ავტორი
ბლოგი
სულ ახლახანს საწყალი მღვდელი დაავადდა და მგონი, მასთან ერთად სტიქაროსანიც. დღეს რაღაც ვიდეო ვნახე, პატარა ბავშვი დგას და ამბობს, რაც საპატრიარქოს კურთხევა იქნება, მაგას ვიზამთო. მერე შუა ხნის მამაკაცი გამოვიდა - თუ წირვა შეწყდება, სულიწმინდა დაგვტოვებს და ცეცხლის წვიმა წამოვა ციდანო.
„ამათ უეჭველად დაიჭერენ, ეს ამბები რო მორჩება...“, - გადმომილაპარაკა ჩემმა ირანელმა თანამშრომელმა, როცა კარანტინში მყოფი პაციენტების მეთვალყურე ირანელი ექიმების ცეკვის ვიდეოს ვუყურებდით, რომელიც იუთუბზე გავრცელდა და მოკლე ხანში დიდი პოპულარობაც მოიპოვა.