ბათუმში მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს

პუბლიკა

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების თანახმად აიყვანეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ დაკავებული ორი ადამიანის გათავისუფლებას მოითხოვენ. დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები ხელს აფარებენ ნამდვილ დამნაშავეს.

საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა და დააკავეს 2 ადამიანი.