თვალსაზრისი
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მარცხის და დასავლეთის სანქციების პირობებში საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაბედავს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას. ხალხის ნება კი სრულიად ცალსახაა: უკრაინის მხარდაჭერა და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში.
„ბებიაჩემს შიმშილიც გამოუცდია, უწყლობაც, ომიც. მთელი დარჩენილი ცხოვრება ყოველ ღამე ღმერთს სთხოვდა მშვიდობას. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი მშვიდობის ფასის გასაგებად. იმდენად რომ ვერც ლენინგრადის ბლოკადის ისტორიამ მიმახვედრა მთელი სიმძაფრით, თუ რა ჰქონდა გადატანილი."
მწარეა იმაზე დაკვირვებაც, თუ როგორ ხდება ამ ხელ-ფეხშეკრულ მდგომარეობაშიც კი მათი მუდმივი ინსტრუმენტალიზება. ასე ჩუმად შემოპარებული მემარცხენე იდეოლოგიური ჩარჩო ხშირად ირონიული თუ კარიკატურული ტონის პარადიგმად იქცევა. დაუკვირვებელი თვალისთვისაც მაშინვე ნათელი ხდება, ქართულ ნეოლიბერალურ პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ როგორი მოცემულობის სივრცე თავისუფლდება სოციალური საკითხებისთვის და როგორი ილეთებით ხდება ამ სივრცის ათვისება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმა რისკ-ჯგუფების პირველ რიგში აცრას ითვალსიწინებს. ქვეყანა არა მხოლოდ ჩამორჩა გეგმით გათვალისიწინებულ ვადებს (გეგმის გადახედვის აუცილებლობაზე საუბარი უკვე დაიწყო), არამედ სრულიად აცდა იმ პრიორიტეტებს, რაც მასში თავიდან იდო.
მახსოვს, როგორი გაოცებული ვიყავი, როდესაც უცხოეთში დავესწარი სმენადაქვეითებული ახალგაზრდების საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ სასწავლო სესიას, რადგან სესიის მიმდინარეობისას ჩვენი საუბარი ეკრანზე იწერებოდა. ამ ყველაფერს უზრუნველყოფდნენ palantypist-ები. სამწუხაროდ, ამ სიტყვის ქართული შესატყვისი არ ვიცი, ამიტომ ასე გამოვიყენებ.
საქართველოდან წასვლით დაინტერესებულ სხვა ქალებთან ერთად, თინა შეუერთდა ფიქტიურ ძიუდოს გუნდს და ისე ჩამოვიდა შეერთებულ შტატებში. აქ თინა მუშაობდა 16-საათიანი ცვლებით ქარხნებში, ალაგებდა ოფისებს და მიმტანი იყო რესტორნებში. როგორც მან მითხრა, მასთან ერთად ჩამოსული ემიგრანტების ჯგუფში ყველა ახალგაზრდა იყო.
ოდენობების თემა ნარკოპოლიტიკის სფეროში ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია, მასზე მოდის სამართალდამცავი უწყებების ყველაზე დიდი წინააღმდეგობა
დავიწყოთ იმით, რომ დღემდე გაუგებრად რჩება პრეზიდენტის აღტაცებით აღსავსე მისალოცი, ისევე როგორც მისი მადლიერება ყარაბაღის შეთანხმების ფასილიტატორის, ანუ რუსეთის მიმართ, რომელიც “ნეიტრალური არბიტრის” ფორმატში კურირებდა შეთანხმების მიღწევას.
მიმტანად მუშაობის მთავარი ხიბლი უამრავ ადამიანთან კომუნიკაცია, სტუმრის ფულადი საჩუქარი (ე.წ. ჩაი) და მოქნილი სამუშაო გრაფიკია. თუმცა, ამ სარგებლის მიღმა, საკმაოდ დამღლელი, საპასუხისმგებლო და პრობლემური საქმიანობა დგას. მითუმეტეს მაშინ, როდესაც თვიდან თვემდე გადარჩენისთვის ვიბრძვით.
ჩვენ უბრალოდ არ გვესმის, თუ რით ტვირთავს ამ ცნებებს დღეს თანამედროვე ადამიანი. რახან ჩვენს სულიერებაში თავისუფლების იდეა უბრალოდ არ არის დაბადებული იმ სახით რომლითაც ის მომავალს აშენებს!
არაადაპტირებული ფიზიკური გარემო, მხარდამჭერი სერვისების, ინკლუზიური განათლებისა და დასაქმების ნაკლები ხელმისაწვდომობა, სიღარიბე, - ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები ყოველდღიურად აწყდებიან.
დამოკიდებულება მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა არ არის, რომელის სხეულიდან წამლებით გამოდევნი და ის დასრულდება. ჩემი გამოცდილებით იგი უფრო მექანიზმია, რომელსაც ადამიანი სხვადასხვა სიატუაციებში თავდაცვისთვის იყენებს. მაგრამ ზოგჯერ თავდაცვაც შეიძლება თვითდესტრუქციაში გადავიდეს. სწორედ ამ ზღვრის მოშლაა დამოკიდებულება და იქიდან უკან მობრუნება ალბათ ყველაზე რთული რამ არის რაც შეიძლება ადამიანმა გამოიაროს, თუმცა ეს შესაძლებელია.