მოკვდი ეკონომიიისთვის!

გიორგი ხასაია

დიდთოვლობა, კლიმატის ცვლილება და ქართული ოცნება

დიდთოვლობამ საქართველოს რეგიონებში კიდევ ერთი რამე გახადა ცხადი, რაც წესით ისედაც ვიცოდით: „ქართული ოცნება” უხეშ ძალას ხმარობს  იქ, სადაც უძალოს უპირისპირდება და პირიქითსადაც ძალის ჩვენება და მობილიზებაა საჭირო, უმწეოდ გამოიყურება. სწრაფად ამობილიზებს რესურსებს მაშინ, როცა ეს თვითონ სჭირდება, მაგრამ ტლანქი და დაბნეულია, როცა რესურსების სწრაფად მობილიზება უბრალო მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესშია.

„ოცნება” მართავს მხოლოდ იმ საგანგებო ვითარებას, რომელსაც თვითონ ქმნის, მაგრამ უსუსურია იქ, სადაც საგანგებო ვითარება მის დაუკითხავად მოდის

ეს უმწეობა უბრალოდ უმწეობა რომ იყოსშეხედავდი და გაივლიდი. მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღებების უპასუხისმგებლობა ხალხის მიმართ, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესს მოწყვეტილია, საგანგაშო სისტემური პრობლემაა

ეს არისორგანიზებული უპასუხისმგებლობა“. 

საქართველო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მიმართ ძალიან მოწყვლადია. ბუნების უცნაური ქცევების მატებასთან ერთად, რაც გლობალური დათბობის გამო გარდაუვალია, ორგანიზებული უპასუხისმგებლობა უფრო და უფრო გაღრმავდება, შესაბამისად გაღრმავდება კოლაფსების და კატასტროფების რისკებიც

რისკებს ერთი თვისება აქვსისინი  არათანაბრად ნაწილდება, ისევე, როგორც სიმდიდრე. ოღონდ თუ სიმდიდრე გროვდება ზევით და სიღარიბექვევით, რისკი პირიქითააყველაზე მეტი რისკი ქვევით გროვდებადაბალშემოსავლიან და  ნაკლებად დაცულ მოსახლეობაში.

რამდენიც არ უნდა იძახონ მთავრობის წარმომადგენლებმა და ბიზნესმენებმა, რომ ბუნებისთვის ყველა ერთი ვართ და რომ ბუნება არ არჩევს მდიდარს და ღარიბს და ამიტომ ყველა ერთნაირად მოწყვლადია სტიქიასთან, რეალობა სხვანაირია

და ამ რეალობაში ძალაუფლების და დიდი ფულის მქონეს შეუძლია იყიდოს დაცულობა და რისკისგან თავისუფლება. იყიდოს გამძლე სახურავის, ელექტროენერგიის ავტონომიური წყაროს, სპეციალური მანქანის, გზის გამწმენდის, ან ვერტმფრენის სახით. და ზოგიერთი მათგანი პირადი ნაცნობობით მიიღოს მთავრობისგან. დაბალშემოსავლიანს და საჭირო კონტაქტების არმქონეს ეს არ შეუძლია. 

რისკები ნაწილდება კლასობრივი სტრუქტურის შესაბამისად და ვინც ისედაც დაუცველი იყო  საკვების უკმარისობის, უმუშევრობის, სივრცეში გადაადგილების შეზღუდულობის, არასაკმარისი შრომის ანაზღაურების გამო, ყველაზე დაუცველია სტიქიის წინაშეც. 

რისკების ასე დანახვა (სიმდიდრის დაგროვების ტრაექტორიის საპირისპიროდ) გვეხმარება, ჩვენთვის სასარგებლო პოლიტიკა გამოვკვეთოთ და მოვითხოვოთ. 

ამაში „ქართული ოცნებაც” გვეხმარება. 

მაგ.  „წინააღმდეგი ვიქნები, რომ 4 დღის გამო ვიყიდოთ ჩვენ 10-20 მილიონიანი ტეხნიკა და დავაყენოთ 4-5 წელი ტყუილად და კიდე მისი შენახვისთვის ვიხადოთ ხარჯები. ეს არის არასწორი, ამას ყველა აუდიტი დაგიწერს, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა“ბათუმის საკრებულოს  დეპუტატის პირითქართული ოცნების” მმართველობის ფორმა ლაპარაკობს. რომელმაც იცის, რომ რაღაც ცუდი მოხდება, მაგრამ  ეკონომია ურჩევნია – რესურსების, ფულის, კეთილგონიერების ეკონომია.  ამ “ეკონომიას“ აქვს თავისი მიზანი და ექნება თავისი ფასი: მისი მიზანია „ორგანიზებული უპასუხისმგებლობის“ შენარჩუნება, კლიმატის ცვლილების შესაბამის სტრუქტურულ ცვლილებებზე უარის თქმა, სახელმწიფო ხარჯების „დაზოგვა“. ამის ფასს კი გადაიხდის ის, ვისთანაც რისკები გროვდება – დაუცველობით, აუნაზღაურებელი ნგრევით, სიკვდილით. 

ეს ეკონომია ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. 

ასეთი ეკონომია ხალხის ინტერესების მიმართ მტრულია. 

ჩვენი ინტერესი ამ ეკონომიიის საპირისპირო პოლუსზე დევს. ამიტომ ორგანიზებაც ანტი-ეკონომიური პოლიტიკის გარშემო უნდა მოხდეს.  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სამეცნიერო ცოდნის შესაბამისად, ზუსტად ის ტექნიკა უნდა შეიძინოს სახელმწიფომ, რომელიც შეიძლება მართლა უსაქმოდ იდგეს ერთი ან ორი წელი, მაგრამ საჭირო დროს (კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე მოწყვლად რეგიონებში, როგორებიცაა გურია, აჭარა და სამეგრელო-ზემო სვანეთი) ხალხს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. 

ურთიერთდახმარების ქმედით და იმედისმომცემ  სამოქალაქო ინიციატივებთან ერთად ჩვენ გვჭირდება სტრუქტურული ცვლილებები კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით. რომელიც უნდა მოვითხოვოთ, „ეკონომიის“, ანუ მკვლელი იდეოლოგიური საზეპიროს გადაბიჯებით.