ჭალადიდში პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი წარედგინა

პუბლიკა

პროკურატურამ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხადარი მკვლელობის ფაქტზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს სოფელს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების შენობაში, ბრალდებულმა თავისი თანამშრომელი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.

„[ბრალდებულმა] მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, ამავე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile