დღეს გვაქვს გასვენება | ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა.

„საქართველოში პარლამენტარიზმი და დემოკრატია მოკლა ბიძინა ივანიშვილმა და დღეს გვაქვს სიმბოლური გასვენება. ეს არის ქართული ე.წ. პარლამენტი, რომელიც სინამდვილეში ჩრდილოკორეული წარმონაქმნია და არა საკანონმდებლო ორგანო. იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ გაზაფხულზე იქნება რეალური პარლამენტი, რომელიც უნდა მივიღოთ მრავალპარტიული არჩევნების შედეგად“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.