თვალსაზრისი
მთავრობის პოლიტიკა ნამოხვანის ჰესთან მიმართებაში ძალზე ცუდი სიგნალია არა მხოლოდ ევროკავშირისათვის, არამედ ინვესტორებისთვისაც. არსებული დარღვევები მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცუდი საინვესტიციო გარემოა, ვინაიდან კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო არ არსებობს.
ემიგრაციაში წასვლის ისტორიები ხშირად განსხვავებულია, თუმცა მიზეზი ერთია – გამოუვალი ეკონომიკური მდგომარეობა. რომელიც ზოგჯერ გამოწვეულია უმუშევრობითა და დაბალი ანაზღაურებით, ზოგჯერ - უეცრად თავს დამტყდარი დიდი ხარჯით, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ანდა ბანკიდან აღებული სესხის გამო.
ვისაც მხედველობა და სმენა გაგვაჩნია, სამყაროს ნანახით ან მოსმენილი ინფორმაციით აღვიქვამთ. ჩვენი შეგრძნების ორგანოთა ჩამოთვლას, არისტოტელედან მოყოლებული, მხედველობით ვიწყებთ, მეორე ადგილას კი აუცილებლად სმენას ვაყენებთ. სმენა განაპირობებს ჩვენს მეტყველებას და სრულყოფილი ენობრივი კომუნიკაციის შესაძლებლობას გვანიჭებს.
არაა გამორიცხული რომ „ოდეკაბეს” ჯარების გასვლის შემდეგ იქ რუსული სამხედრო ბაზა გაიხსნას. არც ისაა გამორიცხული რუსული ენა ისევ დაბრუნდეს სახელმწიფო ენის სტატუსით, მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით. მოკლედ, შუა აზიის უძლიერეს სახელმწიფოზე რუსეთის გავლენა იზრდება...
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ქმედება უკრაინასთან მიმართებით შემდეგი თეზისებით ხასიათდება:
ამ პირობებში კერძო ბაღების უმეტესობა გაკოტრების პირას არის და შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კერძო ბაღების არსებობას.
რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომით გაჩაღებულმა პირველმა შოკმა გადაიარა. გაჩნდა იმის იმედიც რომ უკრაინელები მტერს მოიგერიებენ მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით. ამიტომ ახლა შედარებით მშვიდად შეიძლება ვისაუბროთ იმაზე თუ რა და რატომ მოხდა და რა შეიძლება გველოდეს მომავალში.
ფემინსტრიმის ვიდეობლოგებში გესაუბრებით ქალთა შრომითი მიგრაციის შედეგებზე, უფრო კონკრეტულად კი, თუ როგორ აისახება შრომითი მიგრაცია ქართველი ემიგრანტი ქალების ცხოვრებაზე. საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ და სანამ კონკრეტულ ისტორებზე და გამოცდილებებზე ვისაუბრებთ, პირველი ვიდეობლოგი იქნება ერთგავრი შესავალი.
მენსტრუაცია ახლაც არის ძალიან სტიგმატიზირებული საკითხი. მენსტრუაციის დაწყებიდან მოყოლებული, ქალები ამ საკითხზე არ ვლაპარაკობთ.როდესაც რაღაცა არის ასეთი უხილავი, ძალიან რთულია მოითხოვო მენსტრუალური შვებულება დამსამქებლისგან. იმ პირობებში, როცა ასეთი სტიგმატიზირებულია მენსტრუაცია, ითვლება ქალის სისუსტედ. სხვა ეკონომიკური საკითხების გარდა შემოდის სტიგმაც, რომელიც გვაიძულებს ქალებს გავჩუმდეთ და გვქონდეს სირცხილის განცდა.
ჩვენ ფიცი გვაქვს ნათქვამი და არა, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, საქართველოს სიყვარულში არ დავიღლებით.
2020 წლის გაზაფხულზე თბილისელებმა აღმოაჩინეს, რომ მყინვარწვერის დანახვა თბილისიდან კვლავ შესაძლებელია – როცა ქალაქს თავზე ჩვეული ფოტოქიმიური სმოგის ქუდი არ ადგას. COVID-19-ის პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ საჭიროა ქალაქების განვითარების კონცეფციების გადააზრება.