თვალსაზრისი
არაა გამორიცხული რომ „ოდეკაბეს” ჯარების გასვლის შემდეგ იქ რუსული სამხედრო ბაზა გაიხსნას. არც ისაა გამორიცხული რუსული ენა ისევ დაბრუნდეს სახელმწიფო ენის სტატუსით, მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით. მოკლედ, შუა აზიის უძლიერეს სახელმწიფოზე რუსეთის გავლენა იზრდება...
ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები მემკვიდრეობით მთელ ქონებას უტოვებენ ტიპური განვითარების მქონე შვილს. მოიაზრება, რომ „მან უნდა მოუაროს შშმ დას/ძმას“, შესაბამისად შშმ შვილის წილი ცალკე არ გამოიყოფა. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მემკვიდრეობით მიღებული ქონების ტიპური განვითარების მქონე მეწილე ასევე არის ფსიქო-სოციალური საჭიროების ანდაც ინტელექტუალური შეფერხების მქონე შშმ ქალი მემკვიდრის მხარდამჭერიც.
რატომ არ დადიან მამები მშობელთა კრებაზე? თუ ამ კითხვას თითოეულ ოჯახს ინდივიდუალურად დაუსვამთ, ძირითადად ერთგვაროვან პასუხს მოისმენთ - დრო არ აქვთ. საზოგადოებაში, სადაც ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა კაცის, ხოლო შვილების აღზრდა ქალის მოვალეობად მიიჩნევა, მამები იშვიათად ფიქრობენ, რომ მშობელთა კრებაზე სიარული მათი საქმეა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაკავებულები არიან ისინი.
მახსოვს, როგორი გაოცებული ვიყავი, როდესაც უცხოეთში დავესწარი სმენადაქვეითებული ახალგაზრდების საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ სასწავლო სესიას, რადგან სესიის მიმდინარეობისას ჩვენი საუბარი ეკრანზე იწერებოდა. ამ ყველაფერს უზრუნველყოფდნენ palantypist-ები. სამწუხაროდ, ამ სიტყვის ქართული შესატყვისი არ ვიცი, ამიტომ ასე გამოვიყენებ.
კერძოდ, ,,ქართულ ოცნებასთან“ არააფილირებულმა, პროდასავლურმა, პატარა პარტიებმა მნიშვნელოვან ელექტორალურ წარმატებას ვერ მიაღწიეს. სანაცვლოდ კი, 2017 წლის არჩევნებთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით, 13.6 %-ით გაიზარდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა.
დამოკიდებულება მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა არ არის, რომელის სხეულიდან წამლებით გამოდევნი და ის დასრულდება. ჩემი გამოცდილებით იგი უფრო მექანიზმია, რომელსაც ადამიანი სხვადასხვა სიატუაციებში თავდაცვისთვის იყენებს. მაგრამ ზოგჯერ თავდაცვაც შეიძლება თვითდესტრუქციაში გადავიდეს. სწორედ ამ ზღვრის მოშლაა დამოკიდებულება და იქიდან უკან მობრუნება ალბათ ყველაზე რთული რამ არის რაც შეიძლება ადამიანმა გამოიაროს, თუმცა ეს შესაძლებელია.
მსმენელს პოდკასტების ამ სერიის მოსმენისას ალბათ უჩნდება კითხვა: და მაინც რა გადაკვეთა არსებობს გენდერსა და შეზღუდულ შესაძლებლობას შორის? რატომ არიან შშმ ქალები შშმ კაცებზე უფრო მოწყვლად მდგომარეობაში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პირველად დავიწყე 2015 წელს, როდესაც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ტრენინგკურსისთვის ვავსებდი აპლიკაციას.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმა რისკ-ჯგუფების პირველ რიგში აცრას ითვალსიწინებს. ქვეყანა არა მხოლოდ ჩამორჩა გეგმით გათვალისიწინებულ ვადებს (გეგმის გადახედვის აუცილებლობაზე საუბარი უკვე დაიწყო), არამედ სრულიად აცდა იმ პრიორიტეტებს, რაც მასში თავიდან იდო.
თბილისის მერიამ აქტიურად დაიწყო დაუმთავრებელი მშენებლობების განახლების პროცესი. როგორც ამბობენ, ეს შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებით ნაკარნახევი საჭიროება იყო, თუმცა ამ დასაბუთების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა შესაძლებელია. თბილისის მერიას ყიფშიძის ქუჩის შემთხვევაში შეჩერებული მშენებლობის განახლებისას არ უმსჯელია მთელი რიგი ცენტრალური საკითხების შესახებ.
სოციოლოგიაში იმის დადგენა, თუ რა უწყობს ხელს სტიგმის ჩამოყალიბებას, სადაო საკითხია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სტიგმისა და ნეგატიური სტერეოტიპების გავლენა მარგინალიზებული ჯგუფებისთვის დიდი ზიანის მომტანია. შშმ პირთა შემთხვევაში მიიჩნევა რომ, სტიგმის ფორმირებაზე მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის ტიპი, თუ რამდენადაა ის გამოხატული და შშმ პირის გენდერი.
დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ ფემინისტური ბრძოლის დღის წესრიგი გაცილებით ფართოა, ვიდრე ეს წლების წინ იყო. თუკი პირველი ტალღის ფემინისტები ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებას ითხოვდნენ, მეორე ტალღის ამოსავალი წერტილი საშინაო და აუნაზღაურებელი შრომა გახდა. შემდგომ კი გენდერისა და სექსუალობის საკითხებმა წამოიწიეს წინ. ზოგიერთ ამ საკითხს დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა.
შშმ ქალთა პოლიტიკური ჩართულობა დავგუგლე ქართულად და ისევ ერთ-ერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე ჩემი გამოსვლის შესახებ ნიუსი ამომიგდო. საქართველოში შშმ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ ინფორმაცია არ გვააქვს. არადა იგივე მეზობელ სომხეთს ჰყავდა სოციალური დაცვის მინისტრად შშმ ქალი.