საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-გვერდზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ იყიდა თვითმფრინავის ბილეთი და საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს აპირებს. ამავე პოსტის კომენტარებში სააკაშვილი ბილეთის ფოტოს დებს.
„საქართველოს ბედი წყდება და ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – ამბობს სააკაშვილი მიმართვაში.