CNN: რუსი ჟურნალისტი, რომელმაც ომი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, შინაპატიმრობიდან გაიქცა

პუბლიკა

CNN-ის ცნობით, რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ომი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, შინაპატიმრობიდან გაიქცა.

ოვსიანიკოვას შინაპატიმრობა აგვისტოში შეეფარდა მას შემდეგ, რაც ივლისში საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. ჟურნალისტი რუსეთის ჯარის მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სამართლდებოდა.

TASS-ის ცნობით, ოვსიანიკოვას ყოფილმა ქმარმა განაცხადა, რომ ის ქალიშვილთან ერთად შაბათს გაიქცა. ბრალდებას ვერ ადასტურებს ადვოკატი დმიტრი ზახვატოვი.

„რაც ვიცი, ის არის, რომ ის წავიდა“, – უთხრა მან CNN-ს.

TASS-ის ცნობით, ქალი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიას დაამატა.


15 მარტს მოსკოვის „ოსტანკინოს“ სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გადაცემა „ვრემიას“ მსვლელობისას ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა.

მარინა ოვსიანიკოვა ხელმეორედ ივლისში დააკავეს, რადგან მან კრემლთან, სანაპიროზე ერთკაციანი აქცია გამართა. მას ხელში ბანერი ეჭირა წარწერით – „პუტინი მკვლელია, 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს იმისთვის, რომ გაჩერდეთ?“. მას შინაპატიმრობა შეეფარდა.