საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია უჭერს მხარს.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომელთა დაფინანსების გარკვეული წილი უცხოეთიდან არის მიღებული, უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ. ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს ეძლევა მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები წარსულში ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ, რომლებიც ახალი კანონპროექტით „უცხოურ ძალად“ ან „უცხოური გავლენის აგენტად“ კვალიფიცირდება.
„პუბლიკამ“ თავი მოუყარა ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრების შესახებ, რომლებიც წარსულში ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ. სია, ძირითადად, შედგენილია პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით:
-
ირაკლი კობახიძე
- 2000 – 2001
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი;
- 2006 – 2014
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი.
-
შალვა პაპუაშვილი
- 2005 – 2006
სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში;
- 2017 – 2020
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.
-
არჩილ თალაკვაძე
- 2006 – 2007
პროექტის კოორდინატორი, USAID;
- 2011 – 2012
G3, USAID, დირექტორის მოადგილე.
-
სოზარ სუბარი
- 1996 – 2004
რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი;
- 1998-2001
ლონდონის ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის კორესპონდენტი;
- 2003-2004
არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტის – კანონის უზენაესობის – დირექტორი;
- 2010 – 2015
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი.
-
ანრი ოხანაშვილი
- 2008 – 2009
მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში;
- 2010 – 2010
მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში;
- 2015 – 2017
მთავარი რედაქტორი (Schriftleiter), საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ);
-
ბექა დავითულიანი
- 2010 – 2013
ჟურნალი „ლიბერალი“;
- 2010 – 2012
შპს „მედიაჰაუსი დეკომი“ იურისტ-კონსულტანტი.
-
ზაურ დარგალი
- 2008 – 2011
მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი – პროგრამის მენეჯერი;
- 2012 – 2013
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
-
ირაკლი ზარქუა
- 2003 – 2006
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია;
-
რატი იონათამიშვილი
- 2005 – 2014 კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, პოლიტიკური პროექტების დირექტორი.
-
კახა კახიშვილი
- 2008 – 2014
საარჩევნო და პოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი;
- 2011 – დღემდე
არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” სამართლებრივი დირექტორი;
- 2012 – დღემდე
საარჩევნო სიის დაზუსტების სახ. კომისიის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი;
- 2012 – დღემდე
ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი.
-
გურამ მაჭარაშვილი
- 1994 – 1994
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.
-
გივი მიქანაძე
- 2000 – 2001
გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი;
- 2003 – 2004
კავშირი „ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე;
- 2004 – 2005
ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში;
- 2005 – 2005
ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ პროექტის დირექტორი
- 2009 – 2010
გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“;
- 2010 – 2013
ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი;
- 2013 – 2015
ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი;
- 2015 – 2016
ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი.
-
ნიკოლოზ სამხარაძე
- 2005 – 2010
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, ექსპერტი;
- 2010 – 2016
გაეროს განვითარების პროგრამა, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი.
-
ლევან ქარუმიძე
2011-2012
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროგრამის კოორდინატორი.
-
ირაკლი ჩიქოვანი
- 2016 – 2018
მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID) პროგრამებში.
-
გიორგი ხელაშვილი
- 2003 – 2004
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მასმედიის გრანტების მენეჯერი;
- 2004 – 2007
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი.
-
ირაკლი კოვზანაძე
- 2007 – 2008
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბანკების კორპორაციული მართვის კომისიის თავმჯდომარე ევრაზიის ქვეყნებში;
- 2008 – 2012
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი;
- 2009 – 2012
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) წარმომადგენელი დირექტორი სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოებში.
-
მარიამ ლაშხი
- 2007 – 2007
USAID არქეოლოგიური გათხრები;
- 2012 – 2014
მსოფლიო ბანკი.
-
გოგი მეშველიანი
- 2005 – 2014
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი კოორდინატორი.
-
ვლადიმერ ჩაჩიბაია
- 2015 – 2016
უფროსი სამხედრო მრჩეველი, ავღანეთში გაეროს დახმარების მისია (UNAMA).
-
ხატია წილოსანი
- 2011 – 2012
საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პარლამენტის კომუნიკაციის ცენტრის პროგრამის ასისტენტი;
- 2011 – 2011
საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი.
-
ირაკლი ბერაია
- 1999 – 2001
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი;
- 2001 – 2001
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოს დელეგაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი.
-
ეკა სეფაშვილი
- 1997 – 1998
გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი “ქალები განვითარების პროცესში”;
- 1999 – 2002
გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს მთავრობის ეროვნული პროექტი – გენდერული განვითარების პროცესში”;
- 2020 – 2020
ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის მრჩეველი.
-
მაია ბითაძე
- 2001 – 2003
„საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“(World Bank), იურისტ-ექსპერტი;
- 2003 – 2004
„ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი“ (UNDP/GEF), იურისტ-ექსპერტი;
- 2004 – 2005
„საქართველოს თევზის მეურნეობისა სექტორის განვითარების პროექტი“ (UNDP/FAO), იურისტ-ექსპერტი;
- 2004 – 2005
„მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება“ (UNDP), იურისტ-ექსპერტი;
- 2006 – 2011
ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) პროექტი საქართველოში – „ორჰუსის ცენტრი“, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში.