წყლისა  და  ვიდეოს ჯადოქარი

დავით ბუხრიკიძე

კალიფორნიაში გარდაიცვალა ცნობილი თანამედროვე მხატვარი, არტისტი და ვიდეოარტის პიონერი, ბიოლ ვიოლა.

ამერიკელი მხატვარი ბილ ვიოლა, რომელიც მეოცე საუკუნის 70-ანი წლებიდან  მუშაობდა ვიდეოარტის ჟანრში, 13 ივლისს, 73 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა The New York Times. მისი მეუღლის, სამხატვრო სტუდიის დირექტორისა და მენეჯერის, კირა პეროვის თქმით, მხატვრის გარდაცვალების მიზეზი ალცჰეიმერის დაავადება გახდა.

შეიძლება ითქვას, რომ ბილ ვიოლა ვიდეოხელოვნების ერთერთი პიონერი და კლასიკოსია, რომელიც თავის ნაშრომებსა და ინსტალაციებში იკვლევდა ისეთ თემებს, როგორებიცაა – დაბადება, სიკვდილი, სიყვარული, ტრანსფორმაცია, რეინკარნაციახელოვნების ისტორიაში მისი სახელი მედიაარტის ერთერთი პიონერისა და ვიდეო არტის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის სახით შევიდა.

ბილ ვიოლა დაიბადა 1951 წლის 25 იანვარს ნიუიორკში. სწავლობდა ნიუიორკის სირაკუზის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა იტალიაში. სადაც გაიცნო ვიდეო არტის ერთერთი დამფუძნებელი ნამ ჯუნ პაიკი და ცნობილი მხატვარი და პოეტი, ვიტო აკონჩი. მათი გავლენის მიუხედავად, ის იყო ერთერთი პირველი, ვინც ვიდეოარტით სერიოზულად დაინტერესდა. გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, ვიოლამ მალე მოიპოვა ჩაწერის ტექნოლოგიისა და ვიდეომონტაჟის ოსტატის რეპუტაცია.

90-იან წლებში ვიოლა კლასიკურ მხატვრობას მიუბრუნდა და ძველი ოსტატების ნამუშევრების შესწავლა დაიწყო. თანდათანობით, მის ვიდეოხელოვნებაში გაჩნდა მანერიზმსა და ბაროკოს ჟანრებზე   პირდაპირი მინიშნებები, რამაც შემდგომში ასახვა ჰპოვა თეატრალურ დადგმებსა თუ სცენოგრაფიულ კონცეფციებში.

ბილ ვიოლა ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში და ტრადიციულ კულტურებს სწავლობდა. რამდენიმე წელი ფლორენციაში კომპანია Art/Tapes/22-ის სტუდიის ხელმძღვანელად მუშაობდა. აქტიურად იკვლევდა მუსიკისა და სახვითი ხელოვნების ჟანრების საერთოობასა და კავშირს. თუმცა, მისი, როგორც არტისტის ძირითადი აქცენტი უცვლელად რჩებოდაეს იყო ვიდეოხელოვნება. 

ვიდეოარტის ისტორიაში შევიდა ბილ ვიოლას მიერ გადაღებული მირაჟი საჰარაში და ტრადიციული საშემსრულებლო ხელოვნების ავთენტური კადრები სოლომონის კუნძულებსა და ინდონეზიაში. ის ერთდროულად შთაგონებული იყო ბუდიზმით, მუსლიმანური სუფიზმითა და ქრისტიანული მისტიკით. ხშირად მიმართავდა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ესთეტიკას, რის გამოც კრიტიკოსებივიდეოხელოვნების კარავაჯოსუწოდებდნენ. 

ვიოლამ სოლომონ გუგენჰაიმის სახელობის პრემია სწორედ თანამედროვე ვიდეოარტის განვითარებისათვის დაიმსახურა. 1995 წელს კი მან წარმოადგინა შეერთებული შტატების ხელოვნება ვენეციის ბიენალეზე. ინსტალაციების სერიამდამალული საიდუმლოებებიკრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ბილ ვიოლას ერთერთი გამორჩეული ნამუშევარია რიჰარდ ვაგნერის ოპერისტრისტანი და იზოლდასვიდეოინსტალაცია, რომელშიც წყლის სტიქიის ძალა და მხატვრული მისტიციზმი პარიზისოპერა გარნიესსცენაზე წარუშლელ და გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს. სპექტაკლი ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, პიტერ სელერსმა დადგა და მას უდიდესი წარმატება ჰქონდა.

მის სურათვიდეოებში ხშირად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სპეციალურად ერთნაირად არიან ჩაცმული და ასევე ერთნაირი გარეგნობითა და მანერებით გამახსოვრდებათ. ეს ერთფეროვანი მასააარაფრით გამორჩეული, მექანიკური, სტატიკური, თითქმის რობოტებად ქცეულნიდა უცებ, საიდანღაც ზემოდან იღვრება სინათლე, რომელიც ათავისუფლებს ადამიანებს ამ  ერთფეროვნებისგან და მოულოდნელად აღმოაჩენთ რეალურ ადამიანებს რეალურ, ცოცხალ გარემოში. სინათლის გარდასახვის ეს ეფექტი უდიდეს ემოციას და ზემოქმედებას ახდენს მნახველზე.

2012 წელს გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ვიოლამ მიიღო უმაღლესი ჯილდო მედიახელოვნების სფეროში  – The Medienkunstpreis, ვიდეოხელოვნების ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის. მისი ნამუშევრები კი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების კოლექციებშია დაცული და გამოფენილი.