ირაკლი ბერაიამ თქვა, რომ თეონა აქუბარდიას პასუხის დროს „განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, ემოციურად გადააჭარბა”.
„როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია, მეორე ნაწილში ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად გადაჭარბებული, განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ვისმენდით და ამის გამო გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო”. – თქვა „ქართული ოცნების” დეპუტატმა.
კითხვას, ხომ არ დატოვებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, ბერაიამ აღარ უპასუხა.
„ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა დღეს პარლამენტში, სხდომათა დარბაზში შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანი წითლიძეს, „ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ბერაიამ კი – თეონა აქუბარდიას. დეპუტატი კაცების კომენტრები იყო სექსისტური, ქალებისთვის „შეუფერებელ ქცევაზე აქცენტით”.
პარლამენტის თავმდჯომარეს მათთვის მიკროფონი არ გაუთიშავს. „ქათული ოცნების” დეპუტატების მიერ ქალი ოპოზიციონერბის შეურაცხყოფის შემდეგ შალვა პაპუაშვილს თინა ბოკუჩავამ მიმართა და უთხრა, რომ „მინიმალური რეაგირება იქნებდა, ირაკლი ბერაია თავდაცვის კომიტეტის პოსტიდან გადაეყენებინა”.
პასუხად პაპუაშვილმა თქვა, რომ უხამსობა იყო „ის წარწერა საპროტესტო ბანერზე, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს გამოუფინეს”.
ბანერი „ქართული ოცნების” ლოგოთი და წარწერით: „Русский военный корабль, иди на хуй“, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა — თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ 20 სექტემბერს გაშალეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნასთან, სადაც კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მინისტრის საათის ფორმატში გამოდიოდა.