დეგნანი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი ვენეციის კომისიამ მიმოიხილოს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის მოსაზრება, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონის მიღებამდე უნდა იყოს განხილული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი რჩევაა, როცა ის მომდინარეობს ევროკავშირის დელეგაციისგან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ერთად ამ საჭირო რეკომენდაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული იქნება ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა მიმოიხილონ კანონპროექტი მის მიღებამდე.

… ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამდე“, – თქვა მან.

გუშინ ევროკავშრის წარმომადგენლობამ საქართველოში მოკლე კომენტარი გაავრცელა „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტთან დაკაშირებით. მათი შეფასებით, ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.

„ქართულ ოცნებაში“ არაფერს ამბობენ იმაზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს გააგზავნიან თუ არა დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში. ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის რეკომენდაცია ჰქონდა საქართველოსთვის ასევე ევროკომისარს, ოლვერ ვარჰეის.

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. გუშინ ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 

LB loan image desktop LB loan image mobile