ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული სამო ობიექტი, სავარაუდოდ, არ ეკუთვნოდა ჩინეთს და კერძო პირების ან ორგანიზაციების იყო.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად რას წარმოადგენდა ეს სამი ობიექტი, მაგრამ ამჟამად არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი დაკავშირებულები იყვნენ ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბურთების პროგრამათან ან რომელიმე სხვა ქვეყანა იყენებდა მათ სადაზვერვო დანიშნულებით“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბოლო შეფასებით, ჩამოგდებულ ობიექტები კვლევით ან სარეკრეაციო დაწესებულებებს ეკუთვნოდა.
„სადაზვერვო ორგანოების ბოლო შეფასებით, ეს სამი ობიექტი დიდი ალბათობით კერძო კომპანიებთანაა დაკავშირებული, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებთან, რომლებიც შეისწავლიან ამინდს, ატარებენ სხვა ტიპის სამეცნიერო კვლევებს“, – თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის საჰერო ძალებმა უცნობი დანიშნულების სამი მფრინავი ობიექტი შეერთებული შტატებისა და კანადის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს. საჰაერო ობიექტების დაფიქსირება და განადგურება ჩინეთთან დაკავშირებული საჰაერო ბურთის ჩამოგდებას მოჰყვა.
აშშ-ში პირველად სწორედ ჩინური საჰაერო ბურთი დააფიქსირეს, რასაც ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური დაპირისპირებაც მოჰყვა. ვაშინგტონში აცხადებდნენ, რომ ბურთი დაზვერვისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ჩინეთში ამტკიცებენ, რომ ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში შემთხვევით მოხვდა.
საჰაერო ბურთი აშშ-ის საჰაერო ძალებმა ატლანტიკის ოკეანის თავზე ჩამოგადო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ტერიტორიას გადაუფრინა, რადგან შიშობდნენ, რომ შტატების თავზე მისი ჩამოგდების შემთხვევაში ნამსხვრევებს შეიძლებოდა მოქალაქეებისთვის ზიანი მიეყენებინა.