ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნა დატოვა - BBC

პუბლიკა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც თალიბანმა დედაქალაქ ქაბულის გარეუბნები დაიკავა.

BBC იუწყება, რომ ავღანეთიდან გაიქცა ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰიც.


თალიბანმა  ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა რამდენიმე საათის წინ დაიწყო. როგორც BBC ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, დაჯგუფების ნაწილი დედაქალაქში უკვე შესულია. ამ ეტაპისთვის, თალიბანი აკონტროლებს ავღანეთის 34 პროვინციიდან 24-ს.

BBC იუწყება, რომ ხალხი დედაქალაქს მანქანებით ტოვებს, რამაც გზებზე დიდი საცობები გამოიწვია.