ბახმუტში დაცემულები წარმოადგენენ ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობა – გახარია

პუბლიკა

„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმარეუბა და აცხადებს, რომ ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს, მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს მთავრობა.

„რურუა, კვარაცხელია, ფიჩხაია, ალადაშვილი, მარკელია … 33 ქართველი გმირიდან ბახმუტში/უკრაინაში ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში საერთო მტრის ხელით ბოლოს დაცემულები. ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს დღევანდელი მთავრობა“, – წერს გახარია.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.