პირობებისა და ზედმეტად დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, აღნიშნული კომპანიებიდან მუდმივად გაედინება კადრები. ამას მოწმობს ვაკანსიების ვებგვერდებიც, სადაც  ქვეყნდება უამრავი ინფორმაცია, რომ კომპანიები ეძებენ მოლარეოპერატორებს, კონსულტანტებს, მიმტანებს, სასტუმროს თანამშრომლებს, დამლაგებლებსა და ა.. არასტაბილური კადრები და თანამშრომლების მუდმივი ცვლილება ერთერთი მიზეზია, რის გამოც სერვისის სფეროში პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დასაქმებულების მასშტაბური გაერთიანება და პროტესტი აქამდე არ ყოფილა.

სად მიდიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანას არ ტოვებენ, მაგრამ აღარც ამ პოზიციებზე უნდათ მუშაობა?

პანდემიის დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა სამუშაოები, რომლებიც არაფორმალურ შრომის ბაზარს შეიძლება მივაკუთვნოთ. საქსტატის მონაცემებით, დღეს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტი არაფორმალურ შრომაშია ჩართული. აქ შედიან ტაქსისტები, კურიერები, ძიძები, კერძო სახლების დამლაგებლები და დიასახლისები, ონლაინპორტალების კონტრაქტორი თანამშრომლები, სხვადასხვა ენისა თუ საგნის მასწავლებლები, რომელთაც კერძო მოსწავლეები ჰყავთ და ა..

არასამთავრობო ორგანიზაციასოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც 10 წელია, ქვეყანაში სოციალური და შრომითი უფლებების საკითხებზე მუშაობს, ამ თემასაც იკვლევს. ორგანიზაციის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თათული ჭუბაბრია აღნიშნავს, რომ არაფორმალურ დასაქმების ბაზარზე გადასვლის მთავარი მიზეზი შედარებით უკეთესი ანაზღაურებაა.

ერთი მხრივ, ქვეყანაში უმუშევრობის დონე იკლებს, მაგრამ ამის საპირწონედ არ ხდება დასაქმებულებისა და სამუშაო ადგილების ზრდა. გამოდის, რომ ეს ადამიანები ეკონომიკურად არააქტიურები ხდებიან და აღარ ფიქსირდებიან, როგორც სამუშაოს მაძიებლები, რადგან ასეთ ფასად სახლიდან გამოსვლაც კი არ უღირთ, თუმცა, რეალურად, ალბათ, ის ხდება, რომ მათი უმეტესობა დაბალი ანაზღაურების  გამო ფორმალურ ბაზარზე მუშაობის ნაცვლად ცდილობს, არაფორმალური გზებით ჰქონდეს შემოსავალი“.

სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ შრომის ბაზარი მაქსიმალურად ფორმალიზებული იყოს, თუმცა ამის წამახალისებლად არც მინიმალური ხელფასის დადგენაზე ზრუნავს და არც სამუშაო განრიგის, ზეგანაკვეთურის ანაზღაურებისა თუ სხვა დასაქმებულთათვის მხარდამჭერი რეგულაციების შემოღებაზე. თათული ჭუბაბრია ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას დაუბეგრავი მინიმუმის წინადადებაც ჰქონდა, რაც დაახლოებით 500 ლარის ქვემოთ შემოსავლის მქონე ადამიანების გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, თუმცა ჯერ არც ამაზე უმსჯელიათ სერიოზულად.

მიმდინარე თვეში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების კოალიციამღირსეული შრომის პლატფორმამგამოაქვეყნა საქართველოში საცხოვრებელი ხელფასის შესახებ ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ეს თანხა 1770 ლარს შეადგენს და ბევრად აღემატება ქვეყანაში არსებულ რეალურ ხელფასს. საცხოვრებელი ხელფასი წარმოადგენს დაუბეგრავ შემოსავალს და ეფუძნება ოჯახში ერთი მშრომელის მონაცემებსეს განსხვავდებასაარსებო მინიმუმისგან“, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, 254 ლარია. საარსებო მინიმუმი მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს. საცხოვრებელი ხელფასი კი არის თანხა, რომელიც ფარავს ადამიანის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს, როგორებიცაა: კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და ა.. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მედიანური ხელფასი 900 ლარია, ანუ დასაქმებულების 50 პროცენტს 900 ლარზე დაბალი აქვს ხელფასი, 50%-ს კი – 900-ზე მაღალი. ეს არის შუა წერტილი ხელფასების და არა გასაშუალოებული, რაც აქამდე 1300 იყო.  გამოდის, რომ ადამიანების 50 პროცენტს საქართველოში იმის ნახევარი შემოსავალიც არ აქვთ, რაც მათ ძირითად საჭიროებებს დაუკმაყოფილებდა.

