პუბლიკა

როგორია საქართველო თუკი მას კიბერსივრციდან ამოვხედავთ? ესაა ოლიგარქების ტერიტორია, რომელზეც კოლონიური რეჟიმი არსებობს. ძალაუფლების მიერ ჩამოყალიბებული ეს ოლიგარქიულ-ბანდიტური სისტემა საბჭოთა იმპერიის კოლაფსის შემდგომ დაწყებულ საჯარო სივრცის ორგანიზებაში იჩენს თავს.

პუბლიკა

ორ საუკუნეზე მეტია ძველ სიმაგრეებს ფუნქცია დაკარგული აქვთ და ჩვენი უყურადღებობით და გაუბედაობით ნადგურდებიან. ახლა დროა ეს ამოდენა სიამაყე, განძი და წინაპართა დანატოვარი ახალი შინაარსით დავტვირთოთ. 

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქმნება საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისთვის. იუსტიციის საბჭოებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად და უნდა იმუშაონ გამჭვირვალედ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

ქეთო ნინიძე

მომიტაცეს, როგორც ჩემი უფროსი და და მერე იქაურობას ავტომატის ჯერი მიარწყიეს? განა, მოვიდა ჩემი დროც, აღარ უნდა ვიყო ქალწული? არა. არა. მარა ეგრე სადაა, დაო. ბედს უნდა დამორჩილდე, არც მე მიყვარდა თავიდან ჩემი ქმარი, 13 წლისას მომიტანეს სახლში ნიშანი. რას იტყოდა საწყალი მამაჩემი. ბედია, ეტყობა. მერე შეიყვარებ.

ბექა შათირიშვილი

ვცდილობ, თბილისიდან გაქცევის შანსი  ყოველთვის გამოვიყენო. დედაქალაქიდან თუნდაც ცოტა ხნით წასვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია უკეთესი ბუნებრივი გარემოა, მაგრამ აქ ჩამოსულს „ფეროს“ გავლენით თბილისზე უარესი ჰაერი და  ჭიათურის მანგანუმის გამო მტკვარზე უფრო დაბინძურებული ყვირილა გხვდება.

პუბლიკა

2 მარტს საერთაშორისო საზოგადოება გაეროში შეიკრიბა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო ოპერაციების დასაგმობად. მას შემდეგ მსოფლიოს მხარდაჭერა მტკიცეა ლიბერალური, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მიმართ, რომელმაც 75 წელზე მეტია,  ძალიან ბევრისთვის უზრუნველყო უპრეცედენტო უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა.

გურამ იმნაძე

სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ქართული სასამართლოს განვითარების ისტორია მხოლოდ ინსტიტუციურ მოწყობაზე მოგვითხრობს და მართლმსაჯულებაზე მიმდინარე პროფესიული დისკუსიებიც იშვიათად სცდებოდა ლეგალისტურ ჩარჩოებს.

ბექა შათირიშვილი

ადგილი, სადაც უკრაინასთან უპირობო მეგობრობა რთულ ვითარებაში ეჭვქვეშ არ დამდგარა, გურიის სოფელი შრომაა, რომელსაც 1938 წლიდან აკავშირებს მეგობრობა უკრაინაში, გენიჩესკის რაიონის სოფელ როვნოსთან. მეორე მსოფლიო ომის დროს შრომა ერთ-ერთი მოწინავე იყო უკრაინელების დახმარების მხრივ.

ფასიანი განთავსება

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს გამოფენას - „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“.

ფასიანი განთავსება

ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა. სექტემბერში კი, სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე დღეში არქეოლოგებმა 1 800 000 წლის ადამიანის კბილი იპოვეს.  

გია ეძგვერაძე

ფილოსოფია არ არსებობს როგორც რაღაც დისციპლინის ერთიანი გაგება, ის განუწყვეტლივ სახეს იცვლიდა, მიზანსაც, თვითგანმარტებასაც და რასაკვირველია საზოგადოებაში მონაწილეობის შინაარსსაც