აქციის დაშლისას „მთავარი არხის” ჟურნალისტი დაშავდა, მას ხელი აქვს დაზიანებული

პუბლიკა

„მთავარი არხის” ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლის დროს ტელეარხის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი დაშავდა. მათივე ცნობით, ჟურნალისტს მარჯვენა ხელი აქვს დაზიანებული.

როგორც ვასილ დაბრუნდაშვილმა „მთავარი არხის” ეთერში თქვა, ის აქციის დაშლის დროს წაიქცა, რა დროსაც ხელი დაუზიანდა.

შსს-ს ცნობით, გამთენიისას დაშლილ აქციაზე 3 პირი დაშავდა, დაკავებულია 28 პირი.

მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.