ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საოლქო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრები არ დააკმაყოფილა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი სწორედ მათ მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა იყო. კერძოდ, ესენია:
,,ევროპული საქართველო“, ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“, „პატრიოტთა ალიანსი“, პარტია ,,სამართლიანობისთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
სხდომა 18:00 საათზე დაიწყო და დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შენობის გარეთ გაიმართა საპროტესტო აქციაც.