ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება კიდევ ერთხელ მოხდა

პუბლიკა

დღეს მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერთან დაპირისპირება კიდევ ერთხელ მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდის ეპარქიის მრევლის ნაწილი შეიკრიბა და მონასტერში შესვლას მოითხოვდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, რომელმაც როგორც მონასტერთან გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს ტერიტორიიდან გაიყვანა რამდენიმე მოქალაქე. „პუბლიკა“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის დაზუსტებას, არიან თუ არა დაკავებულები დღეს სალხინოს მონასტერთან შეკრებილი მოქალაქეები.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება იყო 5 ნოემბერსაც, მას შემდეგ, რაც სალხინოს მამათა მონასტრიდან სასულიერო პირები პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

საუბარია 15-მდე სასულიერო პირზე, რომლებიც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, თანამდებობებიდან მარტი-აპრილის თვეში გადააყენა, სექტემბერში კი, სრულად განკვეთა ეკლესიიდან.