დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

პუბლიკა

დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. ამის შესახებ ზილფიმიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, – წერს ზილფიმიანი სოციალურ ქსელში.


პარტია  „ევროპელი სოციალისტები“ „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა 4-მა დეპუტატმა – ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ 2021 წლის 9 იანვარს დაფუძნეს.

დავით ზილფიმიანი პარტიის პოლისტსაბჭოს წევრი იყო.