სალოცავი ადგილის ძიებაში

პუბლიკა

რაფიელ კაკაბაძე

GDI-ს იურისტი

სიტყვარელიგიისგანმარტებისას ალბათ უმჯობესი იქნება მის ლათინურ ფესვებსreligare დავეყრდნოთ, რომელიცმყარ კავშირს, ბმასნიშნავს და ყველაზე ზუსტად აღწერს იმ გავლენას, რომელიც რელიგიას აქვს ადამიანებზე და მათ საცხოვრებელ გარემოზე. რელიგიის თავისუფლებას აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო განზომილება. რაც გულისხმობს ყველა ინდივიდის უფლებას სწამდეს, ისაუბროს და იმოქმედოს – ინდივიდუალურად ან კოლექტიურად სხვებთან ერთად, პირად სივრცეში ან საჯაროდ – უზენაესი ჭეშმარიტების მათეული გაგების შესაბამისად.

რელიგიური გამოხატვის დაცვა და უზრუნველყოფა საუკუნეების განმავლობაი იყო ადამიანების ერთერთი ძირითადი ამოცანა. ჯერ კიდევ 1648 წელს ვესტფალიის ზავით გარანტირებული იყო რელიგიური თავისუფლების მინიმუმი: რელიგიის თავისუფლება პირად სივრცეში და თანაბარი უფლებები საჯარო ცხოვრების ყველა სხვა სფეროში, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა. მეოცე საუკუნის განმავლობაში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ ჩანაწერი არაერთ საერთაშორისო შეთანხმებაში, დეკლარაციასა თუ კონვენციაში გაჩნდა. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება

სინდისისა და რელიგიის თავისუფლების გარანტიები მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა არსებით უფლებებთან. მაგალითად, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია რელიგიური მრწამსის შენარჩუნებისა და საკუთარი რელიგიის შესასრულებლად. ჩვენი აზრები და შეხედულებები ხელშეუხებელი რჩება მათ გამოთქმამდე, ხოლო რწმენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ადამიანისთვის ღირებული, თუ მისი გამოხატვაა შესაძლებელი. სეკულარულ სახელმწიფოში რელიგიის თავისუფლება უზრუნველყოფს არა მხოლოდ თითოეული ინდივიდის უფლებას, იქონიოს და გამოხატოს საკუთარი რელიგიური შეხედულებები, არამედ გვიცავს უმრავლესობის მიერ სახელმწიფოს ძალაუფლების გამოყენებით საკუთარი რწმენის თავს მოხვევისაგან.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ამ საკითხს განსხვავებულად უყურებს. ბათუმში რომ მუსლიმი მრევლი მეჩეთის აშენების ნებართვას ითხოვს, ეს ბევრისათვის არახალი ამბავია. მეტიც, მეჩეთის აგების დაპირება პოლიტიკური ძალებისგანაც არაერთხელ გაისმა. მაგალითად, 2013 წლის 5 ოქტომბერსსრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსწარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობას პირადად დააფინანსებდა.

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას მუსლიმ თემს საჯაროდ აჭარის მთავრობაც შეჰპირდა. 2013 წლის 8 ოქტომბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ აჭარაში მუსლიმი მორწმუნეებისთვის მეჩეთი აშენდებოდა, თუმცა ტერიტორია ჯერ შერჩეული არ იყო. პოლიტიკური დაპირებები დაპირებად დარჩა და ახალი მეჩეთის სანაცვლოდ 2015 წელს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსსარგებლობის უფლებით გადაეცა მოქმედი მეჩეთი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბათუმში არსებული ერთადერთი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს და რამდენიმე ასეული მუსლიმი ლოცვას ქუჩაში, სიცხესა თუ სიცივეში, ღია ცისქვეშ აღავლენს

ალტერნატიული გზების ძიებაში მყოფმა თემმა 2016 წლის 16 ივნისსფონდიდააარსა, რომელმაც მიზნად დაისახა მეჩეთის აშენებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საბოლოო ჯამში, არც ხელმოწერების შეგროვებისა და არც მშვიდობიანი აქციების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ. აქედან გამომდინარე, „ფონდმა“ 2016 წლის 7 სექტემბერს საკუთარი რესურსებითა და ადგილობრივი მორწმუნეების შემოწირულობებით შეისყიდა მიწის ნაკვეთი და მერიისგან ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. 

ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ 2017 წლის 10 ივნისს ფონდმა, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, . ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. სასამართლოს წინაშე მუსლიმი თემი სამი ძირითადი მოთხოვნას აყენებდა

  • პირველიმათ მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე . ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა
  • მეორებათუმის მუნიციპალიტეტის მიმართ სასამართლოს მიერ მეჩეთის მშენებლობის  ნებართვის გაცემის დავალება
  • მესამერელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

საქმე პირველ ინსტანციაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემჯუმბერ ბეჟანიძემ განიხილა და 2019 წლის 30 სექტემბერს, შეიძლება ითქვას, ისტორიული გადაწყვეტილებაც მიიღო. სასამართლოს შეფასებით, ბათუმის მერიამ არ გაითვალისწინა ის მაღალი სოციალური ინტერესი, რომელიც მეჩეთის მშენებლობის მიმართ ბათუმში მცხოვრებ მუსლიმ მრევლს (და არამხოლოდ) გააჩნდა. მუნიციპალიტეტის მერიამ ამ რეალურ ინტერესზე პრიორიტეტულად ქალაქის ამ რაიონის საცხოვრებელი მიზნით განაშენიანების აბსტრაქტული საჯარო ინტერესი მიიჩნია, რაც სასამართლოს მხრიდან მშენებლობაზე უარის თქმის დისკრიმინაციულ და უკანონო საფუძვლად შეფასდა

მიუხედავად სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ვრცელი და ამომწურავი დასაბუთებისა, დავა მერიასა და ფონდს შორის, სამწუხაროდ, ამით არ ამოწურულა. მხარეებს შორის სასამართლო განხილვის პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებები წარუმატებელი გამოდგა. ბათუმის მერია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს მეჩეთის მშენებლობის პროცესისა და მიწის ნაკვეთის სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას სთხოვდა, რაც ფონდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

პირველი ინსტანციის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც (მოსამართლეებიხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი), ნანა კალანდაძე, შოთა სირაძე). გადაწყვეტილებაში კოლეგიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროს და აღნიშნა, რომ:  

პირადი რელიგიური მრწამსის ან შეხედულების გამოხატვა, თავისთავად გულისხმობს გამოხატვის სივრცეს და ობიექტსრელიგიისა და რწმენის თავისუფლების გარეგანი ასპექტი მოიცავს ყველაფერს, რაც პირის ან ჯგუფის რელიგიურ პრაქტიკას უკავშირდება, მათ შორის: ღვთისმსახურების უფლებას (ამ მიზნით შეკრების, შესაბამისი შენობებისა თუ ადგილების მოწყობისა და მათი სარგებლობის უფლების ჩათვლით).

ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიას სრულყოფილად არ შეუსწავლია საკულტო ნაგებობის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მხოლოდ ზედაპირულად, დასაბუთებული მსჯელობის გარეშე გასცა უარყოფითი დასკვნა, რაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მხრიდან ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იქნა გაზიარებული, მიუხედავად მისი სარეკომენდაციო ხასიათისა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მერიის დისკრეცია სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით არ იყო შეუზღუდავი, და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვასთან ერთად მოითხოვდა კონკრეტული პირობების არსებობის შესწავლის ვალდებულებასაც, რაც მოცემულ შემთხვევაში .ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არ განხორციელებულა. მერიას უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, უნდა შეეფასებინა – რამდენად წარმოადგენდა . ბათუმში მუსლიმი მრევლის მოთხოვნა და ამ თემის ასეულობით წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნა ისეთ განსაკუთრებულ მიზეზს, რომელსაც შეეძლო გადაეფარა კონკრეტული ქალაქგანვითარებითი ინტერესი, რომ კვარტლის განვითარება გაგრძელებულიყო ექსკლუზიურად მხოლოდ საცხოვრებელი სახლების დანიშნულებით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ფაქტობრივად ადგილზე არსებული ნაგებობა მიმდინარე პერიოდში გამოიყენებოდა თემის მიერ სამლოცველოდ. .ბათუმის მერიას არ უმსჯელია იმ მიმართულებითაც, რომ საცხოვრებელ ზონაში კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობა განხილული შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც სოციალური საჭიროება და საზოგადოების მოთხოვნა.

სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი მეჩეთის არსებობის პირობებში მუსლიმი თემისთვის არასაკმარისი იყო სალოცავი სივრცე, რის გამოც ისინი წლების განმავლობაში ღია ცის ქვეშ ლოცულობენ. ამავდროულად დადგენილი იყო, . ბათუმის ამ ტერიტორიაზე, მხოლოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე რაიონში შვიდი მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობაა განთავსებული, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ შემდგარ კვარტლებში. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ერთსა და იმავე ფუნქციურ ზონაში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუშვა მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობა და ფუნქციონირება, ხოლო მუსლიმი თემის განცხადება მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარყო. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სრულიად მართებულად გამორიცხა ამგვარი მაღალი ინტენსივობის მქონე განსხვავებული მოპყრობის გამართლების შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, 2017 წლიდან დღემდე, სასამართლოების დასაბუთებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ბათუმის მერია უარს ამბობს საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე და მაქსიმალურად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს მუსლიმი თემის უფლებებს. იმედია, ბათუმის და ქუთაისის სასამართლოების მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებები მხოლოდ ფურცელზე არ დარჩება და რეალურ ცხოვრებაშიც მოხდება მათი აღსრულება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სეკულარიზმის გაძლიერებას და რელიგიური უმცირესობების მიმართ არსებული მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესებას