ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა

პუბლიკა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ვრცელდება ჩამონგრეული კორპუსის ფოტო და ვიდეოკადრები.

რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე, უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი.

მომხდარზე შესაბამის უწყებებს, ჯერჯერობით  ინფორმაცია არ აქვთ. „პუბლიკა“ დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.