ავტორი
ბლოგი
იქნებ, ერთადერთი რამ, რაც თეკლას მსგავსად ბათუმი-სტამბოლის გეოგრაფიულ საზღვარსა და ქალობა-კაცობის გზაჯვარედინზე მყოფთ სჭირდებათ, სწორედ ისაა, რომ ნიქ ქეივის მსგავსად, ხელი ჩასჭიდონ და ნაზად, თუ საჭიროა, ყვირილით უთხრან: “შეჩერდი! ლამაზი ხარ!”
ნუ დაგვავიწყდება ხმა გამარჯვებული ფეხბურთელებისა, რომლებიც შეგვახსენებენ ხოლმე: “მე ვარ საქართველო!”
ტოტალიტარული რეჟიმების მთავარი იარაღი რომ დეჰუმანიზაციაა, არახალია. სისტემის ბრძოლა ინდივიდის წინააღმდეგ ისეა გაჩაღებული, რომ ხშირად, ღია დაპირისპირებაში ყოფნა არც არის საჭირო:
ხისტი, დაუნდობელი და უემოციო! - ძირითადად, ასე ახასიათებდნენ სკოლაში. ერთი შეხედვით, ასეც იყო, თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ გულოს ოთარაანთ-ქვრივის იმიჯი ჰქონდა მორგებული.
წვიმს დრეზდენში. კოფე უხდება წვიმას, ისევე როგორც წვიმა — დრეზდენსა და ქობულეთს. შესაძლოა, ეს ჩემი აკვიატებაა… თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ წვიმას უხდება კოფე და არამც და არამც “ყავა”. ასეა, ჩვენთვის, შავიზღვისპირელებისთვის და ამ ტრადიციას არ შევცვლი. ჩემი ტრადიციებით ჩამოვედი ტრადიციულ ევროპაში.
მუსიკისა და “ფლეილისტისა” არ იყოს, ხომ ყველას გვყავს სევდისა და სიხარულის პოეტები, ნიკო სამადაშვილი კი, დიდი ქართველი პოეტი, ჩემი საყვარელი პოეტი, მუდამ თან მახლავს, განურჩევლად გუნება-განწყობისა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა: “ის ჩემში უსტვენს, ვით საყდრის ჩიტი”.
P.S. მხნეობასა და გამარჯვებას ვუსურვებ ძლიერ დედებს: თამთა კალანდაძეს, რუსიკო კობახიძეს, ეკა მურცხველაძეს.
ახლა ცოლების ხოცვის დროა, მშიერი ბავშვების გაუპატიურებისა და პედოფილი ეპისკოპოსის მიერ დედაქალაქის მთავარ ტაძარში წირვის აღვლენის დროა, რასაც ყველა ითმენს - „ბნელიცა“ და „ნათელიც“, მორწმუნეცა და ურწმუნოც, ლიბერალიცა და კონსერვატორიც, მემარჯვენეცა და მემარცხენეც, პოზიციაცა და ოპოზიციაც...