თვალსაზრისი
ერემიტი, ტოვებს რა ამქვეყნიურ ორომტრიალს, მისი თვითმიზანია კავშირი ღმერთთან და წმინდანებთან. მისი გაქცევაც ამ კავშირის მაქსიმალური გაძლიერების შესაძლებლობაა. განსაკუთრებით მოუკლებელი ლოცვა, ანუ ღმერთთან მუდმივ დიალოგში ყოფნა.
საბავშვო ბაღი ნაკლებად მომგებიანი სფეროა, დაბალი ანაზღაურებით და, სტატისტიკურად, დაბალანაზღაურებად სფეროებში ჩვენთან, საქართველოში, უმეტესად ქალები არიან დასაქმებულები. დასაქმების ეს სექტორები კი ისეთ სფეროებს ემთხვევა, რომლებიც სტერეოტიპულად „ქალების როლს“ უკავშირდება - ზრუნვის შრომა, მომსახურების სფერო და სხვა.
მენტრალური ჯანმრთელობა და ადიქციები - ეს ის თემებია, რომლებზეც ვისაუბრებ ჩემს პოდკასტებში. მათზე საუბარი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. პირველ რიგში, როგორც სოციალური მუშაკი საკმაოდ ხშირად ვაწყდები ამ პრობლემებსა და ქვეყანაში სათანადო სერვისების არარსებობის პრობლემას; და მეორე, მე თავად მაწუხებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და ადიქციასთანაც არაერთხელ მქონია პირადი ბრძოლა.
დღეს კი დეგრადაციის მატარებელი სხეული ვართ, მხოლოდ ტვირთად მყოფი სამყაროს (ცივილური ქვეყნების) მხრებზე...
სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ როდესაც მმართველ გუნდს არცერთი დამაჯერებელი არგუმენტი არ დარჩა საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად, მათ გადაწყვიტეს განტევების ვაცის მოძიება და ჩვენზე ამ სახის შეტევის განხორიელება
ძალიან საწყენია. ახლაც კი, როდესაც პანდემიას ვებრძვით და ცნობებს თითოეული ახალი დაინფიცირებული ადამიანის შესახებ უფსკრულთან საგრძნობ მიახლოებად განვიხილავთ, არსებობს ერთი დიდი ჯგუფი ადამიანებისა, კერძოდ ისინი, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარენ, და ამ მოხმარებასთან დაკავშირებული უამრავი ისეთი ქცევა, რომლებიც ინფიცირების რისკებს საგრძნობად ზრდის ან ინფიცირების შემთხვევაში კრიტიკულ ხასიათს იძენს, თუმცა, რატომღაც ამის შესახებ არავინ საუბრობს.
არის თუ არა ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობები, რომლისკენაც, წინააღმდეგობრივი გზებით, მიემართებოდა ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991 წელს), გარედან თავსმოხვეული, ადამიანთა ცნობიერებაში ზემოდან ჩანერგილი (ან „ჩატენილი“) პარადიგმები, თუ ესაა შინაგანი (ინტერნალიზებული) ღირებულებები, როგორც ადამიანთა ცხოვრების წესის ორგანული ნაწილი?
ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალ ამბებში მოისმენდით ან სოციალურ მედიაში თვალს მოკრავდით ინფორმაციას კომერციული ბანკის რეკორდული მოგების შესახებ. დიახ, ეს მართალი ამბავია. ამავდროულად, ზედიზედ 17 თვე იგებდით, რომ ფასების საერთო დონის ზრდა ორნიშნაა. ეს ორი რამ კი ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია.
ვისზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე? რა იცის და რა არა სახელმწიფომ მათი საჭიროებების შესახებ, რა გამოწვევებია შშმ ქალთა დასაქმების მიმართულებით? მოცემულ ვიდეობლოგში შევეცდები ვისაუბრო შშმ ქალთა დასაქმების ბარიერებსა და მის წარმომშობ სისტემურ თუ სტრუქტურულ მიზეზებზე.
დღევანდელ პოდკასტში მწერალ და ენათმეცნიერ დიანა ანფიმიადთან ერთად მოგიყვებით, როგორია ცხოვრება აუტიზმთან ერთად. რას ნიშნავს, როდესაც ხარ მშობელი და გყავს შვილი სპეციფიკური საჭიროებებით - აუტისტური სპექტრის აშლილობით.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მარცხის და დასავლეთის სანქციების პირობებში საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაბედავს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას. ხალხის ნება კი სრულიად ცალსახაა: უკრაინის მხარდაჭერა და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში.
თბილისის მერიამ აქტიურად დაიწყო დაუმთავრებელი მშენებლობების განახლების პროცესი. როგორც ამბობენ, ეს შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებით ნაკარნახევი საჭიროება იყო, თუმცა ამ დასაბუთების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა შესაძლებელია. თბილისის მერიას ყიფშიძის ქუჩის შემთხვევაში შეჩერებული მშენებლობის განახლებისას არ უმსჯელია მთელი რიგი ცენტრალური საკითხების შესახებ.