უცნობი უახლოესი და კანონგარეშე მმართველი

გია ეძგვერაძე

ერთხელ ჩემმა კარგმა ფბ მეგობარმა მომმართა:

– რა არის “კრებითი გონი”?! – ყველაზე მოუხელთებელი ფიქცია…

სინამდვილეში კი პირიქითაა – უფრო აშკარად ხელშესახები სამყაროში ადამიანისთვის არაფერია. ჩვენ “კრებით გონში” ვართ ჩაცხოვრებულნი – მას აღვიქვამთ (ის და მხოლოდ ის ირეკლება ჩვენს ცნობიერებაში), მას ვიაზრებთ, მასში და მისით ვაზროვნებთ, მას ვჭამთ/ვსვამთ, მასთან გვაქვს სექსუალური კავშირი (სექს-დისკურსი აქტში ბიოლოგიურ მოტივაციაზე უმთავრესია!). (აი ასეთი პარადოქსი!)

როგორ? – ეხლავე…

“კრებითი გონია” ყველაფერი გარშემო – მატერიალური და სულიერი… ანუ, ყოველივე “აწმყო”! – კვანტური მექანიკიდან ვიცით, “დამკვირვებელი წარმოქმნის/აფორმებს სიაშკარავეში შემობიჯებას (სამ-ყაროს/სა-მყაროს)” და ასევე, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კვანტური ტერმინია “კოლექტიური დამკვირვებელი”(!) – ანუ, დამკვირვებელთა (ადამიანთა) ერთიანობა რაც სამყაროს აწმყო იმეჯ/ფორმის ავტორია!

მენტალურ დონეზეც იგივე სურათია – ორი ბიჭუკა, ქუჩაში ჩაცუცქული, თუ ბჭობენ/საუბრობენ/კამათობენ, ეს “კრებითი გონის” ძირეული სეგმენტია.

– ისე რომ, სამყაროს განფენა “კრებითი გონია”! “კრებითი გონი” არსებობის ფორმის მაქსიმალური აქტუალობაა – ანუ თუ როგორც იხატება/ირეკლება სამყარო ჩვენთვის და ჩვენში დროის ყოველ მოცემულ მონაკვეთში.

ადამიანთა ჯგუფები მათი განსჯა/კამათის/კვლევის დროს “კრებითი გონის” პროდუქტიულობის პრაქტიკაა და განსხეულება. ამ კამათ/განსჯა/კვლევის შედეგი კი „კრებითი გონის“ აწმყო მომენტის კონკრეტიკაა!

იულია კრისტევას ცნება “ინტერტექსტუალობა” ენაში ჩაწერილი “კრებითი გონის”ტოტალიტარულობის დასტურია: არ არსებობს ინდივიდის გზავნილის რაიმე ორიგინალური უნიკალობა (როლან ბარტიც: „არ არსებობს აუტენტური ავტორი“), ყველა კონკრეტული ტექსტი დამოკიდებულებაშია ტექსტების სიმრავლის მთელ ერთიანობასთან. ესე იგი – ყველა ტექსტი სრულ და უწყვეტ კავშირშია ერთმანეთთან და „გენიოსი“, როგორც ცნება, ნების ხარჯზე “კრებითი გონის” შესაძლებლობების და მონაპოვრების მაღალი ფოკუსით და წერტილოვანი კონცენტრაციის უნარით გამოყენებაა.

“კრებით გონში” ჩაცხოვრებული ცნობიერება – ადამიანი-არსების ასეთი წარმოდგენა,”რეალურთან” მიახლოვებული ყველაზე ჭეშმარიტი სურათია.

“კრებითი გონის” პირდაპირ/უშუალო ნაყოფია ჩვენს ცნობიერებაში ჩაკერებული “სუპერ ეგო” და ზოგადად მორალი, და რადგანაც “კრებითი გონი” საყოველთაოდ არსებულ მექანიზმთაგან ყველაზე მოძრავია – მისი პროდუქტებიც შესატყვისად დინამიურია.

ამიტომ:

“კრებითი გონის” ა ქ ტ უ ა ლ უ რ ი მდგომარეობის შეგრძნება/განცდის ინტუიციით უ ნ დ ა იყოს დაჯილდოებული ყოველი ნამდვილი სოციალური ლიდერი, მთავრობა, საზოგადოებაზე მზრუნველ ადმიანთა ყველა ტიპის ერთიანობა; კონკრეტულად რომ ვთქვათ: “კრებით გონთან” მიმართებაში და მისი გათვალისწინებით უნდა იაზროვნოს, იმუშაოს და იზრუნოს – ესაა წარმატების, ანუ ადამიანთა თანაცხოვრების წინსვლის მყარი და უტყუარი გარანტიაა.

ონტოლოგიური კუთხით კი: “კრებითი გონის” შეგრძნება/განცდა – “ზიარი ყოფიერების” ჩვენთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი ფორმაა!