Border circle

ჯანა ჯავახიშვილი

ავტორი

ჯანა ჯავახიშვილი

ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავჯანსაღდეთ, დავაბრუნოთ ჩვენს ყოფიერებაში და ცნობიერებაში პასუხისმგებლობის გრძნობა, მისი ფასი არაფერია, თავისუფლება პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე არ არსებობს.

ჯანა ჯავახიშვილი

რომ არ მოხდეს მცდარი შეხედულებების გავრცელება, მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო: უბედური შემთხვევისა თუ კატასტროფების დროს რეაგირების მიდგომები უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო მტკიცებულებას იმის თაობაზე, რა არის ეფექტური და რა ეხმარება ადამიანებს გაუმკლავდნენ უბედურებას, და რა არ ეხმარება და პირიქით, აზიანებს.

რა არის ამისთვის საჭირო? ვიფიქროთ არა იმაზე, თუ „რა მინდა“, ან „სხვა როგორ უნდა მოიქცეს“, არამედ იმაზე, თუ „რა არის საჭირო“, „რა არის რეალისტური“ და „მე რა შემიძლია გავაკეთო“ - რომ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რომელშიც დღეს ჩვენი საზოგადოებაა შესული. გავხდეთ ზრდასრულები. გავიზარდოთ.

ჯანა ჯავახიშვილი

ის შიში და შფოთვა, რომელიც კოვიდის მიმართ არის, კოვიდზე ვერ მიიმართება – ერთი უჩინარი პატარა ნაწილაკია, ზომით მიტკლის უხილავ ნაჩვრეტებზე უფრო მცირე. ამიტომ, ამ შიშისა და უსუსურობის განცდის საპასუხოდ აღმოცენებული კოლექტიური ბრაზი პროეცირდება უახლოეს ხელმისაწვდომ გარემოსა და ობიექტებზე – ადამიანებზე, მანქანებზე, სახლებსა და ა.შ.

ჯანა ჯავახიშვილი

შექმნილმა ვითარებამ ლაკმუსივით გამოავლინა საბჭოთა დროიდან გამოყოლილი პრობლემები. მაგალითად, გამოვლინდა, რომ ეკლესია კანონგარეშეა. საბჭოთა დროს კანონიერი ქურდების ინსტიტუტი იყო კანონგარეშე და ვიცით, რაც არის ეს - სახელმწიფოში კანონგარეშე ინსტიტუტის მოქმედება. ავთვისებიანი პროცესია.

ჯანა ჯავახიშვილი

ბოლო დღეებში ხშირად გაისმის: როგორ უნდა მოვექცეთ მოზარდს? როგორი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს მასთან? როგორ შევხედოთ, შევხვდეთ და მოვუაროთ მოზარდის რთულ ქცევას? მოზარდობის ასაკი მართლაც არ არის მარტივი ასაკი. მაგრამ რომელი ასაკია მარტივი?

ჯანა ჯავახიშვილი

ლუკა სირაძე, საუბედუროდ, ვერ დავიცავით. ლუკას დაღუპვა თითოეული ჩვენგანის პირადი მარცხია, ჩვენი როგორც საზოგადოების მარცხია, ჩვენი როგორც სახელმწიფოს მარცხია.

ჯანა ჯავახიშვილი

მართალია, აზარტული თამაშები ზრდის სუიციდის რისკს, მაგრამ სუიციდი რთული, კომპლექსური პრობლემაა, მას არა აქვს ერთი ცალკე აღებული მიზეზი. ასე გასადავებულად მისი გაშუქება, ჟურნალისტთა ქარტიის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია“.