თვალსაზრისი

პუბლიკა

ყველა ადამიანს აქვს ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით, მაგრამ ამ მექანიზმებნის ამოქმედება და რეალობაში დანერგვა რთულია, რადგან კანონების გარდა, ადამიანურ დამოკიდებულებებსაც დიდი როლი უჭირავთ უფლებების ხელშეუხებლობაში, განსაკუთრებით, როცა საქმე უმცირესობებს ეხება.

გია ეძგვერაძე

დღეს კი დეგრადაციის მატარებელი სხეული ვართ, მხოლოდ ტვირთად მყოფი სამყაროს (ცივილური ქვეყნების) მხრებზე...

საქმეც ისაა, რომ მე არ ვიცი ამას ეშველება თუ არა რამე. ყოველ შემთხვევაში, მოკლე ხანში რომ არაფერი არ ეშველება, ამაში დარწმუნებული ვარ. ზიზღისა და სიძულვილის ატმოსფეროს დაძლევას დასჭირდება არა მხოლოდ საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტივობა, არამედ მწყობრი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა.

პუბლიკა

მენტრალური ჯანმრთელობა და ადიქციები - ეს ის თემებია, რომლებზეც ვისაუბრებ ჩემს პოდკასტებში. მათზე საუბარი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. პირველ რიგში, როგორც სოციალური მუშაკი საკმაოდ ხშირად ვაწყდები ამ პრობლემებსა და ქვეყანაში სათანადო სერვისების არარსებობის პრობლემას; და მეორე, მე თავად მაწუხებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და ადიქციასთანაც არაერთხელ მქონია პირადი ბრძოლა.

 ერემიტი, ტოვებს რა ამქვეყნიურ ორომტრიალს, მისი თვითმიზანია კავშირი ღმერთთან და წმინდანებთან.  მისი გაქცევაც  ამ კავშირის მაქსიმალური გაძლიერების შესაძლებლობაა. განსაკუთრებით მოუკლებელი ლოცვა, ანუ ღმერთთან მუდმივ დიალოგში ყოფნა.

გურამ იმნაძე

დღესაც, ლექსო ლაშქარავას შემთხვევაში – ფოკუსი არა ფონიჭალაზე, არამედ იმაზე უნდა გვქონდეს, ვინც მოძალადეებსა და მსხვერპლს შორის ჩადგომაზე, ლექსოს და მისი ათეულობით კოლეგის უსაფრთხოების დაცვაზე უარი თქვა

პუბლიკა

ამ ვიდეობლოგში მსურს ვისაუბრო ერთერთ ყველაზე მძიმე და მარგინალიზებულ შრომაზე - გარეგაჭრობაზე, ამ შრომაში ჩაბმულ ქალებზე და იმაზე, თუ როგორ დევნის მათ სახელმწიფო ერთი ხელით, ხოლო მეორეს ხელით როგორ იღებს სარგებელს მათი დაუცველი და აუნაზღაურებელი სამუშაოდან.

პუბლიკა

ემიგრაციაში წასვლის ისტორიები ხშირად განსხვავებულია, თუმცა მიზეზი ერთია – გამოუვალი ეკონომიკური მდგომარეობა. რომელიც ზოგჯერ  გამოწვეულია უმუშევრობითა და დაბალი ანაზღაურებით, ზოგჯერ  - უეცრად თავს დამტყდარი დიდი ხარჯით, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ანდა ბანკიდან აღებული სესხის გამო.

პუბლიკა

ვისზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე? რა იცის და რა არა სახელმწიფომ მათი საჭიროებების შესახებ, რა გამოწვევებია შშმ ქალთა დასაქმების მიმართულებით? მოცემულ ვიდეობლოგში შევეცდები ვისაუბრო შშმ ქალთა დასაქმების ბარიერებსა და მის წარმომშობ სისტემურ თუ სტრუქტურულ მიზეზებზე.

პუბლიკა

ფემინსტრიმის ვიდეობლოგებში გესაუბრებით ქალთა შრომითი მიგრაციის შედეგებზე, უფრო კონკრეტულად კი, თუ როგორ აისახება შრომითი მიგრაცია ქართველი ემიგრანტი ქალების ცხოვრებაზე. საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ და სანამ კონკრეტულ ისტორებზე და გამოცდილებებზე ვისაუბრებთ, პირველი ვიდეობლოგი იქნება ერთგავრი შესავალი.

პუბლიკა

„ფემინისტრიმის“ ამ ვიდეობლოგების სერიაზე მუშაობა პანდემიის ერთი წლის თავს დაემთხვა, როდესაც ჩვენ, როგორც საზოგადოებამ გამოვიარეთ და ახლაც გავდივართ ჩაკეტილობას, უკიდურეს სიღარიბეს, პოლიტიკურ კრიზისებსა და ალტერნატივების არარსებობას. სამწუხაროდ, ამ კრიზისმა კარგად მიჩვენა, რომ სრული გაუცხოება მაქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ.

პუბლიკა

მიმდინარე წლის 15 მარტს POSTTV Media-ში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმაზე ისაუბრა და რიგ საკითხებთან ერთად გამოეხმაურა  საპარლამენტო მოსმენისას მინისტრის ინიციატივას მისაღები გამოცდების ცვლილებასთან დაკავშირებით.