აუცილებელია პროცესში დამატებით სხვა მოსამართლეთა ჩართვა - ომბუდსმენი აქციისას დაკავებულებზე

პუბლიკა

„მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ სასამართლო განხილვები”, – სახალხო დამცველი 2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესებს ეხმაურება.

განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი დაკავებულია 18 ნოემბერს, სამუშაო დროს, შესაბამისად მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური ვადა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის 12 საათი. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ამ ვადის გასვლის შემდგომ, აუცილებელია მათი გათავისუფლება.

„აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულად დაკავებულების საქმეებს განიხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლე, რაც ბუნებრივია ართულებს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აუცილებელია დამატებით სხვა მოსამართლეთა პროცესში ჩართულობა, რათა არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები”, – ნათქვამია განცხადებაში.