საჩივრების განხილვის პარალელურად ცესკოსთან აქცია იმართება

პუბლიკა

ცესკოში გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვა მიმდინარეობს, პარალელურად კი აქტივისტები კომისიის შენობასთან აღმართულ ბარიკადებთან საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებიან.

აქციის მონაწილეებმა პლასტმასის ჭიქები წარწერით – „ქვა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმართულებით ისროლეს.


შაბათს, 4 ნოემბერს 15:00-ზე პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

LB loan image desktop LB loan image mobile