ჭავლის შედეგად ამოვარდნილი თვალი აქციის მონაწილემ თავისი ხელით ჩაისვა - თვითმხილველი

პუბლიკა

რამდენიმე საათის წინ პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ზაზა ლიპარტელიანი. მას თავლი დაუზიანდა.

როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს თვითმხილველზე დაყრდნობით, წყლის ჭავლი ზაზა ლიპარტიას სახის არეში მოხვდა: “იქვე გადმოვარდა თვალი,  მან თავისი ხელით ჩაისვა. სახის კანი აქვს დაზიანებული მარცხენა მხარეს“.

ექიმის თქმით, ზაზა ლიპარტიას ჩაუტარდა კვლევები, მოტეხილი აქვს სახის ძვლები, მაგრამ  მის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სჭირდება ოპერაცია.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალში“  „პუბლიკას“ უთხრეს, პაციენტს თვალის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს სულ დაკავებულია 28 პირი.

სპეცრაზმებმა აქციის დაშლა დაახლოებით დილის 5 საათიდან დაიწყო. მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონის მიხედვით, დღეს 11:30 საათზე ჩანიშნულია ბიუროს, ხოლო 12 საათზე პლენარული სხდომა.