ავტორი: ხატია შამანაური
„ქართული ოცნების“ ლიდერების ათასობით განცხადების ანალიზმა თუ აჩვენა, რომ ისინი არაერთ ანტიდასავლურ გზავნილს საკმაოდ ორგანიზებულად ავრცელებენ, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები კიდევ უფრო მეტი აქტიურობითა და აგრესიული გამოსვლებით გამოირჩევიან.
მათი სამიზნე ხშირად ხდება არაერთი ევროპარლამენტარი, ევროპელი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი. ყველა, ვინც მმართველ გუნდს გააკრიტიკებს. გამორჩეულად აშკარა აგრესია აშშ-ის წინააღმდეგ ჩანს. სტრატეგიული პარტნიორისა და მისი დიპლომატიური წარმომადგენლის წინააღმდეგ უმეტესწილად სრულიად აბსურდულ და ყალბ გზავნილებს აქვს ადგილი.
ასეთ განცხადებებს კი ძირითადად ხელისუფლებასთან, უფრო კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული რამდენიმე პირი ავრცელებს.
2022 წლის 24 თებერვლიდან (უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან) 2023 წლის 24 ივლისამდე ,,იმედინიუსის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ყველა ახალი ამბის სათაური და ლიდი მოვაგროვეთ, პროგრამული ენის ,,პითონის“ გამოყენებით, ამ მონაცემების დამუშავების საფუძველზე წარმოგიდგენთ მომდევნო სტატიის თემას – გზავნილებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
58 802 ახალი ამბის გააანალიზების შემდეგ გაჩვენებთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა ტიპის გზავნილებს ავრცელებენ.