ავტორი
სტატია
ქართველთა ჭეშმარიტი და მარადიული ტოლერანტობის ამბავი ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიამაყეა, რომელიც ისეთ პათეტიკურ ლოზუნგებში ცოცხლდება, როგორიცაა: „ქართველები ისტორიულად ტოლერანტი ერი ვართ!“
ბლოგი
ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ შენ გემსახურონ და განგადიდონ? ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს ჩვენს ბატონობას და განდიდებას? რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!
საქართველოში მონღოლთა ბატონობის დროს ორი პარალელური სოციალური რეალობა იყო. ერთ რეალობაში მოსახლეობა ორმაგ გადასახადებს იხდიდა, ცალკე საკუთარი სახელმწიფოს და ცალკე დამპყრობელი იმპერიის სასარგებლოდ, მეორე რეალობაში კი ეკლესია ორმაგი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა, როგორც მეფისგან, ასევე, ყაენისგან.
ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა ორი მნიშვნელოვანი საჯარო მიმართვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურისტებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით, დროებით შეზღუდოს კოლექტიური ღვთისმსახურებისა და მასში მონაწილეობის უფლება ყველა რელიგიური გაერთიანებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის მიმართ.
გულწრფელად რომ ვთქვა, არ მესიამოვნა ვიღაცა „ცხვრად“ რომ მთვლის, თან იმ წრიდან, ბოლომდე რომ ვერ გარკვეულა, ცხვარი რიტუალური საკვებია თუ უუფლებობის სიმბოლო. კაცმა რომ თქვას, არცერთი პერსპექტივა არ იწვევს აღფრთოვანებას. ეგეც არ იყოს, „მწყემსებისთვის“ სიტყვის შემბრუნებელი სხვა „ცხვრებისადმი“ სოლიდარობის გრძნობამაც თავისი ქნა და გადავწყვიტე მეც „ვიქილიკო“.
ჩვენში ეშმაკების ზუსტი ადგილსამყოფელის აღმოჩენის დაუოკებელ სურვილს დიდი ისტორია აქვს. ეშმაკს ხან დეტალებში ვეძებთ, ხან უპატრონო ეკლესიებში, ხან ტელეფონის სიმ-ბარათებში, ხან საბანკო ბარათებში, ხან სუნამოებსა და საღეჭ რეზინებში, ხან კიდევ მათ კრებას მიწის გულში, ზუსტად 550 მილის სიღრმეში წავადგებით თავზე დაუკითხავად. მოკლედ, ისეთი ამბავია, ეშმაკი ჩვენ შეგვიჩნდა თუ ჩვენ მას, მარტო თვითონ თუ გაარკვევს.