ვინ ამბობს იმას, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები არასდროს ამბობენ?

პუბლიკა

ავტორი: ხატია შამანაური

„ქართული ოცნების“ ლიდერების ათასობით განცხადების ანალიზმა თუ აჩვენა, რომ მათი ანტიდასავლური რიტორიკა მკაცრად თანმიმდევრულია, ხოლო როლები – სტრატეგიულად გადანაწილებული, ეს დიდი სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია. არის გზავნილების ისეთი ფორმულირებები, რომელსაც პირდაპირ არასდროს იყენებს ხელისუფლება, მაგრამ ხშირად ვისმენთ მასთან დაკავშირებული პირებისგან. ამ შემთხვევაშიც კომენტარები თანმიმდევრულად, ორგანიზებულად ვრცელდება და ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს.

2022 წლის 24 თებერვლიდან (უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან) 2023 წლის 24 ივლისამდე ,,იმედინიუსის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ყველა ახალი ამბის სათაური და ლიდი მოვაგროვეთ, პროგრამული ენის ,,პითონის“ გამოყენებით, ამ მონაცემების დამუშავების საფუძველზე წარმოგიდგენთ მომდევნო სტატიის თემას – ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების ანტიდასავლური გზავნილები. 58 802 ახალი ამბის გააანალიზების შემდეგ გაჩვენებთ, რა ტიპის გზავნილებს ავრცელებენ ეს პირები და როგორ მიდის მათი სათქმელი მოსახლეობამდე.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე რუსულ მედიაში აქტიურად გაჩნდა გზავნილი, რომ ევროპაში საგანგაშო სოციალურ-ეკონომიკური ვითარება იყო. ეს თემა მალევე პოპულარული გახდა საქართველოშიც. არაერთმა ადამიანმა აქტიურად დაიწყო მანიპულაციურად იმის განხილვა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს აჭარბებდა, რომ საქართველოს წარმატებას „მშვიდობა“ უზრუნველყოფდა, ხოლო მშვიდობა „ქართული ოცნების“ დამსახურება იყო.

ვინ ამბობს იმას, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები არასდროს ამბობენ?