ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე უცვლელია - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებაზე და ვაქცინაციის დაბალ ტემპზე ისაუბრა.

ამავე ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. “არა და არასოდეს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.

ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაიცას. ამ საკითხს მე არასოდეს დავუბრუნდები.

ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას.

ყველა ზომის მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ეს არის და ეს. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.