ჭიათურა იწირება შიმშილისთვის და გასახლებისთვის

გიორგი ხასაია

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განაახლოს. ეს პრაქტიკულად ნიშნავს ორ რამეს:

  1. გაურკვეველია 4000-მდე ადამიანის ბედი, რომელიც აქამდე საარსებო საშუალებებს მაღაროში მუშაობით მოიპოვებდა და ასევე იმ ადამიანების ბედი, ვინც ამ შემოსავალზე იყო დამოკიდებულიმათ ოჯახის წევრებთან ერთად ეს არის საცხობების, უბნის მაღაზიების მფლობელები და მათი ოჯახები. ჯამში ეს ქალაქის ეკონომიკის დიდი ნაწილია. ჭიათურას წირავენ შიმშილისთვის და გასახლებისთვის.
  2. ჯორჯიან მანგანეზი გააგრძელებს მადნის მოპოვებას, ოღონდ ღია კარიერული წესით, ანუ ჰორიზონტალურად გადათხრის ქალაქს და მიმდებარე სოფლებს, რომ ნაკლები დასაქმებული ადამიანით, შესაბამისად ნაკლები სახელფასო და ტექნიკური ხარჯით მოიპოვოს მანგანუმი. ამისთვის იშველიებს გერმანული საკონსულტაციო კომპანიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც მიწისქვეშ მადნის მოპოვება ფინანსურად წამგებიანია

მიაქციეთ ყურადღება, რომ კომპანია მიწის ქვეშ არ აპირებს მისთვისწამგებიანისამუშაოს გაგრძელებას, მაგრამ მადნის მოპოვებას გააგრძელებს მიწის ზემოთ და გააგრძელებს იმიტომ, რომ მსოფლიო ბაზარზე მანგანუმზე მოთხოვნის ზრდა  გარდაუვალია. გარდაუვალია რამდენიმე მიზეზით:

თურქეთში მშენებლობების ინტენსიფიკაცია და ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში ფოლადის ინდუსტრიის ზრდა, რაც შეიარაღების პოლიტიკაში უკვე დაანონსებულ ცვლილებებს უკავშირდება.

ჯორჯიან მანგანეზი სამივეგან ყიდის პროდუქციას.

არის კიდევ ერთი დამატებითი გარემოება: ავტოწარმოებაში სულ უფრო პოპულარული ხდება მანგანუმზე მომუშავე ბატარეები, რომელიც ბევრად ეკონომიურია და ნაკლებად დამოკიდებულია ძვირადღირებულ მეტალებზე, როგორებიცაა ნიკელი და კობალტი

ზუსტად ამიტომ, კომპანია არ მიდის და სავარაუდოდ არც წავა ზესტაფონის ფეროდან, რომელიც ჭიათურაში მოპოვებული ნედლეულით მუშაობს სადაც კომპანიამ ერთი ქურა უკვე აამუშავა. ზესტაფონის ფერო იმუშავებს და კომპანიის გეგმით იმუშავებს იმ ნედლეულით, რომელსაც ჭიათურიდან წაიღებენ. მაგრამ წაიღებენ არა მაღაროებიდან, არამედ კარიერულად  მოპოვებულს. სავარაუდოდ ამიტომ არ ჭირდებათ მაღაროელები, არ ჭირდებათ მიწის ქვეშ განლაგებული ტექნიკის ნაწილი და ხის მორები, რომელიც, როგორც მაღაროელების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, ტყიბულის მიმართულებით მიაქვთ. ამ მასალას სავარაუდოდ ყიდიან სოცკიზეშპსდათვისმფლობელზე, ვისიცაა ამჟამად ტყიბულის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი

არის კიდევ ერთი ვერსია: ზემოთნახსენები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სოცკი 2019 წელს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა ტყიბულს, როგორც საქნახშირის ახალი მფლობელი. ეს მოხდა იმის შემდეგ, რაც 2019 წლის სექტემბერში ტყიბულში ხელფასების მოთხოვნით პროტესტი დაიწყო და მეშახტეების ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა

ამზადებენ თუ არა სოცკის ჭიათურისთვის, მალე გაირკვევა

მანამდე დავუბრუნდეთ ჭიათურის პროტესტს და მადნის მომგებიანობა/წამგებიანობას. „ქართული ოცნება”  სულ მცირე სახელმწიფო მმართველის შეყვანიდან მოყოლებული, ჭიათურაში ფულს შოულობდა მასთან დაახლოვებული ბიზნესმენების ხელით  და ამ ფულით პარტიის ყულაბასთან ერთად ტელევიზია რუსთავი 2-იც ფინანსდებოდა. ყველაფერში, რაც ახლა ჭიათურაში ხდება და მოხდება ხვალ, კომპანიასთან ერთად პასუხისმგებლობის უდიდეს ნაწილს გაიყოფსქართული ოცნება” და გაიყოფენ ივანიშვილი და კობახიძე, რომელიც შუქრუთელების პროტესტის დროს ჯორჯიან მანგანეზის პიარ მენეჯერივით ლაპარაკობდა კამერების წინ

ჭიათურას ახლა უჭირს ისე, როგორც დიდი ხანია არ გაჭირვებია. მაგრამ გაჭირვების დროსაც მაღაროელები და ქალაქი ავლენს ინტელექტუალურ და ფიზიკურ სიმამაცეს და ნგრევის პირობებში შენების ჰორიზონტს სახავს, როცა ითხოვს მაღაროების ნაციონალიზაციას და ქალაქის განვითრების ფონდს და კომპანიას მასალის ქალაქიდან გატანის საშუალებას არ აძლევს

მგონია, რომ ამ სიმამაცეს დიდწილად სამუშაო ადგილის სპეციფიკა განსაზღვრავსმაღაროელები და მეშახტეები ყოველდღიურ რეჟიმში ზედმეტად ახლოს არიან საფრთხესთან, ჯანმრთელობის დაზიანებასთან და სიკვდილთანაც კი. ზუსტად საფრთხესთან მუდმივი სიახლოვეა ამ სიმამაცის წყარო და თუ მისი ჩაქრობა არ გვინდა, თუ გადაჩიჩქნილ, გადაჭმულ და მშიერ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვისურვებთ, ჭიათურამ უნდა იგრძნოს მხარდაჭერა და ძალა.