დაპირება, რომელიც მასწავლებლების ხელფასის ზრდას ეხება, არის ძალაში - დგებუაძე

პუბლიკა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, მასწავლებლების ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული დაპირება ძალაში რჩება.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე – ახალი სასწავლო წლიდან, სექტემბრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასის დაგეგმილ მომატებას შეეხო თუ არა რაიმე ცვლილება? – ეკა დგებუაძემ გვიპასუხა, რომ :

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მასწავლებლების ხელფასი დღეს თანაბრად შენარჩუნებულია, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა. ჩვენი მიზანი არის პროფესიული განვითარება და, რა თქმა უნდა, ის დაპირება, რომლიც ეხება მასწავლებლების ხელფასის ზრდას, არის ძალაში. როდიდან დაიწყება მასწავლებლის ხელფასის ზრდა – სწორედ ამასთან დაკავშირებითაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ განცხადებას“.

საჯარო სკოლებში უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასის მატება ორ ეტაპად იყო დაგეგმილი.

2019 წლის 1 ოქტომბრიდან საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი გაიზრდა 150 ლარით და დამატებით 150 ლარით უნდა გაიზარდოს 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile