თვალსაზრისი
დღევანდელ პოდკასტში ვისაუბრებ სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, როგორი მდგომარეობაა საქართველოში, რა მიღწევები გვაქვს ადგილობრივ კანონმდებლობაში ამ მიმართულებით და სად ვეძებოთ სამართალი თუკი, ერთ დღეს, ჯერი ჩვენზე მოდგება.
მენსტრუაცია ახლაც არის ძალიან სტიგმატიზირებული საკითხი. მენსტრუაციის დაწყებიდან მოყოლებული, ქალები ამ საკითხზე არ ვლაპარაკობთ.როდესაც რაღაცა არის ასეთი უხილავი, ძალიან რთულია მოითხოვო მენსტრუალური შვებულება დამსამქებლისგან. იმ პირობებში, როცა ასეთი სტიგმატიზირებულია მენსტრუაცია, ითვლება ქალის სისუსტედ. სხვა ეკონომიკური საკითხების გარდა შემოდის სტიგმაც, რომელიც გვაიძულებს ქალებს გავჩუმდეთ და გვქონდეს სირცხილის განცდა.
ჩემი პოდკასტი, მაგალითად, მოიცავს ორ ძალიან განსხვავებულ ნარატივს. დედაჩემის ოჯახი აფხაზეთის ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე გადმოვიდა თბილისში და მათ ომი მეორადი პერსპექტივიდან განიცადეს, როგორც დევნილების მეგობრებმა და ნათესავებმა.
ზეგანაკვეთურ შრომაზე წინა პოდკასტში გავამახვილე ყურადღება. ვილაპარაკე მის შინაარსზე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც დამსაქმებელს უფლებას აძლევს, დასაქმებულის შრომა და მისი რესურსები არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს.
დღევანდელ პოდკასტში მწერალ და ენათმეცნიერ დიანა ანფიმიადთან ერთად მოგიყვებით, როგორია ცხოვრება აუტიზმთან ერთად. რას ნიშნავს, როდესაც ხარ მშობელი და გყავს შვილი სპეციფიკური საჭიროებებით - აუტისტური სპექტრის აშლილობით.
საქართველოდან წასვლით დაინტერესებულ სხვა ქალებთან ერთად, თინა შეუერთდა ფიქტიურ ძიუდოს გუნდს და ისე ჩამოვიდა შეერთებულ შტატებში. აქ თინა მუშაობდა 16-საათიანი ცვლებით ქარხნებში, ალაგებდა ოფისებს და მიმტანი იყო რესტორნებში. როგორც მან მითხრა, მასთან ერთად ჩამოსული ემიგრანტების ჯგუფში ყველა ახალგაზრდა იყო.
საბავშვო ბაღი ნაკლებად მომგებიანი სფეროა, დაბალი ანაზღაურებით და, სტატისტიკურად, დაბალანაზღაურებად სფეროებში ჩვენთან, საქართველოში, უმეტესად ქალები არიან დასაქმებულები. დასაქმების ეს სექტორები კი ისეთ სფეროებს ემთხვევა, რომლებიც სტერეოტიპულად „ქალების როლს“ უკავშირდება - ზრუნვის შრომა, მომსახურების სფერო და სხვა.
დღევანდელი ეპიზოდი 2012 წლის ტრეკით „სისტემა უნდა დაინგრეს” ფრაგმენტით დავიწყეთ. თქვენ უსმენთ ფემინსტრიმს. მე თამო ვარ, ნინოსთან და ჩვენს სტუმართან ერთად შევეცდებით გავიხსენოთ ენაში გავრცელებული ფორმები, რომლებიც ძალადობას, ომს და სხვა სახის ტრაგედიებს ეხმაურება.
ბიძინა არჩევნების საღამოს შეხვდება ჰაერში - ტყუილად კი არ აქებდა ზურა ადეიშვილს 2012-ის 2 ოქტომბერს დილიდან, რომ გაიგო, გაფრინდაო. ყველაზე ჭკვიანი კაცია იმ ხელისუფლებიდანო.
მე ისე გავატარე ბავშვობა, რომ პურის რიგში დგომა არ დამჭირვებია. მიუხედავად ამისა, როცა საკმარისად გავიზარდე, სიარული, ლაპარაკი და სიფრთხილე ვისწავლე, ხანდახან მაღაზიაში მაგზავნიდნენ ძეხვის, შოთისა და კარაქისთვის. დედაჩემს დამხმარე სჭირდებოდა და მეც, როგორც უფროსმა გოგომ, ეს როლი ავითვისე.
დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო იმ კულტურულ ბარიერებზე, რომლებიც იურიდიულ კონტექსტთან არ არის კავშირში და უფრო მეტად ჩვენს ჩვევას, ასე ვთქვათ, კომფორტის ზონას წარმოადგენს. ზოგჯერ, და მე მგონია, რომ უმეტეს შემთხვევაში, ფურცელზე დაწერილი კანონები არ წარმოადგენს ხოლმე პრობლემას.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ქმედება უკრაინასთან მიმართებით შემდეგი თეზისებით ხასიათდება: