ბექა ქურხული

ყოველთვის ძალიან მურტალი შეგრძნებაა ეგ, შენ რომ ბრუნდები და სხვა ვერა... ერთმანეთში უცნაურად შერეული - სიხარულის, რომ ისევ გადავრჩით და ახლობელბს ვნახავთ და ლამის სინდისის ქენჯნის - რომ ჩვენ გადავრჩით და სხვები ვერა და ისღა დაგვრჩენოდა, ერთმანეთი ცალყბად გვენუგეშებინა: - „ჩავთვალოთ, რომ ეს იყო „რაზვედკა ს ბოემ“  მეორედ უფრო მომზადებულები და უკეთესად ორგანიზებულები დავბრუნდეთო...“

ბექა ქურხული

    დილით სახლი ცარიელი დაგვხვდა – მიხასი და ულიანა სამსახურებში; ბავშვები საბავშვო ბაღში... მე და  გოგამ მორჩენილი  „ჰორილკა“ მოვიპარეთ, ეზოში დავსხედით, ღმერთი ვახსენეთ, დავლიეთ და მობილურები ისე ფრთხილად გავხსენით, როგორც სეკას კარტს ვხსნიდით მე და ზეზვა პატაშური, ჩვენს ბიჭობაში  მთაწმინდელ შულერებთან თამაშისას.

ბექა ქურხული

    ღამე რამდენჯერმე გაგვაღვიძა განგაშის სირენებისა და დაბომბვის ხმამ, მაგრამ ლოგინიდანაც აღარ ავმდგარვართ... მიხასი,  ულიანა და ბავშვებიც კი არ გამოსულან საძინებლიდან და ჩვენ რაღა გვრჯიდა ამ ბერიკაცებს,  რომ წამოვმხტარიყავით...

ბექა ქურხული

4 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ ოკუპირებული აზოვის ზღვის კუნძულ „ზმიინის“ „ნატოს“ შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებლებმა გადაუფრინეს.

ბექა ქურხული

როგორც ჩანს ისევ რკინიგზას და სამხედრო ეშელონებს ურტყამდნენ... იმედია ლევანასი არ იყოს მათაც გამოასწრეს... მიხასმა მობილურით გადაღებული ვიდეო გვაჩვენა, სადაც რუსებს  უკრაინის ქალაქებში „ბელორუსი“ ტრაქტორის ლაფეტებით, ლენინის ძეგლები დააქვთ და სასწრაფოდ ამონტაჟებენ, დანგრეულ და გადაბუგულ მოედნებზე...

ბექა ქურხული

     „ომი საშინელებაა, მაგრამ ომზე უარესი რამეც არსებობს ამქვეყნად - ეგოიზმია ომზე უარესი, ლაჩრობაა ომზე უარესი, ღალატია ომზე უარესი...

ბექა ქურხული

    მთელი ღამე და მომდევნო დღე გზაში ვართ... ძალიან ხშირად ვჩერდებით...  ეს  გზა, 700 კილომეტრი, რაც ლვოვიდან კიევამდე გამოვიარეთ, ახლა უკან უნდა გავიაროთ. სამწუხაროდ, რუსეთი, როგორც ჩანს, საბოლოოდ მოვიდა გონს, ომის დაწყების პირველი დღეებისა და კვირების გამანადგურებელი მარცხის შემდეგ და ფართომასშტაბიან იერიშზე გადმოვიდა.

ბექა ქურხული

  სხვა გზა აღარ იყო, ლვოვის მატარებლის  ბილეთები უნდა აგვეღო... ჩვენით ასე უფულოდ, უაკრედიტაციოდ და უპატრონოდ კიდევ სადმე წასვლა უკვე სიგიჟეზე მეტი უპასუხისმგებლობა იყო და არა მარტო თავისა და ოჯახის წევრებისადმი, არამედ იმ ბიჭებისადმიც,  ვინც შეგვხვდა და, შესაბამისად, გარკვეული პასუხისმგებლობაც აიღეს ჩვენზე, რომ ამ გაგანია ომში რაიმე გაუთვალისწინებელ სისულელეს არ ჩავიდენდით...

პუბლიკა

შეიძლება ავტორიტარიზმთან დაპირისპირება ნაკლები დანაკარგით, თუ ხელი ჩავიქნიოთ და შევუერთდეთ ემიგრანტების გრძელ რიგს? ავტორიტარიზმთან დაპირისპირება, ბრძოლა და მისი დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ ამაზე ცალკე უნდა დავწეროთ, რადგან გრძელი წერილის კითხვა ცოტა უსიამოვნო ამბავია.

ბექა ქურხული

ვეღარ გავუძელი, მობილური გამოვრთე და ისე გამოვბრუნდი, არავისთვის აღარაფერი მითქვამს. ხო ამეებში გავიზარდე და დავბერდი, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერასოდეს ვერ გავუძლებ, ვერ ავიტან და ვერ შევეგუები... არ გამოვა ჩემგან პროფესიონალი, არაფერში არ გამოვა და ძალიანაც კარგი... არ შემიძლია და არც მინდა, მაგის დედაც ვატირე, რა უნდა გადავიღო და რა უნდა დავწერო... და თქვენის ნებართვით, ვიდეოკამერის გამორთვისა არ იყოს, დღევანდელ დღეზე წერასაც აქ შევწყვეტ...

ბექა ქურხული

უკრაინის ჩაბნელებული ცა კი ისევ რაღაცნაირად ფართოდ და საიმედოდ გადაფოფრებოდა თავის მიწას...