როგორც თათული ჭუბაბრია ამბობს, დასაქმებულებისთვის კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ მათი დიდი ნაწილი არასრულ განაკვეთზე მუშაობს და კიდევ უწევს დამატებითი სამსახურების ძებნა. საქსტატის მონაცემებით, ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის 40 პროცენტი დღეს არასრულად არის დასაქმებული.

სოციოლოგი და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტი, ანა დიაკონიძე, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას უწევს კონსულტაციას, აღნიშნავს, რომ მშრომელების ფორმალურ ბაზარზე დაბრუნების ერთერთი მთავარი გზა მინიმალური ხელფასის დაწესება და მათთვის ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნაა

ამჟამად კურიერების შრომას ვიკვლევ, სადაც ჩანს, რომ მათი უმეტესობა მანამდე სერვისის სექტორის დაბალ რგოლში მუშაობდა. ისინი პანდემიის დროს ჩაერთნენ ამ პლატფორმულ შრომაში, რომელიც ბოლომდე არაფორმალური არ არის, მაგრამ სახელმწიფოსგან მეტნაკლებად მაინც დამალულია. მიზეზი უკეთესი ანაზღაურება. მეორე მაგალითი შემიძლია, საკუთარი გამოცდილებიდან მოვიყვანო: ჩემი ბავშვის ძიძა კლინიკაში მუშაობდა მთავარ ექთნად. მან დატოვა ფორმალური სამუშაო და მოვიდა ჩემთან, იმიტომ რომ თითქმის ორმაგი ხელფასი აქვს. ასეთი მაგალითი საკმაოდ ბევრია ჩვენ ირგვლივ. რა თქმა უნდა, მინიმალური ხელფასი შრომის ბაზარზე გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. დასაქმებულებისთვის ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი იქნება, რაც შეეხება ბიზნესს, დიდი ბიზნესი ამას მარტივად აიტანს. მცირეს და საშუალოს შეიძლება, თავიდან ცოტა გაუჭირდეს, მაგრამ ამაზე გადაწყობა მოხდება. გააჩნია, რეფორმის დიზაინსაც როგორც გავაკეთებთ. ეს, რა თქმა უნდა, გონივრული უნდა იყოს“.

უკეთესი სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების მოთხოვნის ერთერთი მთავარი და საერთაშორისოდ აპრობირებული გზა დღეს განვითარებულ ქვეყნებში პროფკავშირების დახმარებით დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვებია. ბოლო 10 წელიწადში საქართველოში საკმაოდ ბევრი გაფიცვა და პროტესტი იყო, თუმცა ეს უფრო პირველადი დასაქმების ინდუსტრიებს შეეხებოდა: ქარხნები, მადნის მოპოვების საწარმოები, მეტრო, ექიმები, ექთნები, ქალაქის დასუფთავების სამსახური და ა.. მათმა ნაწილმა მოახერხა კიდეც გარკვეული შედეგის მიღწევა. ტრადიციული დასაქმების სექტორში უფრო მეტად არის ერთიანობის განცდა, რადგან ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ ერთად და ერთმანეთის სოლიდარობის იმედი აქვთ, რაც შეეხება სერვისის სფეროს, ის იმდენად სეგმენტირებული და ცვალებადია, მათი გაერთიანება ბევრად რთულია

შრომის კოდექსის რეფორმა, შრომის ინსპექცია და მისი უფლებამოსილებები

კანონის მიხედვით, სამუშაო პირობებს ქვეყანაში შრომის კოდექსი განსაზღვრავს და შრომის ინსპექცია აკონტროლებს და არეგულირებს. 2006 წელს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეცვალა შრომის კოდექსი და საერთოდ გააუქმა შრომის ინსპექცია, რამაც მკვეთრად შეამცირა მშრომელთა დაცვის მექანიზმი. ახალი შრომის კოდექსიდან ამოიღეს დებულებები, რომლებითაც რეგულირდებოდა ყოველკვირეული დასვენება, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ლიმიტი, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესი და ცვლების დროს შესვენებები. დაუშვეს სიტყვიერი და არა წერილობითი დასაქმების კონტრაქტების გაფორმება და მშრომელთა გათავისუფლება წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მიზეზით. შედეგად, გახშირდა სამუშაო ადგილებზე დაშავებაგარდაცვალებისა და შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები. 2006 წელს მიღებული ცვლილებები ეფუძნებოდა ვარაუდს, რომ შრომის ბაზრის დერეგულაცია ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში, თუმცა როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია Human right watch აღნიშნავს 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, ეკონომიკური ზრდის შედეგები არ ასახულა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილზე და ვერც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე.

იურისტი და შრომის სამართლის სპეციალისტი, ვაკო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ინსპექციის გაუქმება დიდი შეცდომა იყო და ამან მხოლოდ ნეგატიური შედეგი მოიტანა: ინსპექცია გააუქმეს, როგორც კორუმპირებული სტრუქტურა, თითქოს კორუფცია უშუალოდ შრომის ინსპექციასა და კეთილდღეობის ინსტიტუტებში იყო ლოკალიზებული და სხვა უწყებები არ იყვნენ კორუმპირებულები. როგორი პრობლემურიც არ უნდა ყოფილიყო შრომის ინსპექცია, მისი გაუქმება მაინც არასწორი იყო, რადგან თუნდაც სუსტი ინსპექცია ჯობს მის საერთოდ არარსებობას და ამას სტატისტიკაც ადასტურებს“.

Human Rights Watch-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ დერეგულაციის შემდეგ საქართველოში სამუშაო ადგილზე ყოველწლიურად დაღუპულთა რაოდენობა 74 პროცენტით გაიზარდა და შემთხვევები, ძირითადად, სამთომომპოვებელ მრეწველობაში (მაღაროებში, შახტებში) და მშენებლობაზე ხდებოდა. 2007-დან 2017 წლამდე პერიოდში სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 41 იყო, განსხვავებით 2002-2005 წლებისგან, როდესაც ეს რიცხვი წელიწადში, საშუალოდ, 24-ს შეადგენდა.

2013 წლიდან საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა შრომითი ბაზრის რეგულირებისკენგართულდა დასაქმებულის გათავისუფლების პროცედურა; აიკრძალა დისკრიმინაცია ახალი თანამშრომლის დაქირავებისას და სავალდებულო გახდა დასაქმებულთან წერილობითი კონტრაქტის გაფორმება სამ თვეზე მეტი ვადით დასაქმებისას. 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებისა და შემდეგ უკვე ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში საქართველოს მოუწია, ვალდებულება აეღო შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე, რაც სრულფასოვანი შრომის ინსპექციის შექმნას და მის ფუნქციურ დატვირთვას გულისხმობდა. 2015 წელს შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის მთავარი ფუნქცია თავდაპირველად შრომის უსაფრთხოების კონტროლი იყო. ინსპექციის მანდატი მხოლოდ 2020 წელს, ახალი შრომის კოდექსის მიღების შემდეგ გაფართოვდა. გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონშიც.

ვინაიდან საქართველოში სამუშაო ადგილზე გარდაცვალების მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულს აღწევდა, მალევე მომწიფდა საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს მიუღებელი იყო და ამიტომ თავიდან ამაზე გაკეთდა აქცენტი, თუმცა ეს დაყოფა ხელოვნური იყო, რადგან, რეალურად, შრომის უფლებები უსაფრთხოებასთან ერთად თავისთავად გულისხმობს ბევრ სხვა ასპექტსაც. პრობლემა ისიც იყო, რომ მანამდე ინსპექცია, ძირითადად, პოსტფაქტუმ შედიოდა კომპანიაში, როცა შედეგი უკვე დამდგარი იყო და ადამიანიმკვდარი ან დაშავებული. ამ დროს ინსპექციის მთავარი ფუნქციაა შემთხვევების პრევენცია.“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი, რომელიც 2019-2020 წლებში  შრომის კოდექსის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი იყო. ის მიიჩნევს, რომ კოდექსის ცვლილებასა და ინსპექციის უფლებამოსილების გაფართოებაში ცენტრალური და გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირის ვალდებულებებმა და რომ არა ეს ფაქტორი, მთავრობა არც იმ დათმობაზე წავიდოდა, რაზეც წავიდა.

შრომის ინსპექციის მონაცემებით, ბოლო წლებში სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ამას ადასტურებსსოციალური სამართლიანობის ცენტრიც“. თათული ჭუბაბრია აღნიშნავს, რომ ამის პარალელურად გაზრდილია დაშავების სტატისტიკა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ინციდენტები მეტი სერიოზულობით აღირიცხება და შრომის ინსპექცია ამას სათანადოდ აკონტროლებს. „რაც შეეხება შრომით უფლებებს, ვინაიდან შრომის ინსპექცია მხოლოდ 2021 წლის პირველი იანვრიდან აღიჭურვა მანდატით, რომ უსაფრთხოების გარდა, სხვა მიმართულებების ინსპექტირებაც მოეხდინა, ამ თვალსაზრისით, ასეთი პერიოდულობა ჯერ  არ გასულა. ამიტომ იმას, თუ როგორ კონტროლდება შრომის რეჟიმი, პირობები, ანაზღაურება, შვებულება და .., ახლა  ვაკვირდებით. როგორც კი საკმარისი ინდიკატორები გვექნება, ესეც აისახება ჩვენს კვლევებში.“

სახელმწიფოს და, შესაბამისად, შრომის ინსპექციასაც ჯერ ისევ აქვს არგაღიზიანების პოლიტიკა ბიზნესის მიმართ. ამიტომ, ინსპექცია ხშირად არ ახმაურებს კონკრეტული კომპანიების სახელებს და ერიდება დეტალების პროაქტიურად გამოქვეყნებას. ამის გამო, ზოგჯერ რთულდება საკითხის დროულად შესწავლა და ინფორმაციის დამუშავება.

ძირითადად, ჯამურ სტატისტიკას დებენ ხოლმე ვებგვერდზე, თუ რამდენი დარღვევა დადგინდა. ერიდებიან, დეტალურად დაწერონ, ვინ დააჯარიმეს, რა მუხლი დაირღვა და .. მერე ჩვენ გვიწევს ამ ინფორმაციის გამოთხოვა, გაანალიზება და გაციფრულება, რაც დიდ რესურსს მოითხოვს და ოპერატიულად ვერ ხერხდება. მაგალითად, 2022 წელი ჯერ არ გვაქვს გაანალიზებული. ამის გამო სულ ვეკამათებით სახელმწიფოს და ვეუბნებით, რომ ეს მათი ფუნქციაა და უნდა გამოაქვეყნონ.“

მიუხედავად კოდექსში შესული ცვლილებებისა, შრომის უფლებებისა და ზედამხედველობის შესახებ რეგულაციები ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს და მიღებულ საერთაშორისო პრაქტიკას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სავალდებულო ყოველკვირეული დასვენება, ღამის საათებში მუშაობა, ზეგანაკვეთური საათები და მათი ანაზღაურება, ასევე, ცვლების დროს შესვენება. ერთი მხრივ, შრომის კოდექსი აწესებს 40-საათიან სამუშაო კვირას, კონკრეტული სახის მრეწველობისთვის კი, მათ შორის ტექსტილის, მშენებლობისა და ქიმიური წარმოებისთვის – 48-საათიანს, თუმცა ბუნდოვანია, თუ როგორ შეიძლება, დაიცვა ეს წესები პრაქტიკაში, რადგან კანონი არ ადგენს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ლიმიტს, გარდა ერთი ნორმისა, რომლის თანახმადაც, დასვენების ხანგრძლივობა სამუშაო დღეებს ან ცვლებს შორის, მინიმუმ, 12 საათს უნდა შეადგენდეს.

შრომის კოდექსი არც კვირის განმავლობაში დასვენების პერიოდის მინიმალურ ხანგრძლივობას განსაზღვრავს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, დასაქმებულები კვირაში, მინიმუმ, 24-საათიანი დასვენებით უნდა სარგებლობდნენ, ხოლო ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის რეკომენდაციაა, რომმშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათთვის 2 თანმიმდევრული დასვენების დღის მიცემის ზოგად წესს მიენიჭოს უპირატესობა“.

ვაკო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხებზე სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ ბიზნესის მხრიდან. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მინიმალური ხელფასისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფის დადგენის საკითხს, ასევე, არ უნდოდათ შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერებაც, მაგრამ, ევროკავშირის დირექტივების გამო, ამ საკითხზე დათმობა მოუწიათ. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოც მათ მხარეს აღმოჩნდა.

კოდექსის პირველ ვერსიაში ეწერა, რომ მისი მიღებიდან რამდენიმე თვეში პარლამენტს უნდა მიეღო კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ, თუმცა ეს ბიზნესისთვის ერთერთი მთავარი წინააღმდეგობის საკითხი აღმოჩნდა. დღეს, 2 წლის თავზე უკვე ვხედავთ, რომ თვითონ ბიზნესი წუწუნებს სამუშაო ძალის დეფიციტზე, რაც უპირველეს ყოვლისა სწორედ დაბალ ანაზღაურებასთანაა დაკავშირებული. მათ წინააღმდეგობას ერთგვარი ბუმერანგის ეფექტი ჰქონდა. რაკი ამდენი უმუშევარი გვყავს ქვეყანაში და ცუდი ეკონომიკური ვითარებაა, ზოგს დასაქმება ქველმოქმედების აქტი ჰგონია. ფიქრობენ, რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორ პირობებში ამუშავებ, რა ხელფასს უხდი და .. დასაქმებული  ყველაფრით კმაყოფილი უნდა იყოს და პრეტენზია არ გამოთქვას.“

საქართველოში მინიმალურ ხელფასს დღეს ფორმალური სახე აქვს და 20 ლარს შეადგენს. ბრძანებულება 1999 წელს გამოიცა პრეზიდენტის მიერ და მას შემდეგ ეს ტარიფი არ შეცვლილა. საქართველოს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს თანხა ბევრად მაღალია: სომხეთში ამ ეტაპზე 173 დოლარია ( დაახლოებით 468 ლარი) და 2023 წლის იანვრიდან 190 დოლარამდე უნდა გაიზარდოს, აზერბაიჯანში კი მინიმალური ანაზღაურება 176 დოლარია (დაახლოებით 476 ლარი).

ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ბოლო წლებში შრომით პრაქტიკაში შეიცვალა, ის არის, რომ გაიზარდა მიმართვიანობა სასამართლოსადმი და მშრომელებიც ბევრად უფრო ხშირად იგებენ პროცესებს, ვიდრე ადრე. ეს შრომის კოდექსის ეტაპობრივი ცვლილებისა და გაუმჯობესების მნიშვნელოვანი დამსახურებაა, რადგან რეფორმის შედეგად დასაქმებულებს კანონი მეტად იცავს, ვიდრე მანამდე. რამდენიმე თვის წინ უკმაყოფილო კომენტარიც კი მოვისმინეთ ერთერთი მსხვილი იურიდიული ფირმის იურისტისგან, რომელიც მოურიდებლად ამბობდა, „ადამიანების გათავისუფლება იმდენად გართულდა, რომ ეს უკვე მახინჯ ფორმებს იღებსო“.

ვაკო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს დადებითი დინამიკა პროფკავშირებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის დამსახურებაც არის, რომლებიც უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ მშრომელებს და სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან, აწარმოონ დავა სასამართლოში. არაერთი მაგალითია თუნდაც საჯარო სექტორში, სადაც გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა პროცესები მოიგეს, თუმცა დამსაქმებლებმა მაინც მიაგნეს გამოსავალს და ზოგჯერ რეორგანიზაციას იყენებენ თანამშრომლების გასაშვებად.

მაგალითად, თეა წულუკიანმა, რომელმაც 2013 წელს იუსტიციის მინისტრობისას თავად გაართულა დასაქმებულების გათავისუფლება, ახლა, კულტურის მინისტრის რანგში რეორგანიზაცია გამოიყენა, რომ მარტივად გაეშვა თავის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები.“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

გამოსავალი და პერსპექტივა

რა გამოსავალი არსებობს არსებული სიტუაციიდან და რა ბერკეტები აქვთ მშრომელებს, პროფკავშირებს უფლებების გასაუმჯობესებლად? ამ კითხვაზე ჩვენი რესპონდენტები რამდენიმე მთავარ ფაქტორს გამოყოფენ. ესენია: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები, თავად მშრომელთა აქტიურობა, ბიზნესის ადეკვატური რეაგირება და სახელმწიფოს ნება, დაიჭიროს მოსახლეობის უმრავლესობის მხარე და შექმნას ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების პირობები.

რეალურად, შრომის რეფორმისა და შრომის ინსპექციის გაძლიერების მოთხოვნა ვიზალიბერალიზაციის ნაწილი უფრო იყო და არა ასოცირების ხელშეკრულების. ევროპა გვეუბნება, რომ, თუ შენ გინდა უვიზო რეჟიმი, კეთილი უნდა ინებო და საზღვარი აკონტროლო, ანტიდისკრიმინაციული კანონიც გქონდეს, შრომის ინსპექციაც და ყველაფერი გააკეთო, რომ მიგრაცია შემცირდეს. მათ კომუნიზმის გასავრცელებლად კი არ უნდათ აქ ეს ყველაფერი, არამედ უნდათ, შენს ქვეყანაშივე შეძლო საკუთარი მოქალაქის დაცვა და იქ არ გაიქცეს თავშესაფრის მოთხოვნით“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

ანა დიაკონიძე ფიქრობს, რომ თავად ბიზნესის ინტერესშიც უნდა შედიოდეს საბაზრო და შრომითი ურთიერთობების საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელება.

როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რეგულაციები ბიზნესის ინტერესებს ეწინააღმდეგება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავე დროს იგივე ბიზნესი წუწუნებს გასაღების ბაზრის პრობლემაზე და იმაზე, რომ ევროკავშირის ბაზარზე უნდა შესვლა, რადგან  ეს ძალიან დიდი ბაზარია და ყველასთვის მიმზიდველია. ალბათ, ასე უნდა დავანახოთ მათ ეს ამბავი, რომ საამისოდ გარკვეული ხარჯი თვითონაც უნდა გაიღონ, თუნდაც იმით, რომ მინიმალური ხელფასი და ადეკვატური სამუშაო პირობები დაამკვიდრონ თავიანთ საწარმოებსა და კომპანიებში.“

თუმცა ამ ყველაფერში მთავარი მაინც სახელმწიფოს ნება და პოლიტიკური კლასის პოზიციაა, რომელიც ხშირად გარიგებულია ხოლმე ბიზნესთან ან თავად აქვს წილი სხვადასხვა ბიზნესში. შედეგად, მათი დიდი ნაწილი დასაქმებულების ინტერესების დაცვისა და მშრომელებზე ორიენტირების ნაცვლად, სულ სხვა საკითხების ლობირებითაა დაკავებული.

თუ ძალიან აქტივისტი ინსპექტორი გვეყოლება, შესაძლებელია, ამ უწყების ხელი უფრო მეტად დაეტყოს მშრომელებს და აგრძნობინოს ის ცვლილებები, რომლებიც კანონში შევიდა, მაგრამ ამ პირობებში ეს საკმაოდ რთულია. როცა მთელი მთავრობა და პოლიტიკური კლასი მობილიზებულია, რომ ბიზნესისთვის სასარგებლო გარემო შექმნას, ამით რეკლამირებენ საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენც ამას გვაჯერებენ, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული დერეგულაციასთან. ძნელად წარმოსადგენია, რომ ერთმა თუნდაც უფლებამოსილმა სტრუქტურამ მნიშვნელოვნად შეცვალოს რამე. მანამ, სანამ სახელმწიფოს საზედამხედველო ფუნქციის გადააზრება არ მოხდება, იქნება ეს შრომაში, გარემოს დაცვაში, მიწასთან დაკავშირებულ საკითხებში თუ სხვა, რთულია ერთმა უწყებამ არსებითი გავლენა იქონიოს მშრომელთა პირობებზე.“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.