ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას - პრეზიდენტი უკრაინის რეგიონების ანექსიაზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია დაგმო.

„ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გამყარდეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.

„ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!

ასევე ვგმობ ახალწვეულთა მობილიზაციის გეგმებს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ჩვენი ქვეყნების სუვერენტიტეტის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას“, – წერს პრეზიდენტი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე უკრაინის 4 რეგიონის – დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპორიჟიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ განკარგულებებს მოაწერა ხელი.