აშშ-ის საელჩო წერეთელსა და ოხანაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხდებას ავრცელებს

პუბლიკა

აშშ-ის საელჩო წერეთელსა და ოხანაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებაში, წერია, რომ მომხდარის შესახებ სწავლობენ ინფორმაციას.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას.” – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

 

დღეს აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება იმართებოდა. ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა. მგალობლიშვილი ასევე მმართველი პარტიის დეპუტატია. მომხდარს უკვე გამოეხმაურა ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი წერეთლის მხრიდან